x
image
თორ ნიკე
ამოუცნობი მფრინავი ობიექტები თბილისის ცაზე
ამოუცნობი მფრინავი ობიექტები თბილისის ცაზე


როდესაც ამ თემაზე ვინმე საუბარს იწყებს, ზოგს ღიმილი დასთამაშებს სახეზე, ზოგიც გამოხატავს აშკარა ირონიას ან რატომღაც აგრესიასაც კი. ბევრს მიაჩნია, რომ იმ ხალხს, ვინც ასეთ რამეს ხედავს და ჰყვება რაიმე მოეჩვენა ან დაინახა სრულიად ჩვეულებრივი რამ, რაც ჩათვალა არამიწიერი წარმოშობის ობიექტად. ზოგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ეს არის ასტეროიდი, მეტეორიტი, სფეროსებრი ელვა, პლანეტა ვენერა, ჩვეულებრივი თვითმფრინავი ან დედამიწაზე დამზადებული, მაგრამ მთავრობის მიერ გასაიდუმლოებული ტექნოლოგია. ან ყველაზე ბანალურ მიზეზს ამბობენ და ამას აბრალებენ თვითმხილველთა ჰალუცინაციებს, რომელიც გამოწვეული იყო რაიმე ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობისგან. სკეპტიკოსები მიდიან იქამდეც, რომ ითხოვენ უცხოპლანეტელთა დნმ-ს ნიმუშს, თორემ არაფრით არ დავიჯერებთო. ასეა თუ ისე, ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრდება იმაზე, რომ სრულებით შესაძლებელია ამ სამყაროში არ ვიყოთ მარტონი და მეტიც, შესაძლებელია, რომ უკვე დიდი ხანია გვაკვირდებიან უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც სხვა პლანეტებზე განვითარდნენ იგივე ევოლუციური მექანიზმებით, როგორც ჩვენ, მაგრამ ბევრად უფრო ადრე, რის გამოც გვისწრებენ არათუ ათასწლეულებით, არამედ შესაძლოა რამდენიმე მილიონი ან ათეული მილიონი წლითაც კი. 5 მილიარდი წლის დედამიწაზე სიცოცხლის ჩამოყალიბებას დასჭირდა მილიარდი წელი. სიცოცხლე აქ წარმოიშვა 4 მილიარდი წლის წინ. ეს პერიოდი დასჭირდა იმას, რომ ჩამოყალიბებულიყო 3 მილიონი წლის წინ მაღალი დონის მოაზროვნე არსება - ადამიანი (ჰომო), რომელიც შექმნიდა ცივილიზაციას. ზოგს ჰგონია, რომ უცხოპლანეტელები აუცილებლად უნდა იყვნენ სხვა გალაქტიკებიდან და ამავე გალაქტიკაში რომ წარმოქმნილიყო მოაზროვნე ცივილიზაცია ეს შეუძლებელიაო. არასწორია ეს მსჯელობა, ვინაიდან ალბათობა ამ შემთხვევაშიც კი ძალიან დიდია, ვინაიდან ჩვენს გალაქტიკაში არსებობს 40 მილიარდი ისეთი პლანეტა, რომელიც არის მყარი და არა გაზის გიგანტი და რომელიც არის დაშორებული თავისი "მზიდან", (ვარსკვლავიდან) ისეთ მანძილზე, რომელიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელია, არც ძალიან შორსაა და არც ძალიან ახლოს. 40 მილიარდი ასეთი პლანეტაა და არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ პლანეტების დიდ ნაწილს კიდევ ერთი ან რამდენიმე "მთვარე" (ბუნებრივი თანამგზავრი) ჰყავს. და ეს მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში. ამ პლანეტების ასაკიც მერყეობს საშუალოდ 6 მილიარდი წლიდან 4 მილიარდ წლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საკმაო დრო ჰქონდათ სიცოცხლის ფორმების მრავალნაირი ევოლუციისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ცივილიზაციისთვის, რომელიც ჩვენვე გავხდებით ძალიან მალე, პრობლემას არ წარმოადგენს საკუთარი გალაქტიკის ფარგლებში მოძრაობა. საუდის არაბეთში ჩატარებულ ფორუმზე ელონ მასკმა განაცხადა, რომ ჩვენთვისაც კი, თუკი ვიმოძრავებთ სინათლის სისწრაფეზე 10-ჯერ ნელა, რაც აბსოლუტურად რეალისტურია, შევძლებთ მთელი გალაქტიკის დასახლებას (არათუ შემოვლას) საშუალოდ 100 მილიონ წელიწადში. ასე რომ ჩვენამდე მოღწევის პრობლემა ნამვილად არ ექნება ცივილიზაციური შკალის თუნდაც პირველ საფეხურზე მყოფ ინტელექტუალურ არსებებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების და ციდან მოსული არსებების და მასწავლებლების, ასევე ღვთაებებად აღქმული არსებების ხილვებით და სიუჟეტებით სავსეა მსოფლიოს ყველა ხალხის უძველესი რელიგიები, წმინდა ტექსტები, მითოსი და გადმოცემები. ამ ყველაფერს ხალხი მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ყველა კონტინენტზე და ეპოქაში ხედავდა და აღწერდა ისე, როგორც შეეძლო. ამის უკეთ გასაგებად შეგიძლიათ გაეცნოთ არქეოასტრონავტული თეორიის ფუძემდებლის, ავსტრიელი მეცნიერის, ერიხ ფონ დენიკენის ნაშრომებს და დოკუმენტური ფილმების სერიას "უძველესი უცხოპლანეტელები".


