სხვა ასპირინის გამოყენების თხუთმეტი ალტერნატიული მეთოდი 2016, 10 მარტი, 15:25 ასპირინი არამარტო "სასწრაფო დახმარებაა" გაციების, მაღალი სიცხის, თავის ტკივილის ან გრიპის დროს, არამედ ის მეტად საჭირო საგანი ყოფილა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. გთავაზობთ ასპირინის გამოყენების 15 ალტერნატიულ მეთოდს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ. 1. სკრაბი ტუჩებისათვის ერთმანეთში შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ასპირინი, ყავისფერი შაქარი, თაფლი, ზეითუნის ზეთი და ვიტამინი Е. დაიტანეთ ეს ნარევი ტუჩებზე და გაიჩერეთ 2-3 წუთი. ნარევი საოცრად წმენდს და არბილებს ტუჩებს. 2. საშინაო პილინგი სახისათვის ქიმიური პილინგი სახის გაახალგაზრდავებაში გვეხმარება. მისი გამოყენების შემდეგ სახის კანი უფრო პრიალა და ქორფა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესია პილინგის გაკეთება პროფესიონალებს მივანდოთ, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ გაისუფთავოთ კანი ასპირინის, ლიმონის წვენის და საჭმელი სოდის ნარევით. 3. ანტიასაკობრივი ნიღაბი ასპირინი-შესანიშნავი საშულაებაა კანის დასაჭიმად. საჭიროა დაფხვნათ რამოდენიმე აბი და შეურიოთ ის წყალს ან ვაშლის ძმარს. ამ ნიღაბის გაკეთება შესაძლებელია 2-3 ჯერ კვირაში. ის დაგეხმარებთ წვრილი ნაოჭების გასწორებაში და ფერიმჭამელების გაქრობაში. 4. ნახეთქების მოშორება ქუსლებიდან შეურიეთ დაფხვნილი ასპირინი ლიმონის წვენს ან წყალს, წაისვით დამსკდარ ქუსლებზე და გააჩერეთ ათი წუთი. ჩამოიბანეთ და გაიხეხეთ პემზის ქვით, ბოლოს კი წაისვით დამარბილებელი კრემი. 5. უებარი საშუალება მწერების ნაკბენების გასაუტკივარებლად აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინი, საუკეთესო ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებაა. საჭიროა მხოლოდ დაფხვნათ ასპირინის აბი, შეურიოთ წყალს და ეს პასტა ნაკბენზე წაისვათ. წვა და ქავილი მალე გაივლის. 6. ტონიკი სახის კანისათვის ასპირინის შემადგენლობაში შემავალი სალიცილის მჟავა შესანიშნავად აშორებს სახიდან ზედმეტ ცხიმს და ასუფთავებს ფორებს. თუ ასპირინს ვაშლის ძმარს შეურევთ, სახის მატონიზირებელ კარგ საშუალებას მიიღებთ. გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ ამ ნარევის მიმართ ალერგიული არ ხართ. 7. ოფლის ლაქების მოცილება ტანსაცმლიდან ოფლის ყვითელი ლაქები თეთრი ფერის ტანსაცმელზე-ყველასათვის ნაცნობი პრობლემაა. თუ დალაქავებულ კოფთას ან მაისურს თბლ წყალში ჩაალბობთ, რომელშიც ასპირინია გახსნილი, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. 8. ჩაზრდილი თმები ჩაზრდილი ანუ ჩაბრუნებული თმა ბევრი სერიოზულ უსიამოვნებას იწვევს. წყალში გახსნილი ასპირინი დაგეხმარებათ თმის ჩაბრუნებისაგან გამოწვეული ანთებითი პროცესების ჩაქრობაში. 9. ყვავილების სიცოცხლის გახანგრძლივება ცოცხალი ყვავილები გაცილებით დიდხანს გაძლებენ, თუ წყალში ასპირინის 1-2 აბს ჩააგდებთ (ნამდვილად ასეა, საკუთარ თავზე, უფრო სწორად, საკუთარ ყვავილებზე გამოვცადე). 10. საუკეთესო საშუალება ქერტლის წინააღმდეგ დაფხვენით რამოდენიმე აბი ასპირინი, დაამატეთ შამპუნი, აურიეთ, დაიტანეთ სველ თმაზე და კარგად შეიზილეთ თავის კანში. გააჩერეთ 4-5 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. 11. შესანიშნავი საშუალება გაპარსვის შემდეგ გაპარსვის შემდგომი კრემების შესანიშნავი იაფფასიანი ალტერნატიული საშუალებაა ასპირინის ნარევი სამედიცინო სპირტთან. 12. კვერცხისაგან დატოვებული ლაქების მოშორება ტანსაცმლიდან კვერცხისაგან დატოვებული ლაქები ტანსაცმლიდან არც ისე იოლი მოსაშორებელია. შეურიეთ ერთმანეთს ღვინის ქვა და ასპირინი, გახსენით ცოტაოდენ წყალში, მიღებული პასტა დაიტანეთ დალაქავებულ ადგილზე და გააჩერეთ რამოდენიმე წუთი. შემდეგ კი გარეცხეთ ჩვეულებრივად. 12. თმების აღდგენა ქლორის მოქმედების შემდეგ აუზში ცურვის ყველა მოყვარულმა იცის, რომ ქლორი აუფერულებს და აუხეშებს შეღებილ თმებს. თუ თქვენთვის ეს პრობლემა უცხო არაა, 5-6 აბი ასპირინი გახსენით ორ ჭიქა წყალში და დაისველეთ თმა ამ ნარევით. 10-15 წუთის შემდეგ კი თავი დაიბანეთ ჩვეულებრივად. 14. მტვერისებრი კერატოზი თუ ხელებსა და ფეხებზე გაქვთ პატარ - პატარა მუწუკები, შესაძლებელია, თქვენ მტვროვანი კერატოზი გქონდეთ. რა თქმა უნდა, სჯობს სპეციალისტთან გაიაროთ კონსულტაცია, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებთ, კარგი იქნება, თუ მუწუკებიან ადგილებს წყალში გახსნილი ასპირინის ხსნარით ჩამოიბანთ ხოლმე. 15. კონსერვირების შესანიშნავი საშუალება და ბოლოს, ასპირინის გამოყენების ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ხერხი- ზამთრისათვის შესანახი პროდუქტების კონსერვირების შესანიშნავი საშუალება. დაუმატეთ მწნილს 2-3 აბი ასპირინი და პროდუქტის გაფუჭებისაგან დაზღვეული იქნებით. 4453 10-ს მოსწონს
|