x
image
მანჩო 777
რვა ნაკლებად ცნობილი ფაქტი სახელგანთქმული ესპანელების ცხოვრებიდან
იცოდით, ვინ არის ავტორი ცნობილი ნახატისა "მშვიდობის მტრედი" ან ვინ შექმნა ყველასათვის საყვარელი ნუგბარის "ჩუპა-ჩუპსის" სარეკლამო პლაკატი? ვინ არის არქიტექტორი გასაოცარი შენობისა "მილას სახლი'' ან რატომ გამოაცხადა აზერბაიჯანმა ცნობილი ესპანელი მომღერალი მონსერატ კაბალიე "პერსონა ნონ გრატად"? ამ და სხვა საინტერესო ფაქტების შესახებ ქვემომდებარე პოსტში შეიტყობთ.



image



1. პაბლო პიკასო-საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი, სკულპტორი და დიზაინერი ყველა თქვენგანისათვის კარგადაა ნაცნობი, მაგრამ არც თუ ისე ბევრმა იცის ის ფაქტი, რომ პიკასო ავტორია ცნობილი სიმბოლოსი: "მშვიდობის მტრედი".ეს არის თეთრი მტრედი, რომელიც მან დახატა 1949 წელს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა მსოფლიოში.



image



2.1995 წელს ფილმის "ორი-ეს მეტისმეტია" გადაღებისას გაჩაღდა რომანი ცეცხლოვან ესპანელ ანტონიო ბანდერასსა და მელანი გრიფიტს შორის. ერთი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და მალე შვილიც შეეძინათ. ბანდერასის გულისთვის მელანიმ დონ ჯონსონი მიატოვა.



image



3. ეს ნაკლებად ცნობილი სურათი წარმოადგენს ესპანელი მხატვრის ფრანსისკო გოიას ავტოპორტრეტს. ესპანელი ფერმწერი მხატვრობაში რომანტიზმის წარმომადგენლად ითვლება.




image



4.სურათზე გამოსახულია სატიტულო ფურცელი მიგელ დე სერვანტეს საავედრას "დონ კიხოტისა", რომელიც გამოცემულია 1616-1617 წლებში ბრიუსელში. ეს წიგნი ამჟამადაც ერთ-ერთ პოპულარულ წიგნად ითვლება მსოფლიოში. მსოფლიო ტირაჟის მოცულობით მას უჭირავს მესამე ადგილი "ბიბლიისა" და "ჰარი პოტერის" შემდეგ.



image



5. ხულიო იგლესიასი- ცნობილი ესპანელი მომღერალია, რომელსაც გაყიდული აქვს 300 მილიონამდე ალბომი. ის ყველაზე წარმატებული ესპანურენოვანი მომღერალია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის შეიძლება არასოდეს დამდგარიყო სცენაზე, რომ არა ავტოკატასტროფა, რომელშიც ის მოყვა 20 წლის ასაკში. ძალიან წარმატებული და დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელის კარიერა დასრულდა ამ უბედური შემთხვევის გამო.



image



6.ესპანელი ოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე არამარტო ხელოვნებითაა დაინტერესებული. ის ძალიან მკვეთრ რეაგირებას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. 1996 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა ვიზიტით იმყოფებოდა მთიან ყარაბახში. ამის შემდეგ ის აზერბაიჯანმა "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა.



image



7. სალვადორ დალი, რა თქმა უნდა, სახელგანთქმული და უცნობილესი ესპანელი ფერმწერია, მაგრამ ბევრისთვის არაა ცნობილი, რომ დალი ავტორია ცნობილი სარეკლამო ლოგოტიპისა "ჩუპა-ჩუპსი". როცა კარამელის მწარმოებელმა ენრიკე ბერნარდმა მოიფიქრა კარამელის ჯოხზე წამოცმა, რათა ბავშებს მისი წუსნის დროს ხელები არ გაწებიანებოდათ, ახალი დიზაინის შესაქმენლად მან მიმართა თავის ნაცნობს – ყველასთვის ცნობილ სალავადორ დალის და სთხოვა დაეხატა რამე ისეთი, რაც ყველას იოლად დაამახსოვრდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ დალიმ მას მიუტანა სურათი, რომელზეც გვირილა იყო გამოსახული, დღეს მას ყველა იცნობს, როგორც „ჩუპა-ჩუპსის“ ლოგოტიპს.



imageimage

სალვადორ დალის ეკუთვნის 1969 წლის ევროვიზიის სცენის დიზაინი, ლოგო და პოსტერები. სურეალისტის მონაწილეობა არ შეიძლებოდა არ ასახულიყო ევროვიზიის მსვლელობაზე. 1969 წელი იყო ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც პრიზი ერთდროულად ორმა ქვეყანამ მიიღო.


image



8. ბარსელონის ბურჟუაზიისთვის არქიტექტორი გაუდი აშენებდა ერთმანეთზე უჩვეულო სახლებს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული ალბათ ეს ორია: სივრცე, რომელიც იბადება და ვითარდება, ფართოვდება და მოძრაობს, როგორც ცოცხალი მატერია — მილას სახლი და ცოცხალი მთრთოლვარე არსება, სიზმარეული ფანტაზიის ნაყოფი — ბატლოს სახლი.

"მილას სახლი"(Casa Mila), რომელიც აშენებულია 1906-1910 წლებში, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. არქიტექტორს მუშაობა უყვარდა ქალაქ ბარსელონაში, სადაც მდებარეობს ფოტოზე გამოსახული სახლი და სადაც მის მიერ აგებული უამრავი შენობაა.



image

0
327
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0