სიახლეები ჰარვარდის უნივერსიტეტის კარდიოლოგები გულ - სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად თევზის ჭამას ურჩევენ ადამიანებს 2018, 28 მაისი, 17:09 ჰარვარდის უნივერსიტეტის კარდიოლოგების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ თევზის რეგულარული მოხმარება შეიძლება იყოს კარდიოვასკულური დაავადებების უაღრესად ეფექტური პრევენცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ზღვის პროდუქტები ძალიან ცხომოვანია.მეცნიერებმა დიდი ხანია ისაუბრეს უჯერი ცხიმოვანი მჟავების არაჩვეულებრივ სარგებლიანობაზე გულის ჯანმრთელობისათვის.
როგორც ცნობილია, მათი მთავარი წყარო თევზი და სხვა ზღვის პროდუქტია. აქვე იყო მსჯელობა სამეცნიერო საზოგადოებაში იმის შესახებ, რომ თევზის გადაჭარბებული მოხმარება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით "ртути" უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.
ამერიკელმა კარდიოლოგებმა გადაწყვიტეს გაიგონ, რამდენად სასარგებლოა თევზი არა მარტო გულის, არამედ სხვა ორგანოების ჯანმრთელობისთვის. როგორც კვლევამ აჩვენა, კვირაში ორჯერ თევზის მირთმევა ( რომელიც შეამცირებს გულის კორონარულ დაავადებს, გულის შეტევას, ინსულტს და სხვა პრობლემებს) საკმარისია იმისათვის, რომ შეამციროს ყველაზე უფრო გავრცელებული გულის დაავადება 40 - 50 % - ით. ექიმები არ უარყოფენ, რომ ზოგიერთი სახეობის თევზი მდიდარია არა მხოლოდ სასარგებლო მჟავებით, არამედ მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისათვის. სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთის და ზღვის პროდუქტების ჭამა მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტს, გულის შეტევებს, ხოლო ძალიან ბევრი მარილი პირიქით, აუარესებს გულ - სისხლძარღვთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.როგორც ცნობილია ზღვის პროდუქტები აქვეითებენ წნევას, ამცირებებნ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და არბილებენ სისხლძარღვთა კედლებს.მეორე მხრის არსებობს კვლევა, სადაც საუბარია იმის შესახებ, თუ რა საშიშია ზღვის პროდუქტების დიდი ოდენობით მიღება, რადგან ისინი შეიცავენ ვერცხლისწყალს და სხვადასხვა მავნე ნივთიერებებს. 46 5-ს მოსწონს
|