სხვა 430 კილოგრამიანი პაკისტანელი გოლიათი,რომელიც დღეში 36 კვერცხს ჭამს 2018, 14 მაისი, 10:17 გოლიათი არბაბ ყიზერ ჰაიატი(Arbab Khizer Hayat) ამტკიცებს, რომ ყველაზე ძლიერი და დიდი ადამიანია მსოფლიოში, ამის დაჯერება შესაძლებელი თუ ნახავთ ვიდეოს სადაც მომუშავე ტრაქტორს, რომელიც უკუსვლით მოძრაობას ცდილობს, არბაბი თოკით ექაჩება.
![]() არბაბი აცხადებს, რომ სურს გახდეს ჩემპიონი პაუერლიფტინგში."ჩემი მიზანია გავხდე ჩემპიონი, მადლობას ვუხდი ღმერთს იმისთვის, რომ ძალა და სხეული მომცა.პაუერლიფტინგში მსოფლიო არენაზე გასვლა დროის ამბავია"-აცხადებს პაკისტანელი გოლიათი. ![]() პაკისტანელი ყოველდღიური დიეტა საკამოდ შთამბეჭდავია:ის იღებს დღეში 10 000 კალორიას:36 კვერცხს საუზმეზე, 3 კილოგრამ ხორცს და 5 ლიტრ რძეს. პაკისტანელი გიგანტის სიმაღლე 190 სანტიმეტრია, ჰაიატი აცხადებს, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არა აქვს:"საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ წონით, პირიქით უნდა შევინარჩუნო, რომ ყველაზე ძლიერი ადამიანი გახვდე მსოფლიოში." ![]() 25 წლის პაკისტანელის განცხადებით, იაპონიაში გამართული ძალოსნების ჩემპიონატზე 4 500 კილოგრამი ასწია. ![]()
1085 7-ს მოსწონს
|