ქალი და მამაკაცი ბობ მარლი სიყვარულის შესახებ 2018, 13 მაისი, 15:51 სიყვარული რთულია, როდესაც ეს სიყვარულია. მისთვის შეიძლება შენ პირველი არ იყო, არც უკანასკნელი და არც ერთადერთი. უყვარდა მანამდე, ვიდრე ისევ შეიყვარა. მაგრამ, თუ მას შენ ახლა უყვარხარ, მაშინ პრობლემას რაში ხედავ? ის იდეალური არ არის, მაგრამ შენც ხომ არა ხარ ასეთი? და თქვენ ორნი, არასდროს იქნებით იდეალურები ერთად. მაგრამ, თუ ის სიცილს გაიძულებს, გაძლევს იმის საშუალებას, რომ თავი ადამიანად იგრძნო, შეცდომები დაუშვა... ხელი ჩაჰკიდე და ყველაფერი მიეცი, რაც შეგიძლია. მან, შეიძლება, გამუდმებით შენზე არ იფიქროს! მაგრამ, შეუძლია საკუთარი ნაწილი მოგცეს შენ, რადგან იცის — რომ შეგიძლია გული ატკინო, გაუტეხო. ამიტომ, ნუ მიაყენებ იარას, ნუ შეეცდები მის შეცვლას, ნუ გაანალიზებ და ნუ ელი მისგან ისეთ რამეს, რაც მის ძალებს, შესაძლებლობას აღემატება. გაიცინე, როდესაც ის ბედნიერებას განიჭებს, უთხარი მიზეზი, თუ მასზე ბრაზობ და მასზე იფიქრე, როდესაც შენს გვერდით არ არის. იდეალური ადამიანები არ არსებობენ! მაგრამ, ყოველთვის არის ადამიანი, რომელიც იდეალურია შენთვის. რეალურად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შენთვის ტკივილის მოყენება. მაგრამ, უნდა იპოვო ის, ვინც ნამდვილად ღირს შენს ტანჯვად. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: კარიკატურების სერია «ჩემი ცოლი» - მხატვრის თვალით დანახული ოჯახური ცხოვრება კარიკატურების სერია «ჩემი ცოლი» – II ნაწილი ბედი და ბედისწერის «მექანიზმი». შემთხვევით არაფერი ხდება... 20 ილუსტრაცია ცოლ-ქმრული სიყვარულის შესახებ
145 8-ს მოსწონს
|