ადმინისტრაციული როგორ რეაგირებენ საზღვარგარეთ მემორიალის თუ კულტურული ძეგლის შეურაცხყოფის გამო 2018, 16 მაისი, 9:57 საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114
1)2018 წლის იანვარში ოსვენციმის სასამართლომ 6 თვიდან 1 წლამდე ციხე მიუსაჯა ბელორუსიის 5 მოქალაქეს, რომლებმაც ისვენციმის საკონცეტრაციო ბანაკთან აქცია ჩაატარეს და ცხვარი დაკლეს, ამის გარდა მთავარ ორგანიზატორებს ადამ ვოლცკის და ნიკიტა ვოლოდკოს ჯარიმა 2000 ზლოტის(600$) გადახდა დაეკისრათ.
2)2015 წელს უკრაინელის სტუდენტის, ვლად კუჩერის დეპორტაცია მოხდა პოლონეთიდან მას შემდეგ, როდესაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჰოლოკოსტის მემორიალის მსხვერპლთან უხამსი ჟესტიკულაციითაა აღბეჭდილი.ამის გარდა კუჩერი სასწავლებლიდანაც გარიცხეს. ![]() 3)2014 წელს CNN-მა ბოდიში მოიხადა 6 თებერვალს გასული სიუჟეტის გამო, სადაც ბრეტსკის მემორიალს ერთ-ერთი ყველაზე უსახური მონუმენტების სიაში შეიყვანა. "ჩვენ ვხდებით, რომ ომში დაღუპულ მეომართა მემორიალს "Мужество-ს", ძალიან ბევრი ადამიანისთვის დიდი ღირებულება გააჩნია, რისთვისაც ვიხდით ბოდიშს." ![]() 4)რუსეთში, პერმში პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა ვიდეო ბლოგერი ტეო ბლეიდი, რომელიც ომში დაღუპულთა მემორიალზე Тыл-Фронту, სკეიტბორდით დასეირნობდა და მარადიულ ცეცხლზე ფეხებს ითბობდა, რა სასჯელი გამოუტანეს სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ბლოგერს უცნობია. ![]() ![]() 5) ეგვიპტის ხელისუფლებამ დაინდო გერმანელი ტურისტი ანდრეი ჩისელსკი, ქვეყნიდან გამოაძევა და სამუდამოდ აუკრძალა ეგვიპტეში ვიზიტი, სინამდვილეში პირამიდაზე აცოცებისთვის ეგვიპტური კამონმდებლობა 3 წლამდე ციხეს ითვალისწინებს. ![]() 6) ისევ პირამიდები, 2017 წლის აგვისტოში ბელგიელი მოდელი მარის პაპენი ციხეში ჩასვეს პირამიდების მახლობლად შიშველი ფოტოსესიის გამო. ![]() 7)და ბოლოს....აშშ, 2011 წლის მაისი, ჯეფერსონის მემორიალზე ცეკვის გამო პოლიციამ დააკავა ტელეწამყვანი ადამ კოკეში( Adam Kokesh) და მისი რამდენიმე მომხრე. 1088 7-ს მოსწონს
|