საქართველო "აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს"- ბიძინა ივანიშვილი 2018, 11 მაისი, 19:15 დღეს პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" რიგით მეხუთე ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე ერთხმად აირჩიეს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების რამდენიმე მიზეზზე ისაუბრა და მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაასახელა აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნება. "მე მწამს საქართველოსი, მჯერა ჩვენი ევროპულობის, განსაკუთრებული პერსპექტივის და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. უდიდესი წარსულის მქონე ხალხს აუცილებლად გვექნება, ღირსეული მომავალი. ეს არის ჩემი მთავარი და აბსოლუტური მიზანი. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ დავბრუნდი პოლიტიკაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 124 1-ს მოსწონს
|