განათლება გაიგეთ რისი თქმა უნდა თქვენს კატას (ჟესტების და ხმოვანი შეტყობინების განმარტებები) 2018, 11 ივლისი, 19:23 ყველამ იცის, რომ კატები — ყველაზე არალოგიკური და არაპროგნოზირებადი შინაური ცხოველები არიან. რთულია იმის გაგება, თუ რა ხდება კატის თავში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ საკუთარი ენა აქვთ და მისი შესწავლის შემთხვევაში, თქვენ უკეთესად შეძლებთ კატების გაგებას. ზევით აწეული კუდის ბოლო თუ დახვეული აქვს – კატა ბედნიერეიაზევით აწეული კუდი თუ დროდადრო ირხევა – აღგზნების ან შფოთვის ნიშანია თუ აწეულ კუდზე ბეწვი გაშლილი აქვს – ის ძლიერ არის აღგზნებყლი ან მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობს თუ ზევით აწეული კუდი მსუბუქად ვიბრირებს – აღელვებულია და თქვენი ნახვა უხარია თუ კუდი ზევით აქვს აწეული, ხოლოს სხეულს ნომრის სიმბოლოს ფორმა აქვს მიღებული – მეტისმეტად აგრესიულია და თავდასხმისთვის ემზადება კუდი თუ გაშვერილი აქვს, საკმარისად დაბალ დონეზე, – ან გაბრაზებულია ან შეშინებული კუდი თუ ქვედა დონეზეა და ოდნავ მიჭერილი აქვს – შეშინებულია ან დანაშაულის გრძნობა აწუხებს თუ კუდი ზევით აქვს აწეული და აქეთ-იქით აქნევს – გაბრაზებულია ან თამაში უნდა გაფართოვებული თვალის გუგები – ძლიერ გრძნობებზე მიუთითებს: აღგზნება, შიში, აგრესია თუ კატა თვალებში გიყურებთ – ე. ი. ის გენდობათ და თქვენთან თავს კარგად გრძნობს თვალების ნელი ხამხამი – კომფორტულად და უსაფრთხოდ ყოფნის ნიშანია თუ კატა ფეხზე გეხახუნებათ – ე. ი. თქვენს «დაკანონებას», საკუთარ «ტერიტორიად» მონიშვნას ცდილობს თუ სველი ცხვირით გეხებათ – თქვენდამი ნდობის დემონსტრირებას ახდენს კატის მიერ ფეხზე თავს, გვერდს ან კუდის გასმა – მისალმების ნიშანია თავის მსუბუქი ხახუნი – თქვენდამი კეთილგანწყობის და სიმპათიის გამოხატვას ნიშნავს როდესაც კატა წინა თათებს მორიგეობით ეყრდნობა – თავს კარგად გრძნობს და თამაში უნდა კატა თუ გლოკავთ – ე. ი. საკუთარი ოჯახის წევრად მიგიჩნევთ თუ კატა თმას გილოკავთ, გიჩეჩავთ და თქვენს «დაბანას» ცდილობს – ესეც თქვენდამი დიდი სიყვარულის გამოხატულებად მიიღეთ ის ხელზე მსუბუქი კბენით განიშნებთ, რომ – თქვენთან ურთიერთობის სურვილი არა აქვს თუ კატა ცხვირს ზემოთ ასწევს და თავიც ოდნავ აქვს გადაწეული – გეუბნებათ: «მე შენ გხედავ» თუ ყურები თავზე აქვს მიკრული – რაღაცის ეშინია, ნერვიულობს ან თამაში უნდა. ასევე, ეს ჟესტი, რაღაცით დაინტერესების ნიშანიიც არის თუ კატას ენა ოდნავ აქვს გამოყოფილი და ტუჩებს ილოკავს – რაღაცაზე ნერვიულობს და თქვენგან დახმარებას ელის * მოკლე და მკვეთრი წაკნავლებით, კატა ადამიანს ესალმება ან საკუთარი მისვლის შესახებ ატყობინებს. * ხანგრძლივი კნავილი იმის ნიშანია, რომ კატა მოხარულია თქვენი ხილვით. ასე მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ხანგრძლივი დროის მანძილზე არ იყო სახლში. * საშუალო