ფეხბურთი გორში მინი ფეხბურთში შეჯიბრი ჩატარდა 2018, 4 ივნისი, 21:29 გორის ცენტრალურ მოედანზე გლობალური ტურნირი Neymar Jr’s Five გაიმართა. ტურნირი ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის დაარსებულია. როგორც ცნობილია ფეხბურთელი ბავშვობაში ქუჩის ფეხბურთს თამაშობდა, სწორედ ბავშვობის მოგონებების პატივსაცემად დაარსა აღნიშნული შეჯიბრიც.
ტურნირის ორგანიზატორი, კომპანია Red Bull-ია. მათი წარმომადგენლის თქმით, შეჯიბრი თელავისა და გორის შემდეგ ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისშიც ჩატარდება.
![]() ![]() ![]() ![]() 45 4-ს მოსწონს
|