მოგზაურობა 10 არნახული სილამაზის სანაპირო ჩვენს პლანეტაზე! 2018, 31 მაისი, 12:00
ზღვა, სანაპირო და ზოგადად მოგზაურობა ალბათ ყველას მოგწონთ. ყოველთვის სიახლის ძიებაში თუ ხართ, მაშინ დღევანდელი სტატია ზუსტად თქვენთვისაა გამზადეული. წარმოგიდგენთ 10 ზებუნებრივი სილამაზის სანაპიროს დედამიწაზე! 1. თეთრი ქვიშის სანაპიროები ასეთი სანაპიროების ნახვა მხოლოდ მალდივებში, ფიჯისა და ავსტრალიაშია შესაძლებელი. წარმოქმნას უკავშირებენ მოლუსკებს. 2. ვარდისფერი ქვიშის სანაპიროები რეალურად შესაძლებელია ეს პირველად ნახოთ, გასაკვირვი არცაა, რადგან დედამიწაზე ძალიან ნაკლებად გვხვდება ვარდისფერი ქვიშის სანაპიროები. ფორამინიფერას სახელწოდების სანაპიროები წარმოიქმნა წითელი-ვარდისფერი ზღვის მცენარეების ნარჩენებისგან. 3. წითელი ქვიშის პლაჟები ვულკანური კლდეების და ოკეანის ძალის გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა ეს წითელი ქვიში სანაპიროები, დედამიწაზე სულ 3 მსგავსი სანაპირო არსებობს: კოკინი - საბერძნეთი; კაიჰალულუ - ჰავაი და რაბიდა - გალაპაგუსის კუნძულები. 4. ნარინჯისფერი ქვიშის სანაპიროები ამ სანაპიროების აღმოჩენა ძალიან რთულია, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. სანაპიროზე რკინის რაოდენობა ძალიან მაღალია. ამ სანაპიროების დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეწვიოთ მალტას. 5. მინის სანაპირო ნამდვილად დაუჯერებელია! ეს სანაპირო დედამიწაზე ერთადერთია, მდებარეობს კალიფორნიაში, სახელწოდებით - Fort Bragg. თავდაპირველად ეს ადგილი შტატის ცენტრალურ ნაგავსაყრელს წარმოადგენდა, მოგვიანებით ჩატარებული რესტავრაციის შედეგად, ეს ჯადოსნური სანაპირო წარმოიქმნა. 6. მწვანე ქვიშის სანაპიროები კიდევ ერთი იშვიათი ფერის ქვიშის სანაპირო. დედამიწაზე მხოლოდ ორგან გვხვდება: პაპაკოლეა - ჰავაი და ტალოფოფო - გუამი. სანაპიროებს შთამბეჭდავ ფერს ოლივინის კრისტალები აძლევენ, რომლებიც დიდი რაოდენობით რკინას და მაგნეზიუმს შეიცავენ. 7. ლურჯი ქვიშის სანაპიროები ლურჯი სანაპიროების ხილვა მხოლოდ მალდივში, ღამით არის შესაძლებელი. 8. გეომეტრიული კლდეების სანაპირო ვინ თქვა, რომ ქვიშის გარეშე სანაპირო წარმოუდგენელია? Giants Causeway - სანაპირო ირლანდიაში, რომელიც ვულკანის ლავების შედედების შედეგად წარმოიქმნა, ნამდვილად შთამბეჭდავ სანახაობას გვთავაზობს. 9. შავი ქვიშის სანაპიროები მიმზიდველი, შთამბეჭდავი და შეუდარებელი "შავი სანაპიროები", რომელიც ცოტა შიშის ზარსაც ცემს! წარმოიქმნა ვულკანის ლავებისგან. 10. გამოქვაბულის სანაპიროები და ბოლოს... The Secret Beach Cave - მექსიკა და Algarve Cave Beach - პორტუგალია. ეს სანაპიროები ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ ნახოთ, სიცოცხლე გაგიხანგრძლივდებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. ვლადიმერ პუტინი - 2013 წლიდან დღემდე მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი 2. მაისში ეს ხილი აუცილებლად უნდა მიირთვათ - მუშმალას ჯადოსნური თვისებები! 3. 1923 წელს ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი ქართველი გმირების სია 4. "იქ ჩემი შვილიც დგას, ეკლესიისგან გაბრაზებული და გულნატკენი" - პეტრე კოლხი საპატრიარქოს მიმართავს 5. ცუნამის შედეგად, სანაპიროზე გამორიყული იდუმალი არსებები! 6. როგორ აირჩია მეფემ მემკვიდრე, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა 7. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, ავსტრალიაში მოგზაურობის სურვილს ნამდვილად დაკარგავთ! 2886 4-ს მოსწონს
|