შოუბიზნესი გადაიღე ფოტო და იცხოვრე ფუფუნებაში-რამდენს უხდიან კაილი ჯენერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოსთვის? 2018, 5 მაისი, 8:53 კარდაშიანების ოჯახიდან უმცროსი, - კაილი ჯენერი ამა წლის თებერვალში მშობიარობის შემდეგ, რა დროსაც მოდელმა ქალიშვილი სტორმი გააჩინა, აქტიურად დაუბრუნდა სამუშაოს, მანამდე 6 თვის განმავლობაში კაილი პრაქტიკულად არ აქვეყნებდა ფოტოებს სოციალურ ქსელში და ამ მხრივ ვერ ახარებდა ფანებს.
რა არის მისი საქმიანობა? ეს გახლავთ კოსმეტიკური ბრენდი Kylie Cosmetics და ფოტოების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში.ანალიტიკური კომპანიის D'Marie Analytics-ის ინფორმაციით მისთვის უფრო მომგებიანია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სარეკლამო ფოტოები, ეს იქნება Instagram, Twitter თუ Snapchat-ი.ჰონორარის წლიური რაოდენობა თითქმის ერთი მილიონი დოლარია, რითაც "კარდაშიანების კლანის" ყველა წარმომადგენელს აჯობა.
"კაილი-ეს არის უდავო მსოფლიო ბრენდი, რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ მარკეტიკის და რეკლამის ინდუსტრიაში მან მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია, ბევრმა გამოცდილმა პროფესიონალმაც კი ვერ შეძლო ეს."-ნათქვამია ანალიტიკური კომპანიის განცხადებაში. შედარებისთვის მისი უფროსი დების შემოსავალი უფრო "მოკრძალებულია":კიმ კარდაშიანის წლიური ჰონორარი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სარეკლამო ფოტოებისთვის 500 000 დოლარია, ხოლო ხლოი და კორტნი-250 000-$-ს იღებენ. 661 6-ს მოსწონს
|