რელიგია მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათეს სახარებაზე 2018, 29 მაისი, 1:51 მათეს სახარება ერთ-ერთია ახალი აღთქმის ოთხთავიდან. მისი შექმნის ზუსტი პერიოდის დადგენა დღეს ძალიან ჭირს. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ის შეიქმნა ახალი აღთქმის 4 სახარებიდან პირველი, ხოლო ზოგიერთი თვლის რომ მეორე იყო ის რიგით, ხოლო პირველად მარკოზის სახარება დაიწერაო. საეკლესიო ტრადიცია მიიჩნევს, რომ მათეს სახარება 41-55 წლებში დაიწერა, მაგრამ ამას არ ეთანხმებიან მკვლევარები. მე-18 საუკუნიდან დაწყებული, თეოლოგთა მნიშვნელოვანი ნაწილი (გორნაკი, ბულტმანი, როიტერი) მიიჩნევენ, რომ ის დაიწერა 70-80 წლებს შორის. საშუალოდ ახ.წ. 75 წელს. მათეს სახარება ახალი აღთქმის ერთადერთი წიგნია, რომელიც არაბერძნულ ენაზე, კერძოდ კი არამეულად დაიწერა. შემონახულია იერონიმე სტრიდონელის ცნობა, სადაც ის ამბობს, რომ იხილა კესარიის ბიბლიოთეკაში არამეულ ენაზე დაწერილი ორიგინალი მათეს სახარებისა, რომელიც შემდგომ პერიოდში, როგორც ჩანს ან დაიკარგა ან განადგურდა. დღესდღეობით მოღწეული უძველესი მათეს სახარების ხელნაწერები დაიწერა მე-3 საუკუნეში. ამ სახარების ტექსტებია სწორედ მე-3 და მე-4 საუკუნის პაპირუსებზე გაბნეული და დღემდე შემორჩენილი პირვანდელი სახით. ეს არის რამდენჯერმე კოპირებული ტექსტები ორიგინალიდან. იმ ორიგინალიდან, რომელიც დღეს სამწუხაროდ დაკარგულია. ეს არის მე-3 საუკუნის პაპირუსზე დაწერილი ტექსტი: მათე 26 შემოგთავაზებთ მთავარ ამონარიდებს ამ სახარებიდან, მთავარ მესიჯებს და სათქმელს, რომელიც აღწერს იმას, თუ რა იქადაგა თავად იესომ. ესაა იესოს გამონათქვამები და ქადაგებები მათეს სახარების მიხედვით: ავტორი: თორნიკე ფხალაძე 655 4-ს მოსწონს
|