სხვა რჩევები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გამოგადგებათ 2018, 2 მაისი, 14:44 საგანგებო სიტუაციებში შესაძლოა, ყოველდღიური ნივთებიც კი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ მსგავს სიტუაციებში და როგორ გამოიყენოთ ეს ნივთები სიცოცხლის გადასარჩენად.
სტატიაში გთავაზობთ 12 რჩევას კრიტიკული სიტუაციებისთვის. 1. როგორ გავარჩიოთ უშხამო გველი შხამიანისგანთუ გველმა გიკბინათ, პანიკაში ნუ ჩავარდებით. შესაძლოა, ის შხამიანი არ იყოს. ♦ შხამიანი გველი წინა კბილებით სხეულზე ორ დიდ ხვრელს ტოვებს. უშხამო გველს კი, ჩვეულებრივ, კბილები ორ მწკრივად აქვს განლაგებული. ♦ შხამიანი გველის თვალის გუგა კატისას წააგავს, უშხამოსი კი მრგვალია. ♦ მუცლის მხარეს შხამიან გველებს კანის მომრგვალებული გრადიაცია აქვთ, უშხამოებს კი - განშტოებული. 2. როგორ გავაკეთოთ კომპასითუ დაიკარგეთ, კომპასის გაკეთება მარტივია. უბრალოდ, ფოთოლი უნდა დადოთ წყალზე და ზევიდან ნემსი ან პინი დაადოთ ფოთოლს. ნემსის ერთი ბოლო ჯინსზე უნდა გქონდეთ გახახუნებული. ფოთოლზე დადების შემდეგ კი გახახუნებული ბოლო ჩრდილოეთს გიჩვენებთ. 3. ცეცხლის დანთებაცოტაოდენი პლასტმასი ჩამოთალეთ რამე ნივთიდან და გამოიყენეთ ცეცხლის სწრაფად ასანთებად. ის ცელულოიდებისგან შედგება და სველი ამინდის დროსაც კარგად იწვის. 4. წყალსათავსიპრეზერვატივი კარგად ინახავს სუფთა წყალს, ის სტერილური და ძლიერია. კრიტიკულ სიტუაციაში მისი გამოყენება შეიძლება სუფთა წყლის შესანახად. ჩაასხით წყალი მასში, გაუკეთეთ პატარა მილი და დასაცობად გამოიყენეთ ხის ნაჭერი, შემდეგ მოათავსეთ ტომარაში. თქვენი წყალსათავსიც მზადაა! 5. სისხლის შეჩერებასისხლის შესაჩერებლად კრიტიკულ სიტუაციაში შეგიძლიათ ტამპონი გამოიყენოთ. ის სტერილურია, სისხლს "აღიქვამს" და სერიოზულ სისხლდენასაც კარგად შეაჩერებს. 6. გაკაწვრათუ გაიკაწრეთ, წაისვით ნაკაწრზე ჰიგიენური პომადა. ის დაგიცავთ, რომ ნაკაწრში ბაქტერიები არ მოხვდეს. ასევე, შეგიძლიათ, ცოტაოდენი ჰიგიენური პომადა სახეზეც წაისვათ, რომ კანი დაბალი ტემპერატურისგან და გამოშრობისგან დაიცვათ. 7. მწერების ნაკბენითუ მწერის ნაკბენი გექავებათ, შეგიძლიათ მასზე კბილის პასტა წაისვათ. კბილის პასტი ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებს შეიცავს, რაც შეშუპებას და სიწითლეს შეამსუბუქებს. მენთოლი კი დაამშვიდებს ნაკბენ ადგილს და შეამცირებს ქავილს. 8. მწერების მოშორებაკოღოებს, ბუზებს და სხვა მწერებს არ მოსწონთ დამწვარი ბალახის სუნი. მათი ნაკბენისგან თავის დასაცავად, დაწვით ცოტაოდენი ბეგქონდარა ან პიტნა. ამ სუნმა შესაძლოა ასევე გარეული ცხოველებიც შეაშინოს. 9. გათბობაგასათბობად ბალახები და ტოტები მოათავსეთ ტანსაცმლის შიგნით. ბალახები და ფოთლები სითბოს შეგინარჩუნებენ და ჰიპოთერმიისგან დაგიცავენ კრიტიკულ სიტუაციებში. 10. ცვილის ფანქარიცვილის ფანქარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ცეცხლის ასანთებად ან სანთლის მაგივრად. ის საწვავი მასალისგან შედგება. ერთი ცვილის ფანქარი, შესაძლოა, 30 წუთსაც კი იწვოდეს. 11. წყლის გაფილტრვაწყლის გასაფილტრად შეგიძლიათ მაისურის ნაჭერი გამოიყენოთ. მოათავსეთ ბინძურწყლიანი "კონტეინერი" მაღალ ზედაპირზე, მეორე - ცარიელი კი - უფრო დაბალზე, მის გვერდით. აიღეთ ტანსაცმლის ნაჭერი და მოათავსეთ მისი ერთი ბოლო ბინძური წყლის კონტეინერში, მეორე კი - ცარიელ სუფთა წყლის კონტეინერში. რამდენიმე საათში შედეგსაც იხილავთ. ყოველი შემთხვევისთვის, უმჯობესი იქნება, გაფილტრულ წყალს თუ აადუღებთ. 12. ცეცხლის სწრაფად დანთებაცეცხლის სწრაფად დასანთებად მოათავსეთ ნახშირი ან ტოტები ცარიელ კვერცხის ყუთში. ყუთს ცეცხლი მალე წაეკიდება, ტემპერატურა კი ძალიან მაღალი იქნება იმისთვის, რომ ნახშირი აანთოს ან მასში მოთავსებული სველი ტოტები გააშროს ქარიან ამინდშიც კი. ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გადავურჩეთ გარეულ ცხოველებს 2203 4-ს მოსწონს
|