x
ფიქრი წარსულსა და ახლანდელობაზე
რაც დრო გადის, მეტი და მეტი ინფორმაციის შედეგად მეძლევა შანსი და მოქალაქეობრივი აუცილებლობის განცდა, რომ ჩემი სათქმელი ვთქვა : რისი მორალური უფლება მაქვს ძალიან ბევრი აარსაიდან მოსული თანამდებობის პირისა, თუ პოლიტიკოსისა, რომელთა ადგილას რომ ვიყო, საერთოდ სახლიდან ცხვირს არ გამოვყოფდი, არათუ ისევ ჩვენი დამოძღვრისა და დალაგებული სახით ჭკუის სწავლების მაგივრად, მაგრამ როგორც ჩანს ამ ადამიანებს, თუ არსებებს გაწყვეტილი აქვთ შუბლზე ძარღვი და ამის შემდეგ უკვე ყველაფრის თქმისა და ყოველგვარი სიბინძურის გაკეთების საშუალება ეძლევათ.

წავიდეთ ცოტა შორს და გადავხედოთ ჩვენს უახლოეს წარსულს, მაგალითად 1988 წლიდან დღემდე რა ხდებოდა ჩვენს ირგვლივ და რა ხდება დღესაც. წლების განმავლობაში უამრავი პოლიტიკოსი მინახავს, ვინც მოსვლის დროს უამრავ დაპირებას იძლეოდა, ხალხს სამოთხეში მოხვედრას ჰპირდებოდა, მაგრამ როგორც იმ დაწყევლილ სკამზე მოხვდებოდა, ყველაფერი ავიწყდებოდა და საერთოდ სწყდებოდა ამქვეყნიურ რეალობას. ერთი სიტყვით, ეს პოლიტიკოსები სანამ ოპოზიციაში არიან, მაშინ ხედავენ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად, შემდეგ როგორც კი სავარძელშ მოსკუპდებიან, მაშინვე ჯადოსნურ ჯოხს მოიქნევენ და ყველაფერი არის ძალიან კარგად. მე ნამდვილად მიკვირს ამ ადამიანების და კიდევ ვერ ხვდებიან, რომ მუდმივი არაფერია, მაგრამ ის დაწყევლილი სკამი როგორც ჩანს, მართლა ჯადოსნურია და როგორც იქ ვინმე ჩაჯდება მაშინვე იცვლება ყველანაირად.

თავშიც ვახსენე და ახლაც ვიმეორებ, მე პირველივე დღიდან ეროვნული მოძრაობისა ჩაბმული ვარ ამ პროცესებში და ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. ამასთან ერთად ვარ სამხედრო ოფიცერი მაიორი და ყველა ომის მონაწილე საქართველოში რაც 1991 წლიდან 2008 წლის ჩათვლით მოხდა.

ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ვნახეთ სახეშეცვლილი და კიდევ სამწუხაროდ როგორც ჩანს, კიდევ უამრავს ვიხილავთ, მაგრამ ამას დიდი მნიშვვნელობა ამწუთას ნამდვილად არა აქვს. მე ვიცი ერთი ადამიანი, რომელმაც მიუხედავად ბევრი თანამდებობისა ყოველთვის შეინარჩუნა თავისი სახე და დღესაც ინარჩუნებს, ეს არის დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი. სამწუხაროდ ჩვენ ზუსტად ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, როგორც აღწერა მართლა დიდოსტატმა კონსტანტინე გამსახურდიამ თავის ლეგენდარულ დაა შეუფასებელ რომანში, "დიდოსტატის მარჯვენა", სადაც მეფე გიორგის პირით ამბობს იმ მწარე სიმართლეს, რაც დღეს და ბოლო პერიოდის საქართველოში ხდება. თუ ვინმე გამორჩეული გამოჩნდება, მაშინვე დავესევით და გვინდა, რომ გავანადგუროთ. ზვიად გამსახურდია იყო ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელი და ლიდერი, მაგრამ ვერ ავიტანეთ და ძერები გავხდით მაშინვე. კაცს სამი თვეც არ ვაცადეთ და მაშინვე დავუწყეთ თვალების თხრა და ჯიჯგვნა. უნდა ვაღიაროთ, არ გვიყვარს ჩვენ გამორჩეული ადამიანები, შური და ბოღმა გვახრჩობს თუ ვინმე ჩვენს წინ წავიდა, თუ ვინმეს მეტი უნარი და გამბედაობა აღმოაჩნდა. ხხალხო, ეს ბუნებრივია, ყველა ხომ ერთნაირი ვერ იქნება, ზოგს მეტი უნარი აქვს და ზოგს ნაკლები, მაგრამ ამისთვის როგორ შეიძლება, რომ ერთმანეთი გვეზიზღებოდეს?! სად გაგონილა, რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობა ჰქონდეს? 20 წელი ვიმსახურე ძალოვან სტრუქტურებში, თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროების სპეცრაზმებში. დავიწყე ათმეთაურობიდან და ავედი პატალიონის მეთაურამდე ორჯერ და ვიმსახურე ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე 7 წელი. 500 შეიარაღებული კაცი მებარა დაა კარგად ვიცი, რა არის პასუხისმგებლობის გრძნობა. დღე და ღამე არ მეძინა. ვიცი ადამიანების ფსიქოლოგია ძალიან კარგად და სხვათაშორის აკადემიის შემდეგ სპეციალური კურსი გავირე ორთვიანი. არ არის ადვილი ხალხთან ურთიერთობა, ძალიან ძნელია და ეს ერთეულებს შეუძლიათ მარტო. ოპოზიციაში ყოფნა და კრიტიკა ადვილია, ეს ყველას შეუძლია, მაგრამ "მე რომ უფროსი ვიყო" ფილმის არ იყოს, როცა უფროსი ხარ სულ სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდები, ეჯახები უამრავ პრობლემას და მაშინ უნდა შეგეძლოს გადაწყვეტილების მიღება. უნდა გქონდეს კრიტიკულ მომენტში ნაბიჯის გადადგმის უნარი, აი მაშინ გაქვს ლიდერის მანტია მორგებული და ამით ხდები ხალხის თვალში დაფასებული ადამიანი. პრინციპულობა, სამართლიანობა და ბრძოლის უნარი, აი ეს თვისებებია საერთოდ ადამიანის და განსაკუთრებით ლიდერისთვის ძირითადი და აუცილებელი. სხვანაირად თუ გინდათ ვინმეს თავი დაიმციროთ და სამუდამოდ გახდეთ ჭაობში ჩაძირულები, კი ბატონო.