სიმაღლის ხმაზე კნავილი – რამის (მაგ. საკვების ან წყლის) თხოვნის ნიშანია. * ხმამაღალი და ხანგრძლივი კნავილი – დაჟინებით თხოვნას, მოთხოვნას ნიშნავს. * მოგუდული, ყრუ კნავილი – წუწუნს, უკმაყოფილებას ან ჩხუბისთვის მომზადებას ნიშნავს. * კრუტუნი – კარგად ყოფნას და დიდი სიამოვნების განცდას ნიშნავს. * შიშინი – აგრესიის ან თავდაცვის ნიშანი არის. ასეთ ხმას კატა მაშინ გამოსცემს, როდესაც ნაწყენია, საფრთხეს გრძნობს ან ჩხუბისთვის ემზადება. * თუ კატა ხელში გყავთ და იატაკზე გინდათ დასმა, მანამდე არ გაუშვათ ხელი, ვიდრე ყველა თათს ძირს არ დადგავს. ის ქვეცნობიერად ყოველთვის იმაზე ფიქრობს, რომ სწორედ დახტეს და ფეხები არ დაიზიანოს და თუ თქვენც გაუფრთხილდებით მის თათებს, ამით კატის ნდობის და კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებთ. * თუ იატაკზე გადაჯვარედინებული ფეხებით დაჯდებით და კატას შეხედავთ, ის თქვებს ქცევას, მეგობრულ ჟესტად მიიღებს და თქვენთან მოვა მოსაფერებლად. * თუ გინდათ, რომ კატამ მოფერების უფლება მოგცეთ, გაიშვირეთ მისკენ ხელი და შუა თითი, სხვა თითებთან შედარებით, უფრო ქვემოთ დასწიეთ. კატა დაიწყებს თქვენს ხელზე ცხვირით ან სახით ხახუნს. ის შეეცდება, რომ ხელი მაქსიმალურად კომფორტული გახადოს მოფერებისთვის. * თუ კატა დამალულია, ის მხოლოდ მაშინ გამოვა, თუ ოთახში მარტო დარჩება ან მშვიდი საუბრის ხმას გაიგონებს. * როდესაც კატას ხელში იყვანთ, ძალიან არ მოუჭიროთ ხელები – მან ასეთი მოპყრობა, შეიძლება, აგრესიად მიიღოს და დაგკაწროთ ან გიკბინოთ. * თუ არ გინდათ რომ პრობლემები შეგექმნათ კატის ქცევასთან დაკავშირებით ან არასასურველი კნუტები გაჩნდნენ თქვენს სახლში, სტერილიზაცია გაუკეთეთ, როგორც კი კატა შესაფერისი ასაკის გახდება. მამრი კატების კასტრირება აუცილებელია სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე, რომ ის ტერიტორიის მონიშვნას არ დაეჩვიოს. * თუ კატა რამეს დააშავებს, საყვედური მტკიცედ და მკვეთრად გამოთქვით, მაგრამ ხმა ბუნებრივი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, მთავარი ინტონაცია არის. თუ ასე იშვიათად ესაუბრებით კატას, ანუ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაცია მოითხოვს, ის ამ ფაქტის ასოცირებას ცუდ საქციელთან მოახდენს და მიხვდება, რომ მისით კმაყოფილი ხართ. * კატისთვის რამის აკრძალვა თუ გინდათ, მკვეთრად უნდა დაუშიშინოთ, ისევე, როგორც ამას კატა აკეთებს, აგრესიის დროს. * თუ მოთმინებას გამოიჩენთ, კატის მიჩვევაც შეიძლება ბრძანებების შესრულებაზე, ისევე როგორც ძაღლის. მისთვის თათის მოწოდების სწავლებაც კი შეიძლება. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 10 საინტერესო ფაქტი კატების შესახებ, რომელიც შესაძლებელია არ იცოდეთ კატები – ყველაზე საოცარი არსებები დედამიწაზე (+ გულისამაჩუყებელი ფოტოები)ყველაზე ლამაზი კატის ჯიშები მსოფლიოში 883 5-ს მოსწონს
|