არქიტექტურა გაიგეთ მეტი ნეოლითური არქიტექტურის შესახებ 2018, 18 მაისი, 7:42 ნეოლითური არქიტექტურა ეწოდება იმ მშენებლობის იმ სტილს, რომლითაც მსოფლიოში შენდებოდა ქალაქები, დაბები და სოფლები ძვ.წ. 10, 000 წლიდან ძვ.წ. 2000 წლამდე. ძვ.წ. მე-100 საუკუნეში ბევრი დასახლება ჩნდება ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე. სირიაში, ერაყში, ასევე სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიის ვრცელ ტერიტორიებზე. ეს უკვე სამიწათმოქმედო კულტურები იყო. მიწათმოქმედთა დასახლებები შეიქმნა ევროპის ტერიტორიაზე უკვე ძვ.წ. 70-ე საუკუნეში, ხოლო ცენტრალურ ევროპაში ძვ.წ. 5, 500 წელს (მაგალითად ვინჩა, სტარჩევო კოროსი და ლინერბანდკერამიკი). ასეთი დასახლებები მაშინდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი ნეოლითური ქალაქების კარგი მაგალითებია: ძვ.წ. 9000 წლის ქალაქი ანატოლიაში, თურქეთის ტერიტორიაზე - გობეკლი ტეპე. ძვ.წ. 8000 წლის ქალაქი თურქეთში - ნევალი კორი. ძვ.წ. 8350 წლის ქალაქი სირია-ლევანტის ტერიტორიაზე - იერიქონი. ეს ქალაქი ეკუთვნოდა ეპიპალეოლითურ ნატუფიურ კულტურას. ძვ.წ. 7500 წლის ქალაქი თურქეთში - ჩათალჰუიუკი. ძვ.წ. 7000 წლის ქალაქი პაკისტანში - მერგარი. ძვ.წ. 5400 - 2800 წლებში აყვავებული კუკუტენი-ტრიპილიას კულტურის უდიდესი და კარგად განვითარებული 3000-ზე მეტი ქალაქი, ბევრი მათგანი 15, 000-ზე მეტი მოსახლითაც კი უკრაინის, რუმინეთის და მოლდავეთის ტერიტორიაზე. და ძვ.წ. 3500 წლის სკარა ბრე, ორკნეის კუნძულების და შოტლანდიის დიდი ქალაქები. და კიდევ ათასობით ასეთის ჩამოთვლა შეიძლება, ბევრი მათგანი ჯერ არც კი აღმოუჩენიათ. როდესაც ვუყურებთ ამ დროის ქალაქების არქიტექტურის აღდგენილ ან შემორჩენილ ნიმუშებს უკეთ გვექმნება შთაბეჭდილება თუ რაოდენ საინტერესო და განვითარებული იყო არქიტექტურული სტილი, კულტურა და მშენებლობის ტექნოლოგიები ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-100 საუკუნიდან ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე მთელ მსოფლიოში და ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს კაცობრიობის უდიდეს და ძალიან საინტერესო წარსულზე. ასე აშენებდნენ სახლებს დუნაის ნაპირებზე მცხოვრები ხალხები. ნეოლითის პერიოდის სოფლური დასახლების სახლი: ძვ.წ. 3200-2300 წლებში არსებული ქალაქი ალმერია იბერიის ნახევარკუნძულზე დაცული იყო საფორტიფიკაციო ნაგებობებით მტრების მოსაგერიებლად და გარშეორტყმული ჰქონდა გალავანი: ნეოლითური ხანის დაბის მშენებლობის პროცესის რეკონსტრუქცია: ქალაქი ჩათალჰუიუკი: შუმერული ქალაქი ურუქი ძვ.წ. 35-ე საუკუნეში: ნეოლითური ხანის შუმერული ქალაქის არქიტექრტურა: ორკნეის კუნძულების ნეოლითური სოფელი: შუმერული არქიტექტურა: ძვ.წ. მე-40 საუკუნის ტაძარი კუკუტენი ტრიპილიას კულტურის ერთ-ერთ ქალაქში - ნებელივკაში: ძვ.წ. მე-40 საუკუნის კუკუტენი-ტრიპილიას კულტურის ქალაქებში უკვე აშენებდნენ, ორ, სამ და ზოგჯერ მეტსართულიან შენობებს. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 891 3-ს მოსწონს
|