x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ერეკლე კოდუა: „ფალსიფიცირებული საქმეა.. ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე“
image


უცხოეთში გადახვეწილი ერეკლე კოდუა მისი პასუხისგებაში მიცემის საკითხს სოციალური ქსელით ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ბრალდებები აბსურდული და ფალსიფიცირებულია. თუმცა, გამოძიებამ მისი მონაწილეობა „იმედის“ დარბევის საქმეში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დაადასტურა.


„მეგობრებო, დღეს კიდევ ერთხელ გავხდი პოლიტიკური დევნის ობიექტი რუსი ოლიგარქის მსახური პროკურატურის მხრიდან. დღევანდელი მორიგი აბსურდული ფალსიფიცირებული საქმე ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რატომ დასჭირდა მათი ფანტაზიის დამწიფებას 6 წელი. მე ძალიან ვამაყობ, რომ შესაძლებლობა მომეცა მემსახურა ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შემეტანა კრიმინალთან ბრძოლაში და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნვეყოფაში. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს, რომელიც მკველობასაც არ ერიდებიდა საკუთარი მიზნების შესასრულებლად. დღეს მეორე რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა შური იძიოს ჩემზე სწორედ ამის გამო. რაც არ უნდა გააყალბოთ მტკიცებულებები, როგორც არ უნდა დააშინოთ ადამიანები და რამდენი ხნითაც არ უნდა გამოკეტოთ ციხეებში პტრიოტები, ვერ შეცვლის ჩვენს სურვილს ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. პირობას გაძლევთ, მალე ქვეყანა მოიცილებს მოღალატე ხელისუფლებას და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულ რუს ოლიგარქს, ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მომავლის რწმენას, “ – წერს ერეკლე კოდუა.


.


შეგახსენებთ, „ტელეიმედის“ დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მიეცა. საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2007 წლის 7 ნოემბერს “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ე.კ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ტელევიზიის შენობაში შეიჭრა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, იგივე ს.ო.დ.-ის სპეცდანიშნულების რაზმი და ოპერატიული თანამშრომლები, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტის დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი, ისინი ძალისმიერი მეთოდით, უკანონოდ შეიჭრნენ ტელევიზიის შენობაში, მიზანმიმართულად დააზიანეს ძვირადღირებული საეთერო ჩართვის აპარატურა და ტელევიზიის ინვენტარი. ამასთან სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში დასაქმებულ პერსონალს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოაძევეს შენობიდან და შენობის გარეთ დაუშინეს რეზინის ტყვიები. „იმედის“ მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის შემდგომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ერთი თვის განმავლობაში ტელევიზიის ტერიტორია ჰქონდათ ბლოკირებული, ისე რომ ჟურნალისტებს და პერსონალს არ აძლევდნენ შენობაში შესვლის საშუალებას.
.
ტელეკომპანიის ძალისმიერი მეთოდებით დარბევის შედეგად, დაზარალებულად ცნობილია 13 პირი, მათ შორის უმრავლესობა არის იმედის ჟურნალისტი. ტექნიკური საშუალებების და ინვენტარის განადგურების, დაზიანების, დაკარგვის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ტელევიზიის მატერიალურმა ზიანმა იმ პერიოდში შეადგინა 3 158 307 ლარი.


ამავე თემაზე - ნანუკა ჟორჟოლიანი: „იმედში“ ვინც მუშაობდა იცის, როგორ გამოყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან“


„იმედის“ დარბევის ფაქტზე ერეკლე კოდუა პასუხისგებაში მიეცა


„ერეკლე კოდუას უნდა უმადლოდეს ბიძინა, რომ ცოცხალია“ - ნიკა გვარამია

.

image

1
43
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
43
  
2018, 28 აპრილი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1