x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
BLOOMBERG:რუსეთი არის მეორეხარისხოვანი ქვეყანა,რომელიც ყველა მხრიდან უნდა გააძევო

image
ცნობილი ამერიკული სააგენტოს, Bloomberg-ის მიმომხილველმა, ილან ლეიკმა მოუწოდა მსოფლიოს რუსეთი მეორეხარსხოვან ქვეყნად მიიჩნიონ.

image

ილან ლეიკმა რუსეთს მეორეხარისხოვანი უწოდა და მოუწოდა ეს ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხონ.

image

ანალიტიკოსი რუსეთს ადარებს ტერმიტს(მერქნის მავნებელი მწერი), რომელიც "მსხვილ და მცირე ორგანიზაციებს ანადგურებს და მათ დისკრედიტაციას ახდენს."

image

"თვალყური ადევნეთ თუნდაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც რუსეთის ვეტომ სირიის დიქტატორი ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხისგებისგან დაიცვა, ან შეგიძლიათ იხილით "ინტერპოლი", რის მეშვეობითაც რუსეთს ოპოზიციონერების დაკავება სურს.

ამის დასტურად ლეიკს მაგალითად მოჰყავს გაეროს კომისის დასკვნა, რომელიც გვატემალაში უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება.

საუბარია რუსეთიდან გვატემალაში გაქცეულ ბიტკოვების ოჯახზე, სადაც მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ, "საბუთების გაყალბებისთვის".

საქმე ეხება სატყეო კომპანიის მფლობელს, ბიზნესმენს იგორ ბიტკოვს, რომელსაც სამშობლოში დაუსწრებლად ბრალი წაუყენეს ცელულოზა-ქაღალდის კომბინატის განზრახ გაკოტრებაში.

კომისიის ქმედებას ლეიკი უკავშირებს "რუსი ოლიგაქრების ვენდეტას" გამოვლინებას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უპასუხოდ რჩება.

image

დასკვნისას Bloomberg-ის მიმომხილველი აღნიშნავს, რომ დასავლეთმა უნდა გააძევოს რუსეთი ყველა კომისიიდან, სამუშაო ჯგუფებიდან და კომიტეტებიდან, რომელიც საერთაშორისო სამართალის მოთხოვნების უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული. "რუსეთი უნდა განიხილებოდეს, როგორც მეორეხარისხოვანი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი."


image
იხილეთ სხვა სიახლეები

image

0
114
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0