საზოგადოება ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძის „ინკოგნიტო“ იუბილე 2018, 8 მაისი, 2:46 რამდენიმე დღის უკან ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, საბავშვო-ტელესტუდი „ინკოგნიტომ“ თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში, ბ-ნი ნუგზარის კოლეგებთან, მხარდამჭერებთან და ახლობლებთან ერთად აღნიშნა.
ღონისძიების ორგანიზატორი „ინკოგნიტოს“ დამფუძნებელი მანანა გაბრიჭიძე-გეგეჭკორი იყო, რომელიც თავადვე უძღვებოდა საიუბილეო საღამოს.
დამსწრე საზოგადოება კი, აშკარად დადებითად გამოირჩეოდა სიტყვა-გონება მახვილობით, სიმღერით, ლექსით რომელიც იმ საღამოს, რათქმაუნდა ყველა იუბილარისადმი იყო მიმართული.
ეკრანზე სპეციალურად „ინკოგნიტოელების“ მიერ მომზადებული ფილმიც გავიდა, სადაც ნუგზარ რუხაძის პიროვნება სრულად და ამომწურავად იყო გადმოცემული, იმ ღვაწლის, რაც მას ქართულ ჟურნალისტიკაში აქვს შეტანილი.
ტელეკომპანია „ვარსკვლავები“ ულოცავს უფროს კოლეგას დაბადების დღეს, ჯანის სინმრთელეს და ახალ გამარჯვებებს უსურვებს მას. 60 1-ს მოსწონს
|