სხვა ათი საინტერესო იდეა საზაფხულო საშხაპის მოსაწყობად 2016, 26 ივლისი, 12:51 ზაფხულობით უმეტესი თქვენგანი სოფლად ან აგარაკზე მიემგზავრება. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, თუ სახლის ეზოში კეთილმოწყობილი აუზი გაქვთ და მასში ნებივრობა შეგიძლიათ პაპანაქება სიცხეში, მაგრამ თუ ეს ფუფუნება მიუწვდომელია და ამასთანავე ჩხირკედელაობის ცოტაოდენი ნიჭი მაინც გაქვთ, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ეზოში საზაფხულო საშხაპის მოწყობა. ინტერნეტ-ქსელში თქვენ იპოვით უამრავ იდეას როგორც უმარტივესი, ასევე დახვეწილი და კომფორტული კონსტრუქციებისა.
დღეს მინდა შემოგთავაზოთ ათი ყველაზე საინტერესო, უმარტივესი მოდელი საზაფხულო საშხაპის მოსაწყობად, რომლის გაკეთებასაც თქვენი ხელით შეძლებთ. თუ არ იზარმაცებთ და ოჯახის წევრებსაც დაიხმარებთ, ამის განხორციელება სულაც არ იქნება რთული. საშხაპის მოსაწყობად სასურველია შეარჩიოთ სახლის უკანა ეზო, ღობესთან ან კედელთან ახლოს. თუ გსურთ, რომ უცხო თვალმა არ შეგაწუხოთ, შეგიძლიათ საშხაპეს გვერდითი კედლები გაუკეთოთ ან სულაც ღია დატოვოთ. როცა საქმეს მორჩებით, მერწმუნეთ, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით: შხაპი სუფთა ჰაერზე ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ნამდვილი ნეტარებაა. ის ენერგიასა და ძალას განიჭებთ. ეს არის ბუნებასთან განმარტოება, რომლის დროსაც ერთმანეთს ერწყმის სინათლე, წყალი, ჰაერი და რომელიც აცოცხლებს თქვენს სულსა და სხეულს. ასე რომ, სანამ სოფლად ან აგარაკზე გაემგზავრებოდეთ, შეარჩიეთ შემოთავაზებულიდან რომელიმე კონსტრუქცია და წინდაწინვე მოიმარაგეთ საჭირო მასალა თქვენს მიერ მოწონებული საშხაპის მოსაწყობად. გისურვებთ ზაფხულის ბედნიერად და შინაარსიანად გატარებას! 578 10-ს მოსწონს
|