x
image
_K_
15 ფაქტი იმის დასამტკიცებლად, რომ სამყარო იმაზე უცნაურია, ვიდრე გვეგონა
image

ჩვენი სამყარო სავსეა საოცარი და ძნელად დასაჯერებელი ფაქტებით. მაგალითად, იცოდით რომ ნაპოლეონი ერთხე კურდღლების თავდასხმის მსხვერპლი გახდა და ძაღლს ქალაქის მერობა შეუძლია?


სტატიაში მოცემული ინფორმაცია ცოდნას შეგძენთ და ამასთანავე, გაგახალისებთ. სტატიის ბოლოს კი ბონუსი დაგხვდებათ.







1. ნაპოლეონს კურდღლებმა შეუტიეს


1807 წელს ნაპოლეონ ბონაპარტემ გადაწყვიტა, რომ ტილზიტის ზავი იმპერიული ნადირობით აღენიშნა. ამ ღონისძიებაზე პასუხისმგებელ ადამიანს ევალებოდა, გარეული კურდღლები ეყიდა. წესით, ნადირობას ელიტა უნდა გაერთო, მაგრამ კურდღლები ძალიან უცნაურად იქცეოდნენ. როცა საყვირის ხმა გაისმა, პატარა ცხოველები დაჯგუფდნენ და იარაღიან კაცებს შეუტიეს მათგან გაქცევის ნაცვლად.



შეტევის მსხვერპლი ევროპაში ყველაზე გავლენიანი ადამიანები იყვნენ: გენერლები, მარშლები და მესაზღვრეები. ისინი თავდაცვას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. შემდეგ უცნაური რამ მოხდა: იმპერატორს შეეშინდა და გაიქცა. ეს დიდებული ფრანგი მეთაური, რომელმაც ეგვიპტე და სირია დაიპყრო, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა კურდღლებისგან.


შეიძლება, მისი შიში გასაგებიცაა. უბრალოდ, შეხედეთ კურდღლის საეჭვო სახეს ქვედა სურათზე.

image








2. საფრანგეთში გარდაცვლილ ადამიანზე ქორწინება ლეგალურია


საფრანგეთში, პოსტჰომეალური ქორწინება, სადაც ერთ-ერთი მეუღლე გარდაცვლილია, ლეგალურად მიიჩნევა. ამ ტიპის ქორწინება ასევე კანონიერია ჩინეთში და სუდანში. ამ ქორწინების რეგისტრაციის ათობით მოთხოვნა საფრანგეთში მე -20 საუკუნეში წარადგინეს და ბევრი მათგანი დამტკიცდა.

image








3. სირაქლემას თვალი მის ტვინზე დიდია


სირაქლემას თვალებს ხშირად ადარებენ ბილიარდის ბურთებს, მისი ტვინი კი იმდენად პატარაა, რომ მხოლოდ კაკლის ზომა შეესაბამება. მისი ტვინის მასა თვალის მასაზე ორჯერ ნაკლებია.

image








4. ხერხი იმისთვის გამოიგონეს, რომ ქალებს ბავშვის გაჩენაში დახმარებოდნენ


1830 წელს, ორთოპედიკოსმა ბერნარდ ჰეინმა შექმნა პირველი ქირურგიული იარაღი ძვლების ჭრისთვის, რომელიც ხერხის პირველადი ნიმუში იყო. ის განსაკუთრებით გამოყენებადი გახდა საკეისრო კვეთებში.

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ხერხის ძირითადი ელემენტები მე -19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა, მისი აქტიურად გამოყენება 1920-იანი წლებიდან დაიწყეს.

დღეს ორნაირი ხერხი არსებობს - სამოყვარულო და პროფესიონალური.

image








5. ძაღლის სახლში ყოლა 60 წელზე მეტ ხანს ისლანდიაში აკრძალული იყო


აკრძალვის კანონი ისლანდიაში 1924 წელს გამოიცა, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ძაღლები ექინოკოკის მატარებლები არიან. ეს პარაზიტული დაავადება განსაკუთრებით საშიში იმიტომაა, რომ მან შეიძლება მძიმე ნაწლავის დაავადება, სიბრმავე ან სხვა გართულებები გამოიწვიოს.

