x
image
alex999
1923 წელს ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი ქართველი გმირების სია
image

1. ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის-ძე. 51 წლის. გენერალ-მაიორი. ბოლო სიტყვა კომუნისტ ჯალათებს: „სახეზე გეტყობათ რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე – იქნება ქართველი ყველა ამისთანა (ხელს იშვერს კვანტალიანისკენ) გგონიათ? მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენდამი სიკვდილს!“

2. წულუკიძე ვარდენ გრიგოლის-ძე. 57 წლის. გენერალ-მაიორი. ბოლო სიტყვაში მან ასე მიმართა სასამართლოს: „სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს განთავისუფლების თავდებია. იგი დაასალკლდევებს ერის სიმტკიცეს, ერთი ათასად გაამრავლებს მებრძოლთ! გადაეცით ჩვენს ახლობლებს რომ დავიხოცეთ როგორც ქართველ პატრიოტებს შეჰფერით!“

3. ხიმშიაშვილი გიორგი ნიკოლოზის-ძე. 31 წლის. კავალერისტი. პოლკოვნიკი. მისი ბოლო საჯარო სიტყვები იყო: „თქვენ კარგად იცით რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“
ვაკის პარკისკენ მიმავალ გზაზე ხიმშიაშვილმა მოახერხა ხელების გახსნა, აართვა რევოლვერი კონვოის, გადახტა სატვირთო ავტომობილიდან, მაგრამ ხელიდან გაუვარდა იარაღი, დადევნებისას ორმა კომუნისტმა, აბაზოვმა და ამიროვმა ფეხები დაუცხრილეს, მძიმედ დაჭრილი პოლკოვნიკი პირველი ჩააგდეს ორმოში.

4. მუსხელიშვილი როსტომ ილიას-ძე. 35 წლის. პოლკოვნიკი. მას ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა, რომელიც წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ სრულ განადგურებას ისახავდა მიზნად. ეს გეგმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შალვა ფავლენიშვილის და ლაშქარაშვილის რაზმებს უნდა აესრულებინათ.

5. აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის-ძე. 55 წლის. გენერალი. ილიას დისწული. სიკვდილის წინ მან ასე მიმართა ჯალათებს: "მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს".
კოტესთან ერთად დახვრიტეს 26 წლის რუისელი ლევან კლიმიაშვილი. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი", - წაუწერია სიკვდილის წინ ლევანს მეტეხის ციხის კედელზე.

6. ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. უმცროსი ოფიცერი. მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყებაში.

7. ბაგრატიონ-მუხრანელი სიმონ ლევანის-ძე. 27 წლის. როტმისტრი. კავალერისტი. 1921-1923 წლებში აქტიურად მოქმედებდა დუშეთში, გორსა და გარეკახეთში. 1922 წელს მეთაურობდა ლაშქარაშვილის რაზმის დანაყოფს.

8. ყარალაშვილი ფარნაოზ ლევანის-ძე. 24 წლის. როტმისტრი. 1922 წლიდან ეხმარებოდა გორის მაზრაში მოქმედ ქართველ პარტიზანებს.

9. კერესელიძე იასონ მათეს-ძე. 32 წლის. ქართული ლეგიონის მეთაურის და ქართველი ნაციონალისტების ლიდერის ლეო კერესელიძის ძმა.
დახვრეტის წინ ციხის დერეფანში მყოფმა იასონმა სხვების გასამხნევებლად საქართველოს ჰიმნი „დიდება“ იმღერა, რასაც სხვა პატიმრებიც აყვნენ.

10. ქუთათელაძე ივანე გრიგოლის-ძე. 40 წლის. ოფიცერი. ადგენდა ოფიცრების საგანგებო რაზმს.

11. ჭიაბრიშვილი სიმონ იაგორის-ძე. 42 წლის. მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის აჯანყებაში.

12. მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის-ძე. 51 წლის. პოლკოვნიკი.
პოლკოვნიკის ბოლო მიმართვა სასამართლოს: „ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა!“

13. გულისაშვილი ელიზბარ ზაქარიას-ძე. 32 წლის. პოლკოვნიკი.

14. კლიმიაშვილი ლევან ირაკლის-ძე. 26 წლის. ჩოლოყაშვილის რაზმში აგზავნიდა ოფიცრებს.

15. ჩრდილელი დიმიტრი ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. გადმოცემის თანახმად დამარხეს ცოცხლად. უკანასკნელი დაკითხვის წინ დერეფანში შესძახა: „უთხარი მათ რომ მე დამხვრიტეს, ვკვდები როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს!“

imageimageimageimageimage

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

{თქვენთვის საინტერესო}

1. მიხელ სააკაშვილმა გაბუნია კვლავ გააკრიტიკა!

2. მოძრაობა კოშმარად არ გექცეთ - როგორ ვუშველოთ წელის ტკივილებს?

3. 14 მცდარი წარმოდგენა აფრიკის შესახებ, რომელიც რეალობას არ შეესაბამება!

4. "იქ ჩემი შვილიც დგას, ეკლესიისგან გაბრაზებული და გულნატკენი" - პეტრე კოლხი საპატრიარქოს მიმართავს

5. რას საქმიანობდა ანა სუბელიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს?

8
426
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
426
  
2018, 28 მაისი, 10:33
როგორ მწყდება, გული, რომ სკოლებში საქარტველოს ისტორია!!!!! სიღრმისეულად არ ისწავლება(((
2018, 27 მაისი, 13:43
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
2018, 26 მაისი, 23:05
მაგაში დასტური, გუგულა დეიდამ აბა ფეხით იაროს? :))))
2018, 26 მაისი, 21:50
მათ შემოსავლების სამსახურთან აქვთ მარტო ინტერესი და :D
2018, 26 მაისი, 21:37
ამაშია ჩვენი უბედურებაც ალექს.
ხომ ნახე დღეს ეროვნული გმირის–მერაბ კოსტავას დაბადების დღეა და არცერთ პოლიტიკოსს არ უხსენებია.
2018, 26 მაისი, 21:34
მათ წარსული არ აინტერესებთ! საკუთარ თავებზე ფიქრობენ მარტო
2018, 26 მაისი, 21:29
და მაინც ბევრი ქართველი ამ ბოროტების იმპერიის მემკვიდრე რუსეთს მეგობარს უწოდებს. :(
0 1 8