ერიხ ფონ დენიკენის წიგნი


შესაძლოა ბევრმა ადამიანმა იკითხოს, კი მაგრამ რად უნდათ რომ გვაკვირდებიან? რა ინტერესი აქვთო. პასუხი კი ძალიან მარტივია, სამეცნიერო ინტერესის გამო. რატომ აკვირდებიან ჩვენი ეთოლოგები და ბიოლოგები მაგალითად აფრიკაში მთის გორილების ცხოვრებას ისე, რომ უხეშად არ ერევიან მათი ჯოგის ცხოვრებაში, არ ენახებიან ან ნაკლებად ცდილობენ დაენახონ, ამონტაჟებენ კამერებს ან უსაფრებიან და აგროვებენ მათზე მონაცემებს. უცხო და განვითარებულ ცივილიზაციას, რომელიც იმდენს ახერხებს, რომ უკვე მოგზაურობს ამხელა მანძილებზე კოსმოსური ხომალდით, არაფერში სჭირდება სხვა პლანეტების, მით უმეტეს დასახლებული პლანეტების ოქრო, ვერცხლი და ბრილიანტი ან სხვა რაიმე წიაღისეული. მათ ყველაფერი საკმარისზე მეტი აქვთ და არაფერში სჭირდებათ დედამიწელების დამპალი მცენარეებისგან წარმოშობილი ნავთობი ან ნახშირი. ეს უბრალოდ სასაცილოა. რაც მათ ნამდვილად აინტერესებთ, როგორც მაღალი გონებრივი განვითარების არსებებს - ეს არის ჩვენი ცივილიზაციის დაკვირვება და მეცნიერული შესწავლა. ასევე დაკვირვება იმისა თუ რა გზებით ვვითარდებით. ეს მათთვის საკუთარი წარსულის პირდაპირ დაკვირვებას ემსგავსება. ყველა ცივილიზაცია ხომ დაახლოებით ერთნაირ გზას გადის სანამ მიაღწევს განვითარების მწვერვალებს.



დედამიწაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თვითმხილველები არა ათასობით, არამედ ათეულ მილიონობით არიან უკლებლივ ყველა კონტინენტზე და ქვეყანაში. ეს მათი რიცხვია, რომელიც ამაზე ხმას იღებს და საზოგადოებაში დამკვიდრებული არასწორი აზრების და იარლიყების მირტყმის არ ეშინიათ, თუმცა ბევრია ისეთი, რომელსაც მოსაყოლი ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ ხმას არ იღებს სწორედ იმის შიშით, რომ "გიჟად" შერაცხავენ. მინდა გიამბოთ ორი შემთხვევა, რომელიც მე თავად გადამხდა და ვნახე ამოუცნობი მფრინავი ობიექტები თბილისის ცაზე.


პირველად ეს მოხდა 2002 წელს. მაშინ 10 წლის ვიყავი. მთელი დღის ბურთის თამაშის შემდეგ, როდესაც ისე დაგვაღამდა, რომ ბურთსაც ვეღარ ვხედავდით წესიერად, ჩამოვჯექით და უბრალოდ საუბარი დავიწყეთ. იდგა დაახლოებით ღამის 11 საათი. ზაფხული იყო, მაგრამ ზუსტად თვე და რიცხვი აღარ მახსოვს. საკმაოდ მოწმენდილი ცაზე სავსე მთვარე ანათებდა. ობიექტის სიკაშკაშემ ყველა ცისკენ აგვახედა. გამოჩნდა დაახლოებით მთვარის ხელა, ოდნავ მომცრო, ცეცხლისფერი, თითქოს მთლიანად აალებული მფრენი ობიექტი, რომელიც ხმელეთისკენ ეშვებოდა საკმაოდ ნელა და ტოვებდა ძალიან წვრილ კვალს. ამ ყველაფერს ვუყურებდით დადიანის გამზირიდან საბურთალოს მიმართულებით. სწორედ იმ მიმართულებით ეშვებოდა ეს ობიექტი დაახლოებით 15 წამის განმავლობაში, რის მერეც დაეშვა ჰორიზონტს მიღმა, გორაკების იქით, აქედან გამომდინარე მიწაზე დაშვების მომენტი ვეღარ დავინახე. დაშვებისას არ გამოუცია არანაირი ხმა, არც აფეთქების დროს წარმოქმნილი სინათლე ამოვარდნილა დაშვების ადგილიდან. როგორც ჩანს, უხმაუროდ და აფეთქების გარეშე მოხდა მიწასთან ობიექტის შეხება.


დაახლოებით ასე გამოიყურებოდა, მაგრამ ზომით უფრო დიდი იყო და მეტად გამოხატულად სფერული ფორმის:


ამოუცნობი მფრინავი ობიექტი თბილისის ცაზე


მეორე შემთხვევა კი ისანში მოხდა 2016 წლის ზაფხულში, 15 ივლისის ღამის 4 საათზე. ეს თარიღი კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ეს ის დღე იყო, როდესაც თურქეთში ორდოღანის მთავრობის წინააღმდეგ მოხდა გადატრიალების მცდელობა. სწორედ ამ კადრებს ვუყურებდი პირდაპირ ეთერში და ამიტომ შემოვრჩი ამდენ ხანს იმ დღეს. აივანზე მოსაწევად გავედი და დავინახე ერთიანად 9 ობიექტი. ეს ნამდვილი ჯგუფური გადაფრენა იყო, წეროების გუნდივით. თითქმის სწორ ხაზზე მოძრაობდა ზევით 5 ობიექტი და მათ დაბლა მიჰყვებოდა 4 ობიექტი ერთ ხაზზე. მოძრაობდნენ ძალიან ნელა, იმდენად რომ საერთო ჯამში ვაკვირდებოდი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. გადაღება სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ჩემი მაშინდელი ტელეფონის ხარისხის გამო. ვიცოდი, რომ არავინ დამიჯერებდა და ამიტომ გავაღვიძე დედაჩემი, რომ მასაც დაენახა. სასაცილო იყო, რომ ჩემდა გასაკვირად, ძალიანაც არ გაკვირვებია. ეს ფენომენი რომ არსებობს ხომ აქამდეც ვიცოდიო მითხრა და მალევე შებრუნდა ისევ დასაძინებლად. ობიექტები იყო საკმაოდ კაშკაშა, წითელი ნათებით, მაგრამ არა იმხელა ზომის, რაც პირველად ვნახე. ესენი იყო ბევრი, მაგრამ ნაკლები სიდიდის. სიკაშკაშემ კლება თანდათან დაიწყო 5 წუთის შემდეგ და ერთმანეთის მიყოლებით გაუჩინარდნენ. სინათლე მეტად იკლებდა, მერე ისევ, და საბოლოოდ სრულად ქრებოდა. ბოლოს დარჩა მხოლოდ ერთი და ისიც ასეთნაირად ნელ-ნელა გაუჩინარდა. კიდევ დიდხანს არ დამეძინა, ვუყურებდი და ველოდებოდი რომ ისევ გამოჩნდებოდნენ, მაგრამ რომ არაფერი მოხდა დავბრუნდი ოთახში და მივწერე ჩემს ნაცნობ უფოლოგს იმის შესახებ, რაც ვნახე და ზუსტად აღვუწერე ყველაფერი, მისი დასკვნით ეს იყო პლაზმოიდები, უპილოტო ხომალდები, რომელიც გამოიყენება მათ მიერ მხოლოდ დაკვირვების საწარმოებლად. ზუსტად ასეთი რამის აღმწერი ვიდეოები ბევრი ვიპოვე ინტერნეტში, რომელიც გადაღებულია სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ პირველი შემთხვევის მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს და არც წამიკითხავს.


