x
image
თორ ნიკე
ჰალუცინაციები - არის თუ არა ეს ზოგ შემთხვევაში ობიექტური რეალობა?
ჰალუცინაციები - არის თუ არა ეს ზოგ შემთხვევაში ობიექტური რეალობა?


1991 წლის 19 დეკემბერს ასეთი შემთხვევა მოხდა ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში. აქ მცხოვრები ქალბატონი გვარად კურგანსკაია თავის ახლში იმყოფებოდა და წიგნის წასაკითხად წამოწვა. უეცრად მარჯვენა ყურში მას რაღაც სიგნალი - ძალიან გაგრძელებული "პიი.." - მოესმა. სიგნალი ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოდიოდა. მორზეს ანბანს ჰგავდა და სხვათაშორის ეს სიგნალი გაიგონეს შემდგომში იქ თავშეყრილმა მეზობელმა ქალებმაც. ვაჟიშვილმა კი მაგნიტოფონზეც ჩაიწერა.

ამის შესახებ კომისიამ ცნობილ პერმელ ფსიქიატრს - გენადი კროხალევს მიმართა. ეს ის კროხალევი გალხდათ, რომელმაც თავის დროზე ფოტო და ვიდეოგადაღებათა სასუალებით მხედველობითი ჰალუცინაციების დარეგისტრირება შეძლო.


გენადი კროხალევი



პირველი ექსპერიმენტები ძალიან უბრალო იყო - კროხალევი იღებდა ფონენდოსკოპის ყურმილს და პაციენტს ყურში უთავსებდა, მეორე ბოლო კი თვითონ ჰქონდა ყურში. გაირკვა, რომ მუსიკა ხმამაღალი ხდებოდა მაშინ, თუკი პაციენტის ყურებს 10-12 ვოლტის მუდმივ ძაბვას მიუერთებდნენ. ისე კი ერთ-ერთი პაციენტის ყურებიდან მუსიკა გამაძლიერებლის გარეშეც მშვენივრად ისმოდა.

თუმცა ყველაზე საოცარი ეფექტი კროხალევმა ჯერ კიდევ 1972 წელს აღმოაჩინა. ერთ-ერთ პაციენტს (1926 წელს დაბადებულს), საშინელი სიმთვრალის შემდეგ 10 დღის განმავლობაში ძლიერი ხმოვანი ჰალუცინაციები დაეწყო. გამუდმებით ჩაესმოდა თავისი თანასოფლელი გარდაცვლილი გოგონების ხმა. გარდაცვლილები სთხოვნდნენ, რომ მას ახლანდელი მისი საცხოვრებელი ქალაქი - პერმი - მათთვისაც ეჩვენებინა. ხმების გავლენით ავადმყოფი ჯდებოდა ტაქსში, მანქანას დაატარებინებდა მთელ ქალაქში და რასაც ათვალიერებდა მიცვალებულებს ყველაფერს ხმამაღლა აღუწერდა. ბოლოს და ბოლოს დაღლილმა და გაოცებულმა ტაქსისტმა ის ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანა.


კროხალევმა გადაწყვიტა გარდაცვლილი ქალიშვილების ხმები მაგნიტოფონზე ჩაეწერა თუ მოხერხდებოდა. ყოველგვარი გარეშე ხმაურის გამოსარიცხად ექიმმა ჩაწერა განეხორციელებინა ეკრანიზებულ კამერაში. მაგრამ როგორც კი ავადმყოფი კამერაში შედიოდა და კარს მოხურავდნენ "იმქვეყნიური" ხმები უკვალოდ ქრებოდა. სამაგიეროდ კამერიდან გამოსვლის შემდეგ ხმები კვლავ ჩაესმოდა.


ეს შემთხვევა ფსიქიატრიაში სრულ გადატრიალებას მოასწავებდა. გამოდიოდა, რომ მხედველობითი და ხმოვანი ჰალუცინაციები :შინაგან სუბიექტურ ფაქტორებს" კი არ წარმოადგენდა, ანუ კი არ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი პაციენტებს, არამედ მათზე გარედან თავს მოხვეული, ობიექტური რეალობა იყო, რომელიც პაციენტებზე ფსიქილოგიურ ზეწოლას ახდენდა. თანაც აქ ფსიქოლოგიური ფაქტორიც გამორიცხული იყო, რადგან კამერაში შესვლისას ავადმყოფებს არავინ ეუბნებოდა, რომ შენობაში სწორედ ეს ადგილი გახლდათ ყოველგვარი გარე ზემოქმედებისგან დაცული.


გენადი კროხალევი


1979 წელს ანალოგიური ექსპერიმენტები სხვა ქვეყნებშიც ჩაატარეს. მაგნიტოფონზე ხმოვანი ჰალუცინაციების ჩაწერას სამი იტალიელი პარაფსიქოლოგი შეეცადა. )პროფესორი, ინჟინერი და ექიმი). და მათაც იგივე შედეგი მიიღეს. ყველა ამ შედეგის გათვალისწინებით კროხალევმა გამოთქვა იმ დროსითვის საკმაოდ გაბედული ჰიპოთეზა - "თუკი ფსიქიატრიულის იმ ავადმყოფებს, რომლებიც ჰალუცინაციებით იტანჯებიან, ეკრანირებულ კამერაში მოვათავსებთ, მათზე ასტრალური სამყარო გავლენას ვეღარ მოხდენს კამერაში ყოფნის პერიოდში. დიახ, ასეთია ჩემი აზრი."




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
249
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0