x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დედამიწის იდუმალი თანამგზავრი – რა ხდება მთვარის «ბნელ» მხარეს?

მთვარე – დედამიწის იდუმალი თანამგზავრია, რომელიც ადამიანების ყურადღებას ათასწლეულების მანძილზე იზიდავს. მას ჯერ კიდევ, ძველი ეგვიპტელი და ბერძენი მეცნიერები სწავლობდნენ. მათ პირველებმა შენიშნეს, რომ მთვარეს ზრდის და შემცირების ფაზები გააჩნია, რომელიც დიდი გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე. გარდა ამისა, ძველ მსოფლიოში მაგიური კულტმსახურება არსებობდა და ბევრი მათგანის რიტუალი, სწორედ მთვარის ფაზის პერიოდებს უკავშირდებოდა.


image


მზის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ დედამიწა, ღერძის ირგვლივ მოძრაობისას, ვერასდროს ხვდება მთვარის მეორე მხარეს და ამიტომ, ადამიანის თვალთახედვისგან ის ყოველთვის დაფარულია. სწორედ ეს ფენომენი არის უდიდესი გამოცანა კაცობრიობისთვის. მეცნიერები ასწლეულების მანძილზე იმის გარკვევას ცდილობენ, – თუ რა ხდება ჩვენი პლანეტის თანამგზავრის უკანა მხარეს?
«აპოლო-11» — მთვარის პირველი პილოტირებული მისია იყო, რომლის საბოლოო მიზანი მთვარეზე დაჯდომა იყო. მისი გაშვება 1969 წლის 19 ივლისს მოხდა (ეკიპაჟის წევრები: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი)). ეს ჭეშმარიტად დიდი გარღვევა იყო ასტრონავტიკაში, რომელმაც სხვა, – მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარებას ბიძგი მისცა.
ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე დაჯდომის პროცეს, პირდაპირ ეთერში თვალს მთელი მსოფლიო ადევნებდა, მაგრამ უეცრად ტრანსლირება შეწყდა, როგორც მოგვიანებით ახსნეს, ეს ტექნიკური მიზეზით მოხდა. მაგრამ, რეალურად, როგორც არქივში დაცული დოკუმენტები მოწმობს, ასტრონავტებს მთვარეზე უცხოპლანეტელები დახვდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. ისინი ვიზიტორებს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ. ხოლო, ასტრონავტების დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, მსოფლიო საზოგადოებას სულ სხვა ვიდეოჩანაწერი აჩვენეს, რომელზეც მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების მიერ დროშის აღმართვის სცენა იყო ასახული. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ეს ყალბი ჩანაწერი იყო და რომ ის ამერიკის ერთ-ერთ კინოსტუდიაში იყო გადაღებული, რაც სინამდვილეს ნამდვილად ჰგავს. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ერთ ნაწილის, «მთვარის მისიის» წარმატებაში ეჭვი ეპარებოდა. მაგრამ, ამ საუკუნის დასაწყისში, ადამიანის მთვარეზე ვიზიტის ზოგიერთი გასაიდუმლოებული დოკუმენტი გასაჯაროვდა, რომელშიც მთვარეზე ასტრონავტების უცხოპლანეტელებთან შეხვედრის ფაქტი დასტურდება.
გადმოცემის მიხედვით, ექსპედიციის წევრებს, ისინი შორიდან აკვირდებოდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მთვარე დატოვეს, მის ბნელ – ჩვენთვის უხილავ მხარეს გადაინაცვლეს. ამ ფაქტის გამჟღავნების შემდეგ, მეცნიერებმა სხვადასხვა თეორიების წამოყენება დაიწყეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მთვარის შეუსწავლელ ნაწილზე, შესაძლებელია, ადამიანების რასა ცხოვრობდეს, რომელმაც დედამიწა ოდესღაც დატოვა. ხოლო, სხვა ვერსიის მიხედვით, იქ სხვა პლანეტიდან ჩასული ადამიანები ცხოვრობენ.

დღეს ეს მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ, მთვარის ბნელ მხარეს, ხელოვნური თანამგზავრები უცნაურ ენერგეტიკულ და ხმოვან აქტივობას აფიქსირებენ. გარდა ამისა, მეცნიერების ერთი ნაწილის აზრით, მთვარეზე არსებული კრატერები ხელოვნურად წარმოწმნილი უნდა იყოს...

და ეს ვის სჭირდება? შესაძლებელია, ასტრონავტებს თავის დროზე, რომ დაემყარებინათ მთვარეზე მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობა, მას განვითარება მოჰყოლოდა და დღეს უფრო მეტი რამ გვცოდნოდა იქ მიმდინარე პროცესების შესახებ.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მთვარეზე ადამიანების ვიზიტის შემდეგ, კაცობრიობამ მთვარის ათვისებაზე უარი თქვა და მზერა მარსს მიაპყრო...

imageimageარხის სხვა სიახლეები:

imageimageimage* 1. ბოლო ათწლეულის ყველაზე რეიტინგული 10 სერიალი

* 2. 10 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა

* 3. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

* 4. მთვარის საიდუმლო

* 5. რა გავლენას ახდენს ტელეფონის ნომერი ჩვენს ცხოვრებაზე
* 6. ტელეპათია და ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებიც მას მიმართავდნენ

0
788
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
788
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0