პარამეცნიერებები ამოუხსნელი ფენომენი - ნიშნები პურის ყანებში 2018, 3 მაისი, 9:08 უკვე დიდი ხანია მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევერ ადგილას ჩნდება უცნაური გამოსახულებები პურის ყანებში, რომელიც მხოლოდ ვერტმფრენიდან ჩანს. ყველა გამოსახულება შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას, რომლის გაშიფრვაც საჭიროა. თუ როგორ ჩნდება ეს საოცარი ფორმები, რომელიც აშკარად ხელოვნურადაა გაკეთებული, ამაზე ბევრი მოსაზრება არსებობს და ერთ-ერთი, რომელიც მედიამ აიტაცა და ხალხს ეუბნებიან არის ის, რომ თურმე კარგი იუმორის მქონე თინეიჯერი ბიჭები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ქვეყანაში, ერთ ღამეში ქმნიან მასშტაბურ გამოსახულებებს მოსავლის პერიოდში პურის ყანებში. მედია აცხადებს ამას, მაგრამ მოდით დავაკვირდეთ რას იჯერებს ხალხი. რეალურად ეს ვერსია ბევრად უფრო შორსაა რეალობისგან და ლოგიკისგან ვიდრე ის, რომ ამას უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები აკეთებენ. აი რაშია საქმე: ამ ვერსიის მიხედვით გამოდის, რომ თინეიჯერი ბიჭები ერთ ღამეში დიდ ფართობებზე გრეხენ პურის თავთავებს თან ისე რომ ზედხედიდან ყველა გრეხილი ძალიან ზუსტი, უცვლელი ტრაექტორიით მიიმართება. შედარებისთვის რომ გითხრათ, ამგვარი გრეხილების გაკეთება ამ მასშტაბზე, კალათების დაწვნაში გაწაფულ 5 ოსტატს წაართმევდა მინიმუმ 1 თვეს. მედია კი გვიმტკიცებს, რომ ეს ერთ ღამეში გამოსდის ხუთ მოხალისე, მოცლილ თინეიჯერს ისე, რომ მეორე დილით მთელ იქაურ დასახლებას და შემდეგ მთელ მსოფლიოს უცნაური ნამუშევრით სასიამოვნოდ აკვირვებენ ხოლმე. ამ სურათზე სწორედ ეს ნამუშევრებია ნაჩვენები ახლო ხედით. აქ კარგად ჩანს რომ თავთავები მოცელილი კი არაა რომ ადვილად გამოსულიყო ფორმები იმგვარად, რომ გათვლილი ყოფილიყო მხოლოდ ზევიდან დახედვის შემდეგ მნახველთა გაკვირვებისთვის, არამედ დაგრეხილია დაუზიანებლად, თავთავების მოუჭრელად, მოუცელავად და გადაუტკეპნელად, რაც წესით და რიგით ასეც უნდა ყოფილიყო მოსწრებაზე რომ გაეკეთებინათ რომელიმე ადამიანთა ჯგუფს. ეს არის ფოტოგრაფ ლუსი პრინგლის მიერ გადაღებული სურათი ერთ-ერთი ასეთი ფენომენისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ცენტრში მდგარი ორი ადამიანი და უკეთ წარმოიდგინოთ ამ გამოსახულების სიდიდე და მასშტაბი. ასევე ამ ფოტოზეც კარგად ჩანს ორი მოსიარულე ადამიანი მის გვერდებზე და გამაოგნებლად რთული და ზუსტად შესრულებული ფორმები: ამ ფოტოზე სავარაუდოდ რომელიღაც ვარსკვლავის სისტემაა გამოსახული: ფოტოების კრებულის სახით წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს და თავად შეაფასეთ მათი სავარაუდო გამკეთებელის სათქმელი და თავად ამ ფენომენის სირთულე: 1991 წელს დოუგ ბოუერმა და დეივ ჩორლიმ გამოაქვეყნეს სტატია, სადაც იუწყებოდნენ, რომ ეს მოდა თვითონ დანერგეს და ისინი იყვნენ პირველები 1978 წლიდან, რომელთაც უბრალო ხელსაწყოების გამოყენებით დაიწყეს ასეთი ფორმების გიგანტური ნამუშევრების კეთება პურის ყანებში, რაც შემდგომ აიტაცეს სხვა ქვეყნებში სხვადასხვა არტისტმა და დაიწყეს იგივეს კეთება. მათ განაცხადეს, რომ თავად იდეა, რომ გაეკეთებინათ ასეთი ნამუშევრები მას მერე გაუჩნდათ, რაც მოხდა ცნობილი ამბები ავსტრალიაში 1966 წელს, როდესაც ავსტრალიელმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ მათ იხილეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ცაში, და მეორე დღეს აღმოაჩინეს ასეთი ფენომენი თავიანთ პურის ყანებში. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 417 4-ს მოსწონს |
წრეების საკითხში აღიარებული ექსპერტი და ამ ფენომენთან დაკავშირებული მრავალი ბესთსელერის ავტორი, ამერიკელი კოლინ ენდრულსი აცხადებს, რომ თავად მან 2500 კროპცირკლი შეამოწმა. ჩატარებული “რევიზიის” შედეგად მისთვის ნათელი გახდა, რომ მის კარტოთეკაში დაფიქსირებული შემთხვევების 80 პროცენტი ადამიანის ხელით არის შექმნილი.
“როდესაც ჩემ მიერ მიღებული შემდეგი ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე, ცარეოლოგების (მეცნიერება წრეების შესახებ) დიდი უკმაყოფილება გამოვიწვიე”, – აცხადებს ექსპერტი. თუმცა კორპცირკლთა მეხუთედი მაინც ანომალიას წარმოადგენს, რომელთა “შექმნაში” ადამიანს მონაწილეობა ნამდვილად არ მიუღია.