მიმოხილვა წლის საუკეთესო ავტომობილი მსოფლიოში 2003 წლიდან დღემდე 2018, 3 მაისი, 16:28 15 წლის წინ, 2003 წელს ორგანიზაცია World Car Awards -მა დააარსა საერთაშორისო ჯილდო ავტომრეწველობაში-World Car of the Year(წლის ავტომობილი მსოფლიოში)კონკურსის ჟიურიში შედიან საერთაშორისო ავტოჟურნალისტები და ავტოექსპერტები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან, კონკურის მოთხოვნა შემდეგია:ავტომობილი უნდა იყიდებოდეს მინიმუმ 5 ქვეყანაში და მინიმუმ ორ კონტინენტზე.ამასთანავე წლის ავტომობილები რამდენიმე ქვეკატეგორიად არის დაყოფილი: წლის საუკეთესო ავტომობილი, წლის სპორტული ავტომობილი, წლის ეკოლოგიური ავტომობილი, წლის დიზაინი, წლის ლუქსი, 2016 წლიდან დაემატა კიდევ ერთი ნომინაცია "წლის საქალაქო ავტომობილი."
ახლა კი წარმოგიდგენთ გამარჯვებული ავტომობილების სიას 2005 წლიდან დღემდე.(წლის ავტომობილი) 2005 წელი-Audi A6-გერმანია 2006 წელი-BMW 3 სერია(გერმანია) 2007-Lexus LS(იაპონია) 2008-Mazda2(იაპონია) 2009-Volkswagen Golf VI(გერმანია) 2010-Volkswagen Polo(გერმანია) 2011-Nissan LEAF(იაპონია) 2012-Volkswagen up(გერმანია) 2013-Volkswagen Golf VII(გერმანია) 2014-Audi A3(გერმანია) 2015-Mercedes-Benz W205(გერმანია) 2016-Mazda MX-5(იაპონია) 2017-Jaguar F-Pace(დიდი ბრიტანეთი) 2018-Volvo XC60(შვედეთი) იხილეთ სხვა ავტოსიახლეები641 6-ს მოსწონს
|