x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დააკავეს
image


7 მაისს თელავივის აეროპორტში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დააკავეს, რომელიც ისრაელში კიევი-თელავივის რეისით ჩაფრინდა.


ისრაელში არ შეუშვეს არც ერთ მგზავრი, რომელსაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჰქონდა. ყველა მოქალაქე შეამოწმეს. ინფორმაციას ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.


ოხანაშილი ციანიდის საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ოფიციალურად, მის წინააღმდეგ საქართველოს სამართლებრივი პრეტენზიები არ აქვს. ის რამდენიმე თვეა საქართველოში არ იმყოფება. უკანასკნელი მონაცემებით, ის პეტერბურგში, მერიის ერთ–ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსის პოზიციას იკავებდა.



უცნობია, რჩება თუ არა ამ დრომდე პატიმრობაში ოხანაშვილი. თუმცა, დაკავებას უარყოფს მისი მეუღლე ეკა შიოლაშვილი.

8
2210
4-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
2210
  
2018, 11 მაისი, 16:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 11 მაისი, 10:47
არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, მით უფრო, რომ ვიღაცის თუ ვიღაცცეების დაკვეთით გეგმაზომიერად მიდის ეკლესიის დისკრეტირება და "ჩანერგილი სასულიერო" პირების მიერ ჩადენილი უზნეო ქმედეფის ფართოდ აფიშირება.
საქართველო დღემდე მართლმადიდებლობამ მოიყვანა.
ილიაზე დიდ ქართველობას კისრულობს ბევრი, თუნდაც ჟურნალისტები და ვერ ხვდებიან რა ტვირთს იკიდებენ მხრებზე ამით.
ენა, მამული, სარწმუნეობა–ანდერძივით დაგვიტოვა დიდმა ილიამ და ისიც დაამატა რა ენა წახდეს ერი დაეცეს–ო!!!
2018, 11 მაისი, 8:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 9 მაისი, 21:51
პატრიარქზე აუგი არსად და არასდროს უთქვამს, პირადად ვიცნობ, ერთადაც გვიმსახურია.
საპატრიარქოში ყველაფერი რიგზე, რომ არაა და ქალბატონი თეთრუაშვილი რუხი კარდინალი რომაა უჩემოდაც გეცოდინებათ.
წინა პატრიარქის ანდერძი, რომ დაიკარგა დღევანდელი პატრიარქის არჩევის წინ ესეც გეცოდინებათ.
ბევრ რამეს დავწერდი, მაგრამ მე არა ვარ პროფესიით ჟურნალისტი, აქ ვწერ, როგორც მოყვარული "ჟურნალისტი" და ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმციას, შემეძლო სასულიერო პირებზე უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა დამედო, მაგრამ არ მინდა ჩემი ქვეყნის ტრადიციულ რელიგიას და რაც მთავარია ეკლესიას ჩრდილი მიადგეს.
როგორც ქრისტიანი თავს ვიკავებ, ათეისტი, რომ ვიყო დავდებდი არა როგორც საშანტაჟო მასალას, არამედ, როგორც მტკიცებულებას.
უნდა საუბრობდეს, მაგრამ ერთგულება აღარ გამოდის. თორე მე როგორც ჟურნალისტი ცხადია საჯაროობას მივესალმები ყოველთვის
2018, 9 მაისი, 21:40
[ირიქით უნდა საუბრობდეს თუ რა ხდება საპატრიარქოში, რა შავბნელი საქმით და უკანონო ბიზნესით არიან დაკავებული "ჯიპოსან–ღიპოსნები".
ერთგული ხალხი საჯაროდ რომ არ უნდა საუბრობდეს სამსახურში ნანახ დეტალებზე?... მითუმეტეს, როცა თემა პატრიარქს ეხება
2018, 9 მაისი, 21:34
ვინც იცნობს სოსოს იცის უერთგულესი და ვაჟკაცი კაცი რომაა, პროფესიონალი დაცვის სამსახურის ოფიცერია.
0 1 8