აი ასეთი იყო ჩემ მიერ მეორედ ნანახი 9 პლაზმოიდი:


პლაზმოიდები


მე საკმაოდ კარგად ვერკვევი ასტრონომიაში, ვიცნობ ყველა ასტრონომიულ ობიექტს. ასევე ნორმალურად ვერკვევი ტექნოლოგიებში და არანაირ დრონში ან სხვა მოწყობილობაში არ შემეშლება არცერთი ობიექტი. მშვენივრად ვხვდები რას და როგორ ვხედავ. საბოლოო ჯამში მე მინდა ვთქვა, რომ ვიცი რაც ვნახე, ვიცი რომ ეს ყველაფერი რეალურია და მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც მოსაყოლი აქვთ ბევრი საინტერესო რამ და მალავენ საზოგადოებრივი აზრის შიშით - გამოდით და თქვით დაუფარავად ყველაფერი. ნურაფრის შეგეშინდებათ და ნურაფრის გულისთვის ნუ დამალავთ. "არაფერია დამალული რომ არ გამოჩნდეს და არ არსებობს საიდუმლო, რომ არ გაცხადდეს". საბოლოო ჯამში ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება. საზოგადოება უკვე მზადაა რომ იცოდეს და გაიაზროს სიმართლე. როგორც ჩანს ჩვენ არ ვართ მარტო ამ სამყაროში.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


