ქალი და მამაკაცი ცოლმა და ქმარმა 30 წელი ერთად იცხოვრეს... 2018, 17 მაისი, 15:30 ცოლმა და ქმარმა ერთად 30 წელი გაატარეს. ერთობლივი ცხოვრების 30-ე წლისთავზე, ჩვეულებისამებრ, ცოლმა ფუნთუშა გამოაცხო — ის ამას ყოველ დილით აკეთებდა და ფუნთუშის ცხობა, ერთგვარ ტრადიციად ითვლებოდა ოჯახში. საუზმეზე მან ფუნთუშა სიგანეზე გაჭრა, ორივე მხარეს კარაქი წაუსვა და ქმრისთვის ზედა ნაწილის მიცემა გადაწყვიტა. მაგრამ, შუა გზაზე ხელი გაუჩერდა... ქალმა გაიფიქრა: «ჩვენი ერთობლივი ცხოვრების წლისთავზე, მე თვითონ მინდა ფუნთუშის ამ დაბრაწული ნაწილის ჭამა. მე მასზე 30 წლის მანძილზე ვოცნებობდი. ბოლოს და ბოლოს, 30 წელი სამაგალითო ცოლი ვიყავი, გავზარდე უმშვენიერესი ვაჟები, ყოველთვის გვერდში ვედექი და ოჯახსაც უნაკლოდ ვუძღვებოდი». ეს გადაწყვეტილება მიიღო და მეუღლეს ფუნთუშის ქვედა ნაწილი გაუწოდა, ხოლო თვითონ – ზედა დაიტოვა. ის ამის გამო, თავს დამნაშავედ არ თვლიდა, მაგრამ მაინც განიცდიდა — მან ხომ 30 წლის ტრადიცია დაარღვია! ქმარმა გამოართვა ფუნთუშის ზედა ნაწილი და უთხრა: თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: სიყვარული... დეტალებშია (ილუსტრაციები) 20 ილუსტრაცია ცოლ-ქმრული სიყვარულის შესახებ
449 9-ს მოსწონს
|