კინო გარდაიცვალა მსახიობი ბაადურ წულაძე 2018, 13 მაისი, 12:19 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი და კინორეჟიოსრი ბაადურ წულაძე. დაიბადა ქალაქ ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ა. დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით. მისი კინდებიუტი შედგა ფილმში "ქორწილი" 1969 წელს.მას შემდეგ მსახიობმა კიდევ 50-მდე ფილმში ითამაშა, როგორც ქართული, ასევ რუსულენოვან ფილმებში, მათ შორის: "ბურატინის თავგადასავალი"(1975) "ქერა ქუჩის კუთხეში"(1984) "პემ~პი მაღალწინდა"(1984) და სხვა, ხოლო როგორც რეჟისორმა დადგა ისეთი ცნობილი ფილმები როგორებიცაა:ფეოლა(1970), გლადიატორი(1972), კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის(1982) და სხვა. ერთ-ერთი ცნობილი ბოლო როლი იყო სერიალში "ცხელი ძაღლი"(2003-2013) მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი”, ანაპა (2005) – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "თბილისი-თბილისი".1979 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
237 8-ს მოსწონს
|