1984 წელს ძაღლების სახლში ყოლის აკრძალვა გაუქმდა, თუმცა, ამ 60 წლის განმავლობაში უკვე კატა გახდა ისლანდიაში ყველაზე საყვარელი შინაური ცხოველი.

image








6. ანატიდაეფობია არის იმის შიში, რომ იხვი გიყურებს


ტერმინი პირველად გარი ლარსონმა გამოიყენა, როცა კარიკატურას ხატავდა კომიქსისთვის- The Far Side. ის ორი სიტყვისგან შედგება: "ანატიდაე" და "ფობია".

ლარსონი ამ ნაშრომისთვის ეროვნულმა მულტფილმის მხატვრების საზოგადოებამ აღიარა.

image








7. ვეგეტარიანელი ობობა


მთელ მსოფლიოში დაახლოებით 40 000 სახეობის ობობა არსებობს. როგორც წესი, ისინი მწერებით იკვებებიან. თუმცა, ცენტრალურ ამერიკაში არსებობენ რვაფეხიანი ობობები, რომლებსაც Bagheera Kiplingi ჰქვიათ და მცენარეებს მიირთმევენ. ეს ადამიანებისთვის ცნობილი ობობების პირველი სახეობაა, რომელთა დიეტაც სრულიად ვეგეტარიანულია.

image








8. პოკემონის პერსონაჟების - ჰიტმონლისა და ჰიტმონჩანის სახელები ბრუს ლისა და ჯეკი ჩანის სახელებზეა დაფუძნებული


ამ ორი პოკემონის სახელების საფუძვლები ამოხსნილია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს კითხვა - საიდან წარმოიშვვა სახელი ჰიტმონტოპი?

image








9. პარასკევედეკატრიაფობია 13 რიცხვში პარასკევის შიშს ნიშნავს


ეს სიტყვა დოქტორმა დონალდ დოსიმ, სტრესის მართვის ცენტრისა და სამხრეთ კალიფორნიის ფობიების ინსტიტუტის დამაარსებელმა შემოიტანა. ის თავის პაციენტებს ეუბნებოდა, რომ როცა ამ სიტყვის სწორად გამოთქმას ისწავლიდნენ, ფობიასაც დაამარცხებდნენ. თუმცა, ამ მეთოდით მკურნალობა თანამედროვე სპეციალისტებს არ გამოსდით.

image








10. კომპანია LEGO Group მსოფლიოში უდიდესი საბურავების მწარმოებელი კომპანიაა


ეს კომპანია წელიწადში 300 მილიონზე მეტ საბურავს აწარმოებს. არ არსებობს სხვა კომპანია მსოფლიოში, რომელიც იმდენივე რაოდენობის საბურავს აწარმოებს, რამდენსაც ლეგოს კომპანია.

image








11. ძაღლი ბოსკო ქალაქ სუნოლის მერი იყო 10 წლის განმავლობაში


ძაღლი, სახელად ბოსკო, შავი ლაბრადორისა და როტვეილერის ნაჯვარი, კალიფორნიის პატარა ქალაქ სუნოლის მერად იქნა არჩეული. ბოსკოს პოზიცია 1981 წლიდან 1994 წლამდე ეკავა. ზოგიერთი გაზეთი წერდა, რომ ძაღლის მერად არჩევა აშშ-ის საარჩევნო სისტემის ხარვეზზე მიუთითებს. მაგრამ ქალაქის მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ ეს ხუმრობით მოხდა.

სუნოლში 2008 წელს ბოსკოს ძეგლი დაიდგა.

image








12. დონალდ დაკის კომიქსები 1970-იანებში აკრძალული იყო ფინეთში, რადგან მას შარვალი არ ეცვა


ამ ყველაზე ცნობილი იხვის კომიქსები ფინეთში 1951 წლიდან არსებობდა. თუმცა, 1977 წელს ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა გადაწყვიტა, ის აღარ შეეძინა. ამ საკითხის განხილვისას კი ხუმრობით განაცხადეს, რომ კომიქსები ახალგაზრდებისთვის კარგი იმიტომ არ იყო, რომ იხვი შარვალს არ ატარებდა.

