x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
წუხანდელ მიწისძვრას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

image


წუხანდელ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. მიწისქვეშა ბიძგები, რომელიც საქართველოშიც იგრძნობოდა, ეპიცენტრი კი ზაქათალას რაიონი იყო, ძირითადად ისტორიული ჰერეთი დააზარალა. საინგილოში მოქმედი ქართულენოვანი გამოცემების ცნობით, ემოციურ ნიადაგზე მიწისძვრის შემდეგ ზაქათალაში მცხოვრები პენსიონერი მამაკაცი ინფარქტით გარდაიცვალა.

.

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის ცნობით, გუშინ 22:40 საათზე ზაქათალის რაიონში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მოსახლეობას რიგი პრობლემები შეუქმნა. როგორც რაიონის, ასევე სოფლების რამდენიმე სახლის კედლებს ბზარი გაუჩნდა.
.
მიწისძვრის შემდეგად შექმნილი პანიკური სიტუაციის გამო კახისა და ზაქათალის რაიონულ საავადმყოფოების სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებაში უამრავი შეტყობინება შემოვიდა:- აცხადებენ საავადმყოფოებიდან.
.
კახის რაიონის ი. მუსტაფაევის ქუჩა # 8 -ში მცხოვრები 13 წლის გულარ დურმუშზადე მიწისძვრის დროს სახლიდან სასწრაფოდ გამოსვლას ცდილობდა რა დროსაც წაიქცა და ფეხი მოიტეხა. იგი კახის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული
.
ზაქათალის რაიონის სოფელ გოიემის მკვიდრის hereti.info-სთვის მიცემული ინფორმაციის თანახმად, ამავე სოფლის მკვიდრი 63 წლის სოლტან კანდახოვი მიწისძვრის დროს ანერვიულების შედეგად სტრესის ფონზე არტერიული წნევის ზრდამ ინფარქტი გამოიწვია და კანდახოვი გარდაიცვალა.
.
ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალის საბავშვო ბაღის კედლების დაზიანების გამო სასწავლო პროცესი გადაიდო. აცხადებენ სოფ ითითალის მცხოვრებლები.
.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა 5 ივნისს ადგილობრივი დროით 22:40 საათზე ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადთან ახლოს (საქართველოს საზღვრიდან 15 კმ-ში ) დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა როგორც მიმდებარე რაიონებში ასევე საქართველოში იგრძნობოდა.
1
1368
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1368
  
2018, 6 ივნისი, 15:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1