x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სუხიშვილის ვიდეოზე რატომ დაიპუტეთ თმა?"-ნათია ბერიძე
image
"სუხიშვილის ვიდეოზე რატომ დაიპუტეთ თმა? სულ არ ვეტრფი მაგ ქალს ლატენტური მიშისტია ჩემთვის მაგრამ ნინო რამიშვილი დაგავიწყდათ? მაშინდელი სუხიშვილები ვისაც გახსოვთ ისტორიებიც გემახსოვრებათ როგორ ექცეოდა მოცეკვავეებს და ატირებდა.რა ვიცი მაშინ არავინ იღებდა ხმას, არც იმდროინდელ ვიდეოებზე იღებთ ახლა ხმას.
ჯერ ერთი საქმე არა უბრალოდ ცეკვას არამედ საქართველოს სახელს ეხება მსოფლიოში. დიახ როცა ჩემი ქვეყნის სახელით გადის მოცეკვავე უნდა იყოს არა უბრალოდ კარგი, არამედ იდეალური მოცეკვავე!
ბავშვებს ეჩხუბება? არა! ამ შენიშვნებს აძლევს ანსამბლის ზრდასრულ წევრებს! დიახ ძალიან სწორადაც!
ასეთი მიდგომა რომ გვქონდეს ფეხბურთში ახლა ისეთი გაფარჩაკებული ნაკრები არ გვეყოლებოდა. შეადარეთ...
ჩვენს ფეხბურთელებს რომელთა 80 % სიგარეტს ეწევა, კლუბს და დალევას არ იკლებს, პახმელიაზე დარბიან სტადიონზე, ასე რომ ვინმე აკონტროლებდეს ხომ გვექნებოდა ის შედეგი რაც სუხიშვილებში გვაქვს? რა ვიცი არ მგონია შეწუხებული იყოს რომელიმე მოცეკვავე, ანსამბლში თავისი ნებით არიან და ზუსტად იცოდნენ რაზე აწერდნენ ხელს. კი, საქმე უნდა მოითხოვო მაქსიმალურად, ეს მხოლოდ იმ მოცეკვავეებს არ ეხებათ, ნინო სუხიშვილი ვალდებულია ნინოს და ილიკოს დანატოვარი ღირსეულად დაუტოვოს შთამომავლობას. არ გინდა იყო იდეალური? მილიონი ანსამბლია დღეს და იქ იცეკვონ, ესეიგი უნდათ და არიან! ასე რომ დამშვიდდით სხვის ნაცვლად ნუ გიფრიალებთ გული. ზრდასრულები არიან."-წერს სოცილაურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ბერიძე.
შეგახსნებთ, სუხიშვილების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, სადაც ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მოცეკვავებს საკმაოდ უხეშად ესაუბრება.ვიდეომ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში.
1
270
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
270
  
2023, 24 სექტემბერი, 0:06
რის გამო ლანძღავენ ნინო სუხიშვილს? ქალმა ახსნა,ან ცეკვავ ისე როგორც მე მინდა ან მიდიხარო,ხოდა რა არის აქ გაუგებარი? ანსამბლი ხომ მისია? ხოდა ვისაც უნდა იმას აცეკვებს და ვისაც უნდა არა,რატომ არის ეს ძნელად გასაგები? სუხიშვლები არის ბრენდი,რომელმაც ეს სახელი მძიმე შრომით მოიპოვა და არავის ეგონოს რო წვრილმანებზე თვალის დახუჭვით მოხდა ეს ამბავი. სპორტში,ცეკვაში და უმეტეს რამეში დისციპლინა მნიშვნელოვანია,რაც აღნიშნა კიდეც ამ ქალბატონა და რას ლანძღავთ? რო გამოდიან კარგად ჩაცმული და მოკაზმული მოცეკვავეები ხომ სასიამოვნო სანახავია? სუხიშვილები არის უმაღლესი კლასი,იქ ყველას არ იღებენ,ან ხარ მაგარი ან არ ხარ სუხიშვილებში. უფრო ადვილი გასაგები რომ იყოს,რეალმა იყიდა ფეხბურთელი და მწვრთნელი რო ასწავლიდეს ან ეჩხუბებოდეს,რატომ ვერ იცვავს ბუცებს დროზე ან რატომ ვერ იმაგრებს სწორად წვივსაფარს,ეს რეალს შეესაბამება? ხოდა ცეკვებში სუხიშვილები არის რეალი,ის შემდგარი და უმაგრესი მოცეკვავეები უნდა იყვნენ,არიან კიდეც ასეთები. ან ეს რა კომენტარებია,სად პროფესიონალი მოცეკვავე და სად ბავშვის ცეკვის სწავლა? ან სად სკოლის ცეკვის წრე და სად სუხიშვილები? არაადეკვატურობის ბუმია ქვეყანაში,რითი მოცხონ ჩირქი წარმატებულ ადამიანებს აღარ იციან. ჩემი მხარდაჭერა ნინოს და ილიკოს,შაბიამანის არ იყოს,არ სჭირდებათ ეს მხარდაჭერა,მარა მიანც)

პ.ს. ამ ქალბატონს ვეტყოდი,რომ ადამიანის გემოვნება,რელიგია და პოლიტიკური შეხდულება არის მისი პირადი და არაფერ შუაშია მიშისტია თუ ბიძინისტი. ეგრე რო ურთიერთობთ ადამიანებთან,ამიტომ ხართ განუვითარებლები ქოცისტანი და ამიტომ იყო ნაცისტანი იგივე დღეში. განვითარება მოაქვს განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობას,კამათს და ა.შ. განსხვავებულების ატანა არ გაქვთ,ან თქვენსავით უნდა იფიქრონ ან მოიძულოთ. კიდევ კარგი ქრისტე არ დაიბადა ამ ქვეყანში,თორემ პირველები ეს ესენი აწამდებდნენ და გააკრავდნენ ჯვარზე
0 1 1