სხვა ტესტი იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა ვენდოთ საკუთარ თვალებს 2015, 23 ივლისი, 14:30 როგორც თქვენთვის ცნობილია, პერიფერიული მხედველობა პასუხს აგებს ადამიანის მხედველობის არეზე, რომელიც განისაზღვრება 190 გრადუსით, მაგრამ ის სრულებითაც არაა სრულყოფილი და ხშირად გვაიძულებს დავინახოთ ის, რაც რეალურად სულაც არ არსებობს. ამ პოსტში წარმოდგენილი ტესტი სწორედ ამის დამამტკიცებელი საბუთია.
ტესტის ჩასატარებლად თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ ერთი რამ: დაჟინებით უყუროთ მოძრავი სურათის ცენტრში მოთავსებულ თეთრ ჯვარს. რამოდენიმე წამის შემდეგ ნახავთ, თუ თქვენი პერიფერიული მხედველობა როგორ გარდაქმნის ადამიანების ჩვეულებრივ სახეებს მონსტრების სახეებად. ტესტის დაწყებიდან რამოდენიმე წამის შემდეგ სახეები დამახინჯებას იწყებენ და რაც უფრო დიდხანს უყურებთ სურათის ცენტრში მოთავსებულ წეტილს, მით უფრო მეტად მახინჯდება ისინი. მაინც რატომ ხდება ასე? ვეცდები პასუხი გავცე ამ კითხვას: ჩვენი თვალის ბადურაზე არის ადგილი, რომელსაც ყვითელ ლაქას უწოდებენ. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ აქ თავმოყრილია ყველაზე მეტი რეცეპტორი, რომელთა წყალობითაც ჩვენ ნათლად ვარჩევთ გამოსახულებას გარკვეულ არეში. სწორედ ესაა ჩვენი მხედველობის არე. ის ჩვენი მხედველობის დიაპაზონის მხოლოდ 10 %-ს შეადგენს და გვიჩვენებს იმას, რაც ჩვენს თვალში ფოკუსირდება. ჩვენი ტესტის შემთხვევაში მხევდველობის არე ცარიელია, იქ მხოლოდ ბნელი ადგილია პატარა თეთრი ჯვრით. ტვინი იძულებულია აიღოს ინფორმაცია მხედველობის არის გარეთ. ეს კი მოძრავი სურათებია მარჯვნივ და მარცხნივ. ტვინი ცდილობს შეაერთოს ისინი ერთ გამოსახულებად, ამასთანავე ამის მოსწრება უხდება უმოკლეს დროში, რადგან სურათები გამუდმებით იცვლება. ამ დროს კი ხდება სახეების ამოცნობის შესაძლებლობის დაკარგვა-ტვინი უბრალოდ ერთად აერთებს ორ სხვადასხვა სახეს და ჩვენც გვეჩვენება, რომ ნორმალური ადამიანების მაგივრად ურჩხულებს ვხედავთ. 492 9-ს მოსწონს
|