x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
კონტინენტის სილამაზე, ეს დასავლეთ ავსტრალიაა.....
ამ სტატიაში ჩვენ ვნახავთ ფლორა და ფაუნით გამორჩეული კონტინენტის დასავლეთ

მხარეს. ეს დასავლეთ ავსტრალიაა. სანამ ბუნების ამ სიმაზეს დავათვალიერებდეთ,

მანამდე მინდა ცოტა რამ გავიხსენოთ დასავლეთ ავსტრალიის შესახებ.


დასავლეთ ავსტრალიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ძველ ილგარის და პილბარის პლატფორმებზე, რომლებიც ინდოეთის და სამხრეთ-აფრიკის პლატფორმებთან შეერთების გზით ჩამოყალიბდა ურისარქეული ეონის პერიოდში, ერთ-ერთი უძველესი სუპერკონტინენტი (3200 — 3000 მილიონი წლის წინ). უმაღლესი წერტილია — მთა მეჰარი ქედ ჰამერსლიზე პილბარის რეგიონში სიმაღლით 1245 მეტრი. დასავლეთ


ავსტრალიის ნიაგადიც არანაყოფიერია, ქვიშისგან და დანალექი ჯიშებისგან წარმოქმნილი ნიადაგი, უფრო ნაკლებად ნაყოფიერია, რადგანაც შეიცავს უფრო ნაკლებ ხსნად ფოსფატებს, ასევე განიცდიან თუთიის, სპილენძის, მოლიბდენის და ზოგჯერ კალიუმის და კალციუმის უკმარისობას.


სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მძლავრობს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი.ადრე ეს ტერიტორიები იყო უღანი ტყით დაფარული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხეების მრავალფერა ევკალიპტის მინდვრების ჩათვლით. ზღვის დინების დახმარებით სანაპირო წყლები ასევე მდიდარია მრავალფეროვანი მცენარეებით და ცხოველებით, მსოფლიოში ყველაზე სამხრეთიმარჯნის რიფების ჩათვლით. შტატის ტერიტორიის ცენტრალური ნაწილის ოთხი მეხუთედი დაკავებული აქვს უდაბნოებს და ნახევარუდაბნოებს, რომლებიც იშვიათადაა დასახლებული, ხოლო ერთდადერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა აქ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაა. შტატის ტერიტორიაზე თოვლი მოდის იშვიათად და ტიპიურია მხოლოდ ერთადერთ საკმაოდ მაღალ და სამხრეთით მდებარე ქედ სტერლინგზე ქალაქ ოლბანთან ახლოს. დასავლეთ ავსტრალიაში ბინადრობს დაახლოებით 540 ფრინველთა სახეობა, აქედან 15 შტატის ენდემებია. დასავლეთ ავსტრალიის ფლორა მოიცავს უმაღლესი მცენარეების 9437 ადგილობრივ სახეობას, რომლებიც გაერთიანებულია 1543 გვარში 226 ოჯახში, ასევე 1171 ნატურალიზირებულ და ინვაზიურ სახეობაში.


ეს იყო ცოტა რამ, დასავლეთ ავსტრალიის შესახებ ახლა მოდი ვნახოთ ულამაზესი

ბუნება, რომელიც ამ კონტინენტის დასავლეთს ერგო წილად.


imageimage



კარიჯინის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ ავსტრალიის პილბარის

ტერიტორიაზე, კერძოდ ჰემერსლის ველზე.


imageimageimageimageimageimage




ამ ულამაზეს ადგილს 1991 წლამდე ჰემერსლის სახელით მოიხსენიებდნენ, მაგრამ

წელს უკვე ოფიციალურად კარიჯინი დაერქვა. ეროვნული პარკი ჰემერსლის

ველზე განლაგებულია 630 000 ჰექტარზე, ეს ეროვნული პარკი, კარლემინის პარკის შემდეგ, დასავლეთ ავსტრალიის ყველაზე დიდი პარკია.


ნახეთ კიდევ სხვა ფოტოები


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



ახლა ვნახოთ ფოტოები მთელ დასავლეთ ავსტრალიიდან....


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


























სტაატის ავტორი: ალექსი აბდიევი


0
959
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
959
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0