10
1388
10-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1388
  
2021, 17 იანვარი, 1:58
მაია ვიდეო სად შეიძლება ვნახო, იქნებ სადმე გამოაქვეყნოთ და მერე ლინკი ჩამიგდოთ აქ რა, გთხოვთ :)
2021, 17 იანვარი, 1:37
მე დღეს ვნახე. ვიდეო გადავუღე. ძალიან გავს, თქვენს ფოტოზე ასახულს.
2019, 25 მაისი, 16:16
ერთხელ მეც ვნახე 2017 წელს გაზაფხული იყო მე როგორც მახსოვს. სკოლიდან მოვდიოდი და ცაზე დავინახე ცისფერი რაღაც. ცოტათი მოძრაობდა, თავიდან ვიფიქრე პარაშუტისტი ხომ არ იყო მეთქი, მაგრამ 15 წუთის განმავლობაში ოდნავაც არ ჩამოსულა ქვემოთ, უბრალოდ მოძრაობდა ისისც ძაან ნელა. მერე ჩემს კორპუსთან რომ მივედი ისიც აღარ დამხვდა. ან გაქრა, ან იქვემდებარე კორპუს მიეფარა
2018, 21 დეკემბერი, 22:52
კი, ძალიან ხშირია რომ ხალხი მათ ხედავს ყველა ქვეყანაში და ბევრი ვიდეოც გადაღებულია. რა თქმა უნდა არის ყალბი ვიდეოებიც, მაგრამ ნამდვილიც ძალიან ბევრია. რამდენ ხანს დამალავენ ამ ამბავს და როდემდე არ აუხსნიან საზოგადოებას ყველაფერს მე ეგ მაინტერესებს. არადა ყველა მთავრობამ იცის ამის შესახებ და შეთანხმებულად არ ადასტურებენ ოფიციალურად.
2018, 21 დეკემბერი, 22:46
მე მაქ ნანახი 2000-2002წლები იქნებოდა, გლდანის თავზე სამი ერთადდ მოფორთოხლისფერომოწითალო, რამდენიმე კილომეტრიდან შევამჩნიე უეცრად გაჩნდნენ ცაზე ,მერე ერთი თითქოს გაქრა მიყვა შემდეგი და ბოლოც მერე ისევ გამოჩნდა თითქოს კი არ გაქრა ფერი ქონდაო შეცვლილი გეგონება გამჭირვალე გახდა მერე მეორეც გაგმოჩდა და მესამეც.. მოკლედ ასე ჩაქრნენ და აინთენ, რამდენიმე წამი ან 1 წუთი გაგრძელდა ეს ალბათ
2018, 12 ივნისი, 11:27
SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
2018, 11 ივნისი, 23:23
სულაც არაა გამორიცხული ამო ყოფილიყო, მაგრამ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ეს ყოფილიყო მზვერავი თანამგზავრი.
და საერთოდ დედამიწაზეც საკმაოდაა ჯერ კიდევ ამოუცნობი ფენომენი, თუნდაც პირამიდების შიდა კედლებზე გამოსახული ვერტმფრენის ნახაზი ან წყალქვეშა ნავის ლამის თანამედროვე სუბმარინების სქემატური ნახაზები.
აშშ–ს ვირჯინიის შტატის სპეციალური მომზადების ცენტრში, სადაც მომზადებას გადიოდა თქვენიმონა–მორჩილი, იყო სექტორი ბეტა, სადაც ცენტრის უფროსსაც კი არ უშვებდნენ.
მე როგორც გავიგე აღნიშნულ სექტორში მიდიოდა კვლევები აშშ–ში გასული საუკუნის 70–იან წლებში, ნევადას შტატში არსებული ბირთვული ცდების პოლიგონზე ჩამოვარდნილი ამოს–ერთერთი ასე თუ ისე საღად შემორჩენილი ეკიპაჟის წევრის სხეულს.
სტატია კი იმსახურებს მოწონებას იმდენად საინტერესოა ჩემი ხედვით.
2018, 7 ივნისი, 17:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 7 ივნისი, 12:46
შეგიძლია რომ სურათის ლინკი დამიდო აქ? ცოტა ეჭვი მეპარება რომ ეგ იყოს ის რაც მე დავინახე და თუ მაჩვენებ ფოტოს თუ არსებობს სადმე, მაშინ გეტყვი ეგაა თუ არა.
2018, 7 ივნისი, 12:36
ეგ რაც დაინახე 2002 წელს,ზუსტად იგივე პირველად მოზარდი ვიყავი და მამის მანქანით გომბორზე გადავდიოდით,,გავაჩერეთ მანქანა და ვუყურებდით მეორედ სადღაც 90-იანების დასაწყისში დაკრძალვაზე მთლელი პროცესია იმას შეჩერებოდა..ეგ არის სამხედრო ბალისტიკური რაკეტა,რომელიც ცენტრს კარგავს(ანუ ბრაკია) და შალტაი ბალტაით მიფრინავს,მაგ დროს ხდება მისი დეტონაცია და ზუსტად მასეთი თვისებები აქვს რა დაინახე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10