x
მეტი
  • 12.10.2024
  • სტატია:137579
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511458
10 მიზეზი თუ რატომ უნდა ესტუმროთ კუნძულ მადეირას
მადეირა არის განსაკუთრებული დასასვენებელი ადგილი მთელი წლის განმავლობაში. ესაა ტროპიკული კუნძული გასაოცარი ბუნებით, სუფთა სანაპიროებითა და მიმზიდველი სოფლებით.

image




არქიპელაგი 2013, 2014 და 2015 წელს დასახელდა ევროპის წამყვან კუნძულად, ხოლო 2016 წელს მთლიანად მსოფლიოს მაშტაბით მოიპივა მსოფლიოს პირველი კუნძულის წოდება და ჯილდო.


მადეირა არის კუნძული, სადაც არ მოიწყენთ და შესანიშნავად დაისვენებთ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა ესტუმროთ მას.



1 – უნიკალური მწვანესაფარი



10 Reasons to Visit Madeira Island - unique landscapes

Photo Credits: Simon Zino


კუნძულს განსაკუთრებული მწვანე საფარი აქვს. დედაბუნებამ იგი უამრავი განსხვავებული მცენარით დააჯილდოვა. აქ არის ერთმანეთისგან გამორჩეული ადგილები, მაღლობები და დაბლობები, ტყეები, რომლებსაც პატარ-პატარა ჩანჩქერები ამშვენებს.


ლაურისილვას ტყე, კაბო ხირაო, პორტო მონიზის ნატურალური აუზები, პორტო სანტოს სანაპირო და ა.შ

imageგასაოცარი მთები

პოტრო მონიზი - ბუნებრივი საცურაო აუზი


2 – ბუნება


10 Reasons to Visit Madeira Island - Nature

Photo Credits: Simon Zino

მადეირას ბუნება განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს, იგი გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით, იუნესკოს მიერ აღიარებული - ენდემური ფლორითა და ფაუნით. ლაურასილვას ტყის 15 000 ჰექტარიდან

12 0000 ჰექტარი ნაკრძალად არის მიჩნეული.



3 – ლევადასები


10 Reasons to Visit Madeira Island - Levada Walks

Photo Credits: Visit Madeira

ესაა პატარა ირიგაციული არხები. ისინი შეგიძლიათ იპოვოთ თითქმის ყველგან და მათ მიჰყავხართ პატარა თუ დიდ ჩანჩქერებთან. ისინი განსხვავდებიან სიგრძითა და სირთულით, თუ კუნძულზე მოხვდებით, საშუალება გექნებათ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი. დაყოფილია სირთულის მიხედვით, დამწყები და გამოცდილი ფეხითმოსიარულეებისათვის.

4 –ლაურისილვას ტყე


10 Reasons to Visit Madeira Island - Laurissilva Forest

Photo Credits: Madeira Best

ლაურისილვა - ეს სახელი ტყემ მიიღო იმის გამო, რომ იგი არის ტენიანი და სუბტროპიკული. ძირითადად შედგება დაფნის ხეებისაგან, რომელიც ფართოდაა გავრცელებული მაკარონეზიაში ( რეგიონი, რომელშიც შედის მადეირის, აზორისა და კანარის კუნძულები ).

ლაურასილვა იუნესკომ აღიარა ევროპის ყველაზე დიდ დაფნის ტყედ.



5 – აქტივობები ბუნებაში



Madeira Outdoor Activities - 10 Reasons to Visit Madeira Island

მადეირას კუნძული ხასიათდება წლის ნებისმიერ დროს საშუალო ტემპერატურით. დამსვენებლებს თავისუფალად შეუძლიათ აირჩიონ, როგორ უნდათ დროის გატარება - თქვენ აქ შეგიძლიათ ნამდვილი განტვირთვა მოიწყოთ ან ექსტრემალური სპორტით დაკავდეთ. კუნძული ნამდვილი ბაღია, რომელიც გთავაზობთ უამრავი სახის აქტივობას. აქ მთა და ზღვა ერთადაა, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მაღალი მთის ხედებით და ასევე იცურაოთ დელფინებათან ერთად.

