x
image
თორ ნიკე
ჰეროდოტეს უცნაური ჩანაწერები, რომელიც ისტორიამ შემოინახა
ჰეროდოტე


ძველ ბერძენ მეცნიერს, ჰეროდოტეს (ძვ.წ. 490 - 425 წწ.) ხალხმა ისტორიის მამა შეარქვა. ის ისეთი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ რაც არ უნდა ეთქვა ყველაფერს უსიტყვოდ უჯერებდნენ. მხოლოდ ერთხელ არ დაუჯერეს, როდესაც ჰეროდოტემ განაცხადა, რომ თავისი თვალით ნახა მეტალის ხომალდი, რომელიც დიდი სიჩქარით შემოვიდა ჰერაკლეს სვეტებიდან (გიბრალტარის სრუტე) და ხმელთასუა ზღვაში გაუჩინდარდაო. ის ამტკიცებდა, რომ ხომალდს არც აფრები ჰქონდა, არც ნიჩბები. დღეს არავის გაუკვირდება მსგავსი სახის განცხადება, მაგრამ ჰეროდოტე ძვ.წ. მე-5 საუკუნეში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ არ დაიჯერეს, ხალხმა მას მატყუარა მაინც არ უწოდა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ისტორიკოსი გადაიღალა და რაღაც მოეჩვანა. თავად ჰეროდოტეს კი ეს ამბავი არასოდეს უარუყვია და ყოველთვის აღტაცებით ამტკიცებდა.


ასევე საინტერესოა მეორე შემთხვევა, რომელიც აღწერილი აქვს ჰეროდოტეს. როდესაც ის ეგვიპტეში იმყოფებოდა მან დაწერა, რომ გიზას დიდი პირამიდის ქვეშ არის ტბა მტკნარი წყლით და ამ ტბის სიღრმეში არის სარკოფაგი. მისმა თანამედროვე ბერძნებმა არც ეს ინფორმაცია დაიჯერეს.

ცნობილმა ავსტიელმა მკვლევარმა ერიხ ფონ დენიკენმა კი ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა: "მე იქ ვიყავი, იქ მართლაც არის ტბა ა მასში სარკოფაგიც ვიპოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ ის ცარიელია."



ერიხ ფონ დენიკენი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
1361
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0