სხვა მილიონერი ქალი,რომელმაც 118 ბავშვი იშვილა ეჭვმიტანილია ბავშვების მოტაცებაში 2018, 11 მაისი, 11:39 ამის გარდა "ქველმოქმედი" ბავშვებისთვის განკუთვნილ ფილანტროპების გადმორიცხულ თანხას და სახელმწიფო დახმარებას ძვირფასი სახლების და ავტომობილების შესაძენად იყენებდა. ჩინელმა ლი ლიცზუანმა 118 ბავშვი იშვილა, ამ გასაოცარ ქალზე მთელი მსოფლიოს პრესა აღფრთოვანებული წერდა, ამჯერად პრესას სხვა მიზეზი აქვს მის შესახებ წეროს.მოკლედ ეს ისტორია ასე დაიწყო: ლი ლიცზუანმა ბავშვების აყვანა 1996 წლიდან დაიწყო, მაშინ მის ანგარიშზე რამდენიმე მილიონი იყო, ქალმა ეს ფული 80-იან წლებში რკინის საბადოში წარმატებულად განხორციელებული ინვენსტიციით იშოვა, 2008 წელს მადნეულის საბადო დაიხურა, ხოლო ნაშოვნი ფული წყალივით წაუვიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა.მართლაც, როგორია გამოკვებო და ჩააცვა ამდენ ბავშვს, სახელმწიფოს დახმარებაც მწირი იყო, ჩინელ ქალბატონს ადგილობრივი ფილატროპები ეხმარებოდნენ. სიტუაცია შეიცვალა ორი წლის წინ, როდესაც ქალი კიბოთი დაავადდა და ამის შესახებ ინფორმაცია The Daily Telegraph-მა გაავრცელა, ცნობილი ბრიტანული გამოცემა აღნიშნავდა, რომ ქალმა უარი თქვა მკურნალობაზე, რადგან იგი არჩევანის წინაშე დაგდა:ერჩინა ბავშვები თუ ემკურნალა.რა თქმა უნდა ამ ინფორმაციამ გულგრილი არავინ დატოვა და წამოვიდა ზღვა დახმარება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. სულ ახლახან კი პოლიციამ ლი ლიცზუანი დააკავა, როგორც Sixthtone, იუწყება, ერთ-ერთი მთავარი ბრალდება ფულის გაფლანგვაა, როგორც გაირკვა ფულადი დახმარება დანიშნულების ადგილამდე არ აღწევდა, ბავშვებისთვის განკუთვნილი თანხის დიდი ნაწილით ქალმა სახლი და ძვირფასი პრემიუმ-კლასის ავტომობილი შეიძინა, 3 მილიონი $ კიდევ პირად ანგარიშზე ჩარიცხა. ჩინელ ქალს აგრეთვე ბრალი ედება ადგილობრივი კომპანიების დაშანტაჟებაში, ამის გარდა იგი სახელმწიფოს ატყუებდა, როგორც აღმოჩნდა "ობოლი ბავშვების" უმეტესობას, რომლებზეც ის სუბსიდიას იღებდა, მშობლები ცოცხალი ჰყავდათ, მეტიც, როგორც გაირკვა რამდენიმე ბავშვი მოტაცებული აღმოჩნდა.პოლიციამ ყველა ბავშვს აუღო თითის ანაბეჭდი და სისხლის ანალიზი. ბავშვთა თავშესაფარი "სიყვარულის სოფელი" დახურეს, 74 ბავშვი სხვადასხვა თავშესაფრებში გადაანაწილეს, ბავშვების ნაწილი შოკირებულია, ვერ იჯერებენ, რომ ლი ლიცზუანი, რომელიც ასე თბილად ექცეოდა მათ, ასე მწარდე ატყუებდა. აღსანიშნავია, რომ ლი ლიცზუანს ერთადერთი ღვიძლი შვილი ჰყავს, რომელიც ბებიამ გაზრდა, ბიჭმა მაშინ მიატოვა დედამისი, როდესაც საავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ დედამ არც მოინახულა და ზუსტად იმ მომენტში ერთ-ერთ ნაშვილებ ბავშვთან ერთად პოლიკლინიკაში წასვლა არჩია. 139 7-ს მოსწონს
|