6 – ღონისძიებები


მადეირა ამაყია თავისი მრავალფორავანი კულტურით, რეგიონალური, პორტუგალიური და საერთაშორისო ღონისძიებებით. წლის განმავლობაში აქ ტარდება უამრავი ფესტივალი და კარნავალი, როგორებიცაა მაგალითად: ყვავილების ფესტივალი, ატლანტიკის ფესტივალი, შობისა და ახალი წლის კარნავალი.



7 – კერძები და სასმელები


10 Reasons to Visit Madeira Island - Food Drinks Gastronomy

Photo Credits: Madeira Best

საკვები მენიუ აქ განსაკუთრებულად გამორჩეულია, თქვენთვის აქაური კერძები იქნება დაუვიწყარი, თქვენ აქ აღმოაჩენთ კუნძულისთვის დამახასიათებელ კერძებს, ხორცისა თუ თევზის დელიკატურ საჭმელებს, რომელიც აუცილებელია მადეირის ბრწყინვალე ღვინოსთან ერთად დააგემოვნოთ.

ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, აქ ღვინოც განსაკუთრებულია. ადგილობრივი და საერთაშორისო სამზარეულოს დამსახურებით, თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ მადეირის კერძები. აქ უამრავი სახეობის თევზს ამზადებენ, როგორებიცაა მაგალითად: ცისფერი ფარფლიანი თინუსი (სკუმბრიასებრთა ოჯახიდან), თევზი მარლინი (იალქნისნაირებთა ოჯახიდან).

აუცილებლად უნდა გასინჯოთ ასევე - "ეშპეტადა", რომელიც არის ტრადიციულად შემწვარი ხორცი.

მადეირა ცნობილია ღვინით, მაგრამ აქ ასევეა ადგილობრივი ცნობილი ლუდი სახელად "ქორალი" და ძალიან პუპულარულია თავისი გამორჩეული გემოთი.

ასე რომ, მოგზაურობისა და სანახაობის გარდა აქ უგემრიელესი კერძები და სასმელები გელით.



8 – პორტო სანტოს სანაპირო


10 Reasons to Visit Madeira Island - Porto Santo golden beach Photo Credits: Simon Zino
პორტო სანტოს კუნძული მადეირის არქიპელაგის სიდიდით მეორე კუნძულია. მდებარეობს ფუნშალიდან ჩრდილოეთით 75 კილომეტრში. თვითმფრინავით 15 წუთზე მეტი არ დაგჭირდებათ, ხოლო გემით ორსაათ-ნახევარი მაინც გინდათ იქ მოსახვედრად. კუნძულს აქვს 9 კილომეტრის ოქროსქვიშიანი სანაპირო. ამ ადგილის შესახებ ამბობენ, რომ აქ დრო ჩერდება და გავიწყდება ყოველგვარი შფოთი და დამღლელი ყოველდღიურობა. წყლის ტემპერატურა აქ ძალიან სასიამოვნოა. ეს ადგილი ცნობილია სამკურნალო თვისებებით და შეუძლებელია მიიღოთ მზის დამწვრობა.

9 – ამინდი

მადეირას კუნძულს აქვს განსაკუთრებული გეოგრაფიული უპირატესობა. კუნძულზე წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაა, ზაფხულობით 25 ხოლო ზამთრობით 17 გრადუსი სითბო. კუნძულს საშუალო ტენიანობა ანიჭებს განსაკუთრებულ სუბტროპიკულ მახასიათებლებს.


10 – ხარჯები

ფასები მორგებულია ყველანაირი გემოვნებისა და ფინანსების ტურისტებზე, აქ არის საშუალო და ძვირადღირებული რესტორნები და სასადილოები. ტრადიციული ოჯახური ტიპის სასტუმროები და 5 -ვარსკვლავიანი სასტუმროები.

0
318
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0