x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტერორიზმი თუ თავისუფლებისკენ სწრაფვა?-თვითმფრინავების გატაცება საბჭოთა კავშირიდან

image

45 წლის წინ, 1973 წლის 23 აპრილს ტუ- 104 რეისს ასრულებდა ლენინგრადიდან მოსკოვის მიმართულებით, ბორტზე იმყოფებოდა 51 მგზავრი, გაფრენიდან 9 წუთის შემდეგ სტიუარტ ქალთან მივიდა 47 წლის მგზავრი ივან ბიდიუკი და სთხოვა მე-13 რიგიდან წინა რიგში გადაჯდომა, ქალი დათანხმდა, რამდენიმე წუთის შემდეგ იგივე მგზავრმა სტიუარტს გადასცა წერილი და მოითხოვა იგი ხომალდის ეკიპაჟისთვის გადაეცათ.აი მცირე ამონარიდებს წერილიდან:



"წაკითხვისთვის 5 წუთი გაქვთ!ხომალდის მეთაურს და ეკიპაჟს!ძვრიფასო მფრინავებო!გთხოვთ თვითმფრინავი შვედეთში დასვათ, სტოკჰოლმის აეროპორტში, ჩემი მოთხოვნის სწორად გაგება გადაარჩენს თქვენს და ჩემს სიცოცხლეს, ხოლო ამაზე პასუხს გასცემს ის, ვინც მაიძულა ასეთი ბოროტმოქმედება ჩამედინა, აეროპორტში მშვიდობიანად დაჯდომის შემთხვევაში, შესაძლოა მეც დავბრუნდე სამშობლოში, თუმცა მხოლოდ სსრკ-ს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთან საუბრის შემდეგ, ხელში მიჭირავს იარაღი, ეს ნაღმი შეიცავს 2კგ. და 100 გრამ ტროტილს, ამ ასაფეთქებელს იყენებენ შახტებში და რას ნიშნავს მისი აფეთქება მე მგონი ამის განმარტება არ გჭირდებათ...ნაღმი ისეა, მოწყობილი, რომ ნებისმიერი პროვოკაციის დროს აფეთქდება გაუფრთხილებლად....ჩემს ტყავზე ბევრმა უბედურებამ გადაიარა, მრავალი წლის განმავლობაში ჩემს სხეულს სისხლისმსმელი მხეცები კორტნიდნენ, ჩემთვის სიკვდილი ტრაგედია არ არის."


ხომალდის მეთაურმა იანჩენკომ განგაშის სიგნალი გადასცა დისპეტჩერებს და ლენინგრადში დაბრუნება გადაწყვიტა, ამასთანავე ბორტმექანიკოსს ტაბელური იარაღი გადასცა.მეთაურმა თვითმფრინავი შემოაბრუნდა და გეზი უკან ლენინგრადისკენ აიღო, ხომალდის შტურმანი კი კაბინის წინ ბიდიუკს გადაეღობა, რომელსაც ხელში ბომბი ეჭირა და უთხრა, რომ გეზი შვედეთისკენ აიღეს.



იმისთვის, რომ ბიდიუკი ვერ მიმხვდარიყო, რომ უკან ლენინგრადში დაბრუნდნენ, აეროპორტში დაშვების დროს მხოლოდ 150 მეტრის სიმაღლეზე გახსნეს შასი პილოტებმა, გაიგო რა დამახასიათებელი ხმა ტერორისტმა, მიხვდა, რომ მოატყუეს და ბომბის აქტივაცია მოახდინა, აფეთქების შედეგად კაბინის კარი გაინგრა, დაზიანდა თვითმფინავის ცხვირი, შტურვალი, ჰიდროსისტემა და წინა შასი, შედეგად ცხვირით დაეხეთქა ხომალდი ბეტონის ზოლს, გაცურების დროს გაჩნდა ხანძარი, პანიკაში მგზავრებმა ხომალდის კუდში გადაინაცვლეს, წინასწარ მომზადებულმა მეხანძრეებმა უსწრაფესად მოახდინეს ცეცხლის ლიკვიდაცია, დაიღუპა ორი ადამიანი, ბორტგამცილებელი გრიაზნევი და ტერორისტი ბიდიუკი.


ქვემოთ გაეცნობით საბჭოთა კავშირიდან თვითმფრინავების გატაცების ან გატაცების მცდელობის ყველა შემთხვევას.



image

1)-ილ-14 კატასტროფა იიჰვიში-ეს შემთხვევა გახლდათ სამგზავრო თვითმფინავის გატაცების პირველი მცდელობა საბჭოთა კავშირის ისტორიაში.



