მოგზაურობა არაბი პრინცების გაბრწყინებული და გათამამებული ცხოვრების სტილი, ნახეთ როგორ ერთობიან ისინი 2015, 20 ივლისი, 10:18 არაბეთის ნახევარკუნძული იცით, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევარკუნძულია, ამასთანავე ასრულებს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ როლს ნავთობისა და ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგის გამო. ნახევარკუნძულს ესაზღვრება ზღვები: წითელი ზღვა და არაბეთის ზღვა! არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს სახელმწიფოები: აღმოსავლეთით - ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ-აღმოსავლეთით -ომანი, სამხრეთით - იემენი, ცენტრალურ ნაწილში - საუდის არაბეთი, ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ისრაელი და პალესტინის ტერიტორიები. ამ სტატიაში ნახავთ თუ როგორ ერთობიან ამ ნახევარკუნძულზე მცხოვრები მილიონერის და მილიარდელის შვილები, რომლებიც პრინცებად აღაირებენ თავს. არსებობს ადამიანთა სხვადასხვა კატეგორია, ეს ყველაზე დაბალი ფენიდან იწყება, შემდეგ ყველაზე მაღალ ფენაზე მთავრდება. რას აკეთებენ ან როგორ ერთობიან ყველაზე მაღალ ფენაზე მდგომი არაბები? ანუ მიხვდებით რომ აქ საუბარია მილიარდელებზე და როდესაც საქმე პრინცს ეხება, ანუ ამ შემთხვევაში მილიარდელის შვილებს. აქედან გამომდინარე უკვე წარმოდგენაში მაინც გექნებათ სავარაუდოდ, თუ როგორ ერთობიან დუბაის, აბუ დაბის და სხვა არაბეთის ნახევარკუნძლის მნიშვნელოვან ქალაქებში მცხოვრები მილიარდელები. ძირითადად ნავთობის ხარჯზე მოპოვებული მილიარდელობა ამ არაბებს უკვე ძალიან ბევრ სიგიჟეებს აკეთებინებს, მათ აღარ იციან უკვე თუ სად დახარჯონ ფული ან როგორ გამოიყენონ ის. დავიწყოთ თვითმფინავებით, არაბ მილიარდელებს უკვე კერძო თვითმფრინავებში აქვთ Rolls Royce-ის ავტოსადგომი, ცხენის თავლები, არწივების დასასვენებელი და ა.შ. მდიდარი არაბების სურვილებს და გართობას საზღვარი არ აქვს, ისინი თვითმფრინავებს ყიდულობენ და შემდეგ პირდაპირ აგზავნიან დიზაინერებთან, რადგან შეუქმნან მათ ყველანაირი კომფორტი თვითმფრინავშიც კი! როდესაც დიზაინერები ასრულებენ თვითმფრინავის დიზაინს და აყენებენ მას VIP- დონეზე, თვითმფრინავის ფასი ორმაგდება ან შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში გასამმაგდეც კიდეც. ეს დამოკიდებულია უკვე კომფორტის კლასებზე. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი თვითმფრინავის, Boeing 747-8'-ის ფასი საშუალოდ თუ ღირს 360 მილიონი დოლარი, დიზაინერების მიერ შეცვლილ და VIP-კლასზე დაყენების შემდეგ ფასი 800 მილიონ დოლარზე ადის. ნახეთ ფოტოები ამ კომფორტის უმაღლესი კლასის თვითმფრინავებიდან: არაბები საკუთარ სიმდიდრეს ყოველთვის და ყველგან ამჟღავნებენ. მათ ამჯერად ქვიშის სერფინგის დროს ვხედავთ, მათ გართობას ხომ საზღვარი არ აქვს! ნახეთ ქვიშის სერფინგის ფოტოები: არაბი მილიონერების სოციალურ ქსელებში გაზიარებული კიდევ ერთი ფოტო, რომელიც მათ სიმდიდრეზე მეტყველებს ერთ-ერთმა არაბი მილიონერის შვილმა, 100 000 დოლარიანი ჯიპის ავტომობილზე 55 000 შეკელი მიაკრებინა. ეს ავტომობილი ერთ-ერთი პუპულარული ავტომობილია, რომელიც დადის დუბაის ქუჩებში. ნახეთ ფოტოები: გაერთიანებულ საემიროებში, ყატარში და საუდის არაბეთში მცხოვრები მდიდრების ახალი მოდა არის მოშინაურებული მტაცებლები არაბი მილიონერები ამ ფოტოებს უკვე ინსტაგრამზე ანთავსებენ მათ მოშინაურებული ჰყავთ ვეფხვი, ლომი, ლეოპარდი და ა.შ. ისინი ამ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აზიარებენ და მათი გამომწერების რაოდენობაც 250 000 ადის. ნახეთ სოციალურ ქსელებში გაზიარებული არაბი მილიონერების ფოტოები, რომლებშიც თავმოყრილია საუკეთესო სახლები(ვილა), ძვირადღირებული ავტომობილები, თვითმფრინავები და მოშინაურებული მტაცებლები. როგორც ხედავთ მათ სურვილებს და გართობას საზღვარი არ აქვს. 2186 10-ს მოსწონს
|