მე კიდევ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა კონკრეტულად, ვიღაცა რომ გაკრიტიკებს და გლანძღავს, მინიმუმ შენი მეათედი მაინც უნდა ჰქონდეს ქვეყნისთვის გაკეთებული, მაგრამ დღეს როდესაც, სოზარ სუბარს ლანძღავენ ისეთი ადამიანები, ანუ არსებობი, როგორებიც არიან ლევან ხაბეიშვილი და ლადო სადღობელაშვილი, სულ მცირე, სირცხვილი და სასაცილოა. ადამიმანს სათქმელი უნდა გქონდეს რამეს რომ იტყვი და მარტო იმიტომ კი არ უნდა ლანძღო ადამიანი, რადგან ის მინისტრია, ან დეპუტატი. როგორც გრიშა ონიანმა უთხრა ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც სტალინს ლანძღავდა, ის კაცი შენხელა მაინც ყოველთვის დარჩებაო და სრულიად ვეთანხმები.

უსამართლობის მეტი რა მინახავს, მაგრამ ამ დონის ნამდვილად არა, ადამიანმა ცოტა მაინც ხომ უნდა იფიქრო მანამ, სანამ რაიმე კონკრეტულ საქმეზე და ადამიანზე განცხადებას გააკეთებ.

რაც შეეხება სოზარ სუბარს, ის ჩემი ნათესავი ნამდვილად არაა, მაგრამ ჩემი მეგობარია და ერთად ვიბძოდით აფხაზეთშI, ერთად ვჟურნალისტობდით და იმ დროს ვაკეთებდით ძალიან ბევრ ჟურნალისტურ გამოძიებებს, როცა დღევანდელი "გმირები" შიშით კანკალებდნენ. 1989 წელს ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაიწყო დიდი აქცია, რომელიც ჯერ დაიწყო სვანეთში და შემდეგ გაგრძელდა შიმშილობით ჯვარში, მთავარი სამმართველოს წინ, რის შედეგადაც მაშინდელმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნოდარ ჭითანავამ შიმშილობის მეათე დღეს ჩვენთან, მოშიმშილეებთან მოსვლის შემდეგ რომელსაც სათავეში ედგნენ აწგანსვენებულები, თორნიკე ფიფია და თამაზ ჟორჟოლიანი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეწყვეტილიყო დაუყონებლივ ხუდონჰესის მშენებლობა, ამ დროს სოზარ სუბაარი დადიოდა მთელს საქართველოში და ხელმოწერებს აგროვებდა, როდესაც მოხდა თბილისში 7 ნოემბრის სისხლიანი დარბევა, იმ დრორს სოზარ სუბარი მიტინგზე იდგა და თავი გაუხეთქეს ზონდდერებმა, როცა სოფელ ბეჩოში უშხუანები ჩახოცეს მაშინდელმა ძალოვანმა სტრუქტურებმა, სოზარ სუბარმა ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და მთელს მსოფლიოს ამცნო რადიო " თავისუფლების" მეშვეობით ის უკანონო ქმედება, რაც მაშინდელმა "ომონებმა" ჩაიდინა. უსამართლოდ მოკლულ დათო ცინდელიანისა და პაატა ქადავას გამო იმ დროს ხმა აიმაღლა სოზარ სუბარმა და როგორც სახალხო დამცველმა, მოითხოვა დეტალური გამოძიება და სხვათაშორის დღემდე სრულყოფილად არ არის მაშინდელი ხელისუფლების მიერ ასე ჩახოცილი და უგზო უკლოდ გამქრალი ადამიანების საქმეები. ევგენ აფრასიძის ოჯახი რომ ამოხოცეს რატომ არ დაისაჯნენ იმ საქმის მბრძანებლები და შემსრულებლები, რატომ ზის დღესაც მაშინდელი შს მინისტრი გია ბარამიძე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით უშუალოდ უხელმძღვანელა აფრასიძეების დაბომბვას 10 ვეტმფრენითა და 1500 ქვეითი ჯარისკაცით, პარლამანტში და არა საბრალდებო სკამზე? ეს ხალხი დღეს კარგად არიან და სოზარ სუბარი ყოფილა ქვეყნის დამაქცევარი. მართლა ენას ძვალი არა აქვს და ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი, ეს ფრაზა ჩვენმა გენიოსმა ტყუილად კი არ დაწერა.image

1
60
შეფასება არ არის
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
60
  
2018, 6 ივნისი, 23:51
სწორად აზროვნებ,ჩემო მაიზერ.
0 1 1