სხვა რამდენად ხშირად უნდა მივიღოთ შხაპი, გავრეცხოთ სარეცხი და დავიბანოთ თავი? - ცოტა რამ სისუფთავის შესახებ 2015, 25 ოქტომბერი, 21:09 ტყუილად როდი არსებობს გამონათქვამი: "პირადი ჰიგიენა". თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ საუკეთესოდ იცის თავისი "სისუფთავის ნორმა", მაგრამ მოდით, ყოველი შემთხვევისათვის, გადავხედოთ მეცნიერების აზრებს: მსოფლიოს ყველაზე ცნობილი უმაღლესი სასწავლებლების სწავლულებმა ჩაატარეს ათასგვარი გამოკვლევა და გამოკითხვა ამ თემაზე და მიღებული შედეგები საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანეს. გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხშირად უნდა ვიბანავოთ, გავრეცხოთ სარეცხი და დავიბანოთ თავი.
რამდენად ხშირად უნდა გავრეცხოთ ტანსაცმელი? ჩვენი ტანსაცმელი - ნარჩენების და ბაქტერიების ნამდვილი საწყობია. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად კანიდან იცილებს დაახლოებით 500 ათასამდე კანის ნაწილაკს და ერთ ლიტრამდე ოფლს. კანის ბაქტერიების ცხოველქმედების გამო ამ გამონაყოფებს საკმაოდ არასასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ ყველაზე აქტიურად ამ სუნს გამოყოფენ ჯირკვლები, რომლებიც იღლიებსა და გენიტალიებში აქვს ადამიანს. მიუმატეთ ამას ბაქტერიების მოქმედება და მაშინ მიხვდებით, თუ საცვლები, მაისურები და ყველა ის სამოსი, რომელიც სხეულის ამ ადგილებს უშუალოდ ეხება, რატომ უნდა გარეცხოთ ყოველდღე, ხოლო ბიუსტჰალტერები ორჯერ, მაქსიმუმ სამჯერ ჩაცმის შემდეგ. პიჟამოები ან ძილისათვის განკუთვნილი სხვა სამოსი უნდა გარეცხოთ ასევე 2-3 ჩაცმის შემდეგ, ან უკიდურეს შემთხვევაში, კვირაში ერთხელ მაინც. წინდები ასევე ყოველი ჩაცმის შემდეგ უნდა გაირეცხოს, რადგან ფეხსაცმლის შიგნით არსებული სიბნელე და ნესტი შესანიშნავი საშუალებაა ბაქტერიების გასამრავლებლად. ჯინსები ყოველი 5-6 ჩაცმის შემდეგ აუცილებლად უნდა გაირეცხოს. არ დაუჯეროთ მწარმოებლებს, რომლებიც გვარწმუნებენ, თითქოსდა მათ მიერ გამოშვებული ჯინსი მთელი წელიწადი არ საჭიროებს გარეცხვას. ამას იმიტომ გვიმეორებენ დაჟინებით, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნდეს ჯინსებს თავდაპირველი სასაქონლო სახე. მხოლოდ ცნობილი ფირმები გვეუბნებიან პატიოსნად, რომ ჯინსი 5-6 ჩაცმის შემდეგ აუცილებელია გაირეცხოს, ამით მისი ხარსისხი არ უარესდება, პირიქით, ხარისხიანი ჯინსი უფრო და უფრო კარგ გარეგნულ სახეს იძენს. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თურმე ჯინსები აუცილებლად უნდა გაირეცხოს ძალიან ცივ წყალში და არა 30-40 გრადუსზე, როგრც ამას ბევრი ჩვენგანი აკეთებს. ლოგინის თეთრეული აუცილებლად უნდა გამოიცვალოს და გაირეცხოს ყოველ ერთ კვირაში. იმისათვის, რომ გაანადგუროთ მავნე ბაქტერიები, კარგი იქნება, თუ მას მინიმუმ 60 გრადუსზე გარეცხავთ და მზეზე გააშრობთ, რადგან მზის ულტრაიისფერი სხივები გულმოდგინედ ანადგურებენ მიკროორგანიზემბს. რაც შეეხება პირსახოცებს, სხეულის გამშრალების შემდეგ მასზე უამრავი კანის ნაწილაკი ხვდება, რომლებზეც მშვენივრად იბუდებენ ბაქტერიები, ამას დავუმატოთ ნესტიანი გარემო, რომელიც თქვენს აბაზანაშია და მიხვდებით, რომ პირსახოცების ხშირი რეცხვა აუცილებელია, ამიტომ ისინი აუცილებლად უნდა გაირეცხოს 2-3 ჯერ გამოყენების შემდეგ მაინც, თუმცა უმჯობესია, თუ პირსახოცებს ყოველდღე გარეცხავთ. ყოველივე ამის შემდეგ აუცილებლად დაგებადებათ კითხვა: რამდენად ხშირად უნდა მივიღოთ შხაპი? საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ხშირი ბანაობა, განსაკუთრებით ზედმეტად ცხელი წყლით თურმე უფრო ზიანის მომტანი ყოფილა, ვიდრე სარგებლის (როგორც ჩანს, ჩვენი ყვითელი ავტობუსების და "მარშრუტკების" მგზავრების გარკვეული ნაწილი ჯიუტად იცავს ამ მოსაზრებას და სულაც არ სურს სხეულს ზიანი მიაყენოს, ამიტომ არ იწუხებენ თავს ბანაობით-ეს ხუმრობით): ასე თქვენ გამოაშრობთ და გააღიზიანებთ კანს, ჩამორეცხავთ მისგან ყველა სასარგებლო ბაქტერიას და აამაღლებთ ინფექციის განვითარების რისკს. ამიტომ 2-3 დღეში ერთხელ შხაპის მიღება საკმარისია, თუ თქვენ არ ხართ ფიზიკურად აქტიურად დაკავებული და არ ცხოვრობთ ძალიან ცხელი კლიმატის ზონაში (ამ შემთხვევაში ყოველდღე შხაპის მიღება დასაშვებია). საკვირველია, მაგრამ მეცნიერები გვირჩევენ, რომ ჩვილების ბანაობა სულაც არა აუცილებელი ყოველდღე, როგორც ეს საყოველთაოდაა მიღებული. თურმე ბავშვის კანი ადრეული ასაკიდანვე უნდა შეეგუოს ბაქტერიებს და ჭუჭყს, რომ შემდეგ, მოზრდილ ასაკში, არ წამოიჭრას ინფექციის და ეგზემის განვითარების საფრთხე. რამდენდ ხშირად უნდა დავიბანოთ თავი? ეს დამოკიდებულია ისეთ ინდივიდუალურ პარამეტრებზე, როგორიცაა თმების სიგრძე და სისქე, მისი ცხიმიანობა, თმის კანის მდგომარეობა, მაგრამ ერთი უნდა დავიმახსოვროთ: ძალიან ხშირად თმების დაბანას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რაც უფრო ხშირად იბანთ თავს ცხიმიანობის თავიდან ასაცილებლად, მით უფრო მეტად შრება თავის კანი და ცხიმიანდება თმა-გვარწმუნებენ მკვლევარები. ამიტომ საკმარისია კვირაში 2-3 -ჯერ თავის დაბანა. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ კონდიციონერი შამპუნის დამატება კი არაა, არამედ სავსებით დამოუკიდებელი პროდუქტია, ამიტომ შესაძლებელია ის ცალკე გამოიყენოთ, მაგალითად, შამპუნით დაბანას შორის ინტერვალში მხოლოდ კონდიციონერით დაიბანოთ ხოლმე თავი, მაგრამ უნდა დაიმახსოვროთ, რომ კონდიციონერი ამძიმებს თმას. ახლა კი გთავაზობთ რჩევებს სხვადასხვა ტიპის თმებისათვის: სწორი თმები: თუ გსურთ, რომ თმას ჯანსაღი და ნაკლებად მბრწყინავი შესახედაობა ჰქონდეს, დაიბანეთ თავი შამპუნით ყოველდღე, რაც შეეხება კონდიციონერს, - თუ გსურთ, რომ თმები მძიმედ ვარდებოდეს დაბლა, თითქოსდა საკუთარი წონის გავლენით, გამოიყენეთ კონდიციონერი კვირაში 3-4 ჯერ, ხოლო თუ უფრო მსუბუქი, ჰაეროვანი ვარცხნილობა მოგწონთ, კონდიციონერით მხოლოდ 1-2 -ჯერ ისარგებლეთ. ტალღოვანი თმები დაიბანეთ კვირაში 3-ჯერ, ხოლო კონდიციონერი მხოლოდ 1-2 -ჯერ გამოიყენეთ. ხუჭუჭი თმების შამპუნით ხშირი დაბანა რეკომენდირებული არაა, საკმარისია ის კვირაში 2-ჯერ გამოიყენოთ. ისარგებელთ მხოლოდ დამატენიანებელი შამპუნებით, ხოლო კონდიციონერი კვირაში 1-2 -ჯერ გამოიყენეთ, მაგრამ არა შამპუნთან ერთად. უკეთესია, თუ თავს მონაცვლეობით დაიბანთ შამპუნით და კონდიციონერით. ასე თავიდან აიცილებთ თმის სტრუქტურის გაფუჭებას. და ბოლოს, ფოტო სასიამოვნო განწყობისათვის: ეს ევინ დუგასია, მსოფლიოში ყველაზე გიგანტური აფრო - ვარცხნილობის პატრონი. თავისი ხუჭუჭა კულულების დასაბანად ევინს არც მეტი, არც ნაკლები, - ორი დღე სჭირდება. 6330 7-ს მოსწონს
|