მოგზაურობა დაუჯერებელი ფოტოები, რომლის ნახვაც მხოლოდ ავსტრალიაშია შესაძლებელი! 2016, 26 ივლისი, 14:13 ავსტრალია - სახელმწიფოავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიასა და სხვა მცირე კუნძულებს. ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით. XVIII საუკუნის ბოლომდე, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა. 2011 წლის აღწერის თანახმად, ავსტრალიის მოსახლეობა შეადგენს 21 507 719 ადამიანს. რომლის დაახლ. 60 % ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში:სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური და პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით.
ავსტრალიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქვეყანა გამოირჩევა ველური ბუნების მრავალფეროვნებით და მამაკაცების ნაკლებობით. ველური ბუნების ფოტოგრაფები, ავსტრალიის ველურ და ტროპიკულ ტყეებში შტამბეჭდავ ფოტოებს იღებენ. ქვეყანაში ნახავთ ისეთ გიგანტურ ზომის ცხოველებს, რომლების ნახვაც სხვაგან შეუძლებელია. ესენია: ღამურა, გველი, კენგურუ, ობობა, ნიანგი, ზვიგენი და ა.შ! როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში გიგანტური და საკმაოდ საშინელი ცხოველები ბინადრობენ...
ადგილობრივები უკვე შეეგუვნენ სიტუაციას, მათ მტაცებლებთან და შხამიან ხოველებთან ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობა აქვთ. ამას ქვემოთ მოცემული ფოტოებიც გვიმტკიცებენ.
ავსტრალიაში არ არსებობს ადგილი, სადაც გველებს ვერ შეხვდებით. ეს იქნება სუპერმარკეტი, ეროვნული პარკი თუ სახლი, მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ყველგან არიან!
ასევე შხამიანი ობობები, რომლებსაც შეუძლიათ გველების მონადირებაც!
ასე, რომ ფრთხილად! ავსტრალია როგორც საინტერესო, ასევე ძალიან სახიფათო ქვეყანაა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის! იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
4897 16-ს მოსწონს |
ავსტრალიაში არ მინდა!
:-)