x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა - თბილისი-ბათუმი 90-ის ნაცვლად 125 ლარი ღირს

image

.

საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენების უმეტესობა 26 აპრილიდან გაძვირდა. გაერთიანებული აეროპორტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცვლელი დარჩა მხოლოს ფრენა ამბროლაურის მიმართულებით, რომელიც 50 ლარი ღირდა და ასევე იქნება.
.
რაც შეეხება დანარჩენ შიდა რეისებს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენები 25 ლარით გაძვირდა და ამიერიდან 65-ის ნაცვლად 90 ლარი (ერთი გზა) ეღირება; ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით ფრენა 10 ლარით გაძვირდა და 40-ის ნაცვლად 50 ლარი (ერთი გზა) იქნება, ხოლო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 35 ლარით გაძვირდა და 90 ლარის ნაცვლად 125 ლარი (ერთი გზა) იქნება.
.
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, გასულ წელს ყოველდღიური ფრენები დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კვირაში ექვსი დღე, ოთხშაბათის გარდა, ფრენებს ავიაკომპანია სერვისეარი შეასრულებს. სერვისერარი 7 ივლისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს "სააბის" ტიპის 32-ადგილიანი საჰაერო ხომალდი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ემსახურება.
.
ოთხშაბათს და კვირის განმავლობაში კიდევ ოთხი დღე, თბილისიდან ბათუმამდე და უკუ მიმართულებით აირზენა დაფრინავს. აირზენას ბილეთების ფასი, ერთი მიმართულებით, 55 ევროდან იწყება.
.
ახალი ინფორმაციით, ორმხრივი ავიაბილეთი თბილისი-ბათუმი-თბილისი ამ დროისთვის 415 ლარი ღირს. ასე რომ, ბათუმის მიმართულებით მგზავრობა იგივე ჯდება, რაც მადრიდში, კიევში, ათენსა და სხვა ქალაქებში. შიდა და საერთაშორისო ფრენების ტარიფებში უმნიშვნელო სხვაობაა.
.
image
0
100
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0