დღეს დონალდ დაკის კომიქსები ფინეთში ყველასთვის ხელმისაწვდომია .

image








13. გედების ხელში აყვანის პროცედურა ინგლისში ყოველწლიურად ტარდება


ყოველ წელს მდინარე ტემზაზე ტრადიციული აქტივობა - გედების ხელში აყვანა ტარდება. ტრადიციის მიხედვით, ქვეყანაში მცხოვრები ყველა გარეული ცხოველი დიდი ბრიტანეთის მონარქს ეკუთვნის. პროცედურის დროს, მონაწილეები მდინარეზე მიცურავენ, იჭერენ გედებს და უკან გადმოჰყავთ. 2009 წელს პროცედურას თავად დედოფალი ელიზაბეთ მეორეც ესწრებოდა.

იხილეთ ვიდეო.

image








14. შოტლანდიელებს 421 სინონიმი აქვთ სიტყვისთვის "თოვლი"


გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა სიტყვა "თოვლისთვის" 421 სინონიმი ოფიციალურად დაარეგისტრირეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შოტლანდიელებს სიტყვების დიდი არჩევანი აქვთ, როცა ცდილობენ, ზამთარი აღწერონ.

image








15. კატებს უკანა თათებზე 4 ფეხის თითი აქვთ, წინაზე კი - 5


მეხუთე თითი მათ უკეთ მოჭიდებისთვის სჭირდებათ. იმ ადამიანებმაც კი, რომლებსაც კატები არ ჰყავთ, კარგად იციან, რა ადვილად ცოცავენ კატები ფარდებზე, სავარძლებზე ან ხეებზე. წინა თათებზე მათ სპეციალური "ბალიშებიც" აქვთ, რომელსაც იმისთვის იყენებენ, რომ თავიანთი სუნი დატოვონ იმ ადგილებში, რასაც ესტუმრებიან. ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც თავიანთი ტერიტორიის მოსანიშნად იყენებენ.

image








ბონუსი: სილამაზის უცნაური ტესტი


ეს მეთოდი ინტერნეტში "თითის ხაფანგის გამოცდის" სახელით გავრცელდა და ყველა რეკორდი მოხსნა. ეს მეთოდი ადგენს, რამდენად ლამაზი და მიმზიდველია ადამიანი.

ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, ისაა, რომ მოათავსოთ საჩვენებელი თითი ცხვირსა და ნიკაპთან ისე, თითქოს "შშშშ"-ს ამბობთ!

თუ თქვენი ტუჩები თითებს ეხება, გილოცავთ! ტესტი ჩააბარეთ და ოფიციალურად ლამაზი და მიმზიდველი ხართ!

ხოლო თუ ასე არ მოხდა, მაშინ არ მოიწყინოთ, ალბათ კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ტესტი უცნაურია და კარგი იქნება, თუ ხუმრობით მიუდგებით.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ შეიცვალა ჩვენი სამყარო ბოლო 50 წლის განმავლობაში - 15 სურათი

image



2. 15 არსება ადამიანისთვის საოცნებო თვისებებით

image



3. რჩევები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გამოგადგებათ

image



4. 20 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას

image



5. 14 საინტერესო ფაქტი ცნობილი წიგნების შესახებ

image

2
412
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
412
  
2018, 4 ივნისი, 11:49
გამარჯობა. ამას მეც დავაკვირდი და დათვლაც ვიცი, მაგრამ გადმოთარგმნილი სტატიაა და როგორც ორიგინალში იყო, ისე დავტოვე.

იგულისხმება, რომ დაახლოებით 10 წელი იყო :)
2018, 4 ივნისი, 9:22
1981 წლიდან 1994 წლამდე 10 წელია? დათვლა ისწავლე გენაცვალე.
0 1 2