1958 წლის 5 სექტემბერს ილ-14 მოსკოვიდან- ტალინში მიფრინავდა, სალონში სულ 11 მგზავრი იყო, გზად ლენინგრადიდან აფრენის შემდეგ, როდესაც ხომალდი 900 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, ერთ-ერთმა მგზავრმა სტუარტ ქალს გადასცა წერილი, სადაც ეწერა, რომ ხომალდის მეთაური გამოსულიყო სალონში, მასთან საუბარი დაინტერესებულ პირს სურდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პილოტის მკვლელობით იმუქრებოდა.


ამის შემდეგ ხომალდის მეთაური კაბინაში ჩაიკეტა და თან ტაბელური იარაღი ამოიღო, ორიოდე წუთის შემდეგ სალონში გაისმა ზედიზედ მცირე აფეთქებების ხმა, ამის შემდეგ პილოტები დაუკავშირდნენ დისპეტჩერს, აცნობეს თავდასხმის შესახებ და მოითხოვეს არაგეგმიური დაჯდომა უახლოეს აეროპორტში, ამის შემდეგ პილოტმა იარაღი ბორტმექანიკოსს გადასცა და შეასრულა ე.წ. "გორკა"(პილოტაჟის ნაირსახეობა), ამის შემდეგ სალონში გაისმა აფეთქების ხმა, რომელმაც კაბინის კარი დააზიანა, საპასუხოდ ბორტმექანიკოსმა იქამდე ატეხა სროლა, სანამ მჭიდი მთლიანად არ დაცალა, ბორტზე გაჩნდა ხანძარი, პილოტმა მაინც მოახერხა ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავის დასმა იიჰვის აეროპორტში, ეკიპაჟმა ევაკუაცია ავტოლუქიდან მოახდინა, ხოლო მგზავრებმა ხომალდი გასასვლელი კარიდან დატოვეს, ტერორისტმა გვარად ჩეჩეტმა არ ისურვა თვითმფინავის დატოვება და ცოცხლად ამოიბუგა, თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა, რადგან იიჰვის აეროპორტში არ იყო სახანძრო სამსახური.


image

2)ტუ-104-ის კატასტროფა ჩიტის მახლობლად


1973 წლის 18 მაისს რეისი მოსკოვი-ჩელიაბინსკი-ნოვოსიბირსკი-ირკუტსკი ჩიტას რეისი რამდენჯერმე დაჯდომის შემდეგ, ირკუტსკიდან ეკიპაჟის გამოცვლის შემდეგ ჩიტის მიმართულებით გაფრინდა, ბორტზე იმყოფებოდა 72 მგზავრი(აქედან 4 ბავშვი), ჩიტის ზონაში შესვლის შემდეგ 03:32 წუთზე დისპეტჩერმა ხომალდს 3900 მეტრზე დაშვება მოსთხოვა, თუმცა დისპეტჩერმა პასუხად სამჯერ ზედიზედ მიიღო განგაშის სიგნალი, ამასთანავე ხომალდი მეთაურმა აცნობა დისიპეტჩერს, რომ სალონში იმყოფება მგზავრი, რომელმაც თვითმფინავს კურსის შეცვლა მოითხოვა, 03:38 წუთზე დიპეტჩერმა კიდევ რამდენჯერმე მიიღო კოდური სიგნალი უბედურების შესახებ, მე-9 სიგნალის შემდეგ ხომალდთან კონტაქტი შეწყდა.

დილით ვერტმფრენმა მი-8-მ ჩიტიდან 97 კილომეტის დაშორებით აღმოაჩინა ხომადლის ნამსხვრევები, რომელიც 10 კილომეტის რადიუსში იყო მიმოფანტული დაიღუპა 81 ადამიანი(72 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი)

შავი ყუთების გაშიფრის შემდეგ კომისიამ დაადგინა, რომ მგზავრმა ჩინგიზ იონუს ოღლი რზაევმა, (დაბ.1941წ.)რომელიც ირკუტსში ჩაჯდა ხომალდში, მოითხოვა საზღვარგარეთ გაქცევა, ბორტზე მყოფმა მილიციონერმა ეჟკოვმა, რომელიც ეკიპაჟს ახლდა, სცადა მისი გაუვნებელყოფა, ესროლა იარაღი და დაჭრა, თუმცა რზაევმა მაინც მოსწრო ბომბის აქტივაცია, რომელიც 5, 5 კილოგრამის სიმძლავრის ტროტილის ექვივალენტი იყო, თვითმფრინავი დეკომპრესიის შედეგად ჰაერშივე დაიშალა.


image

3)-Ан-24 -ის გატაცება-1970 წლის 15 ოქტომბერს.


"Аэрофлота"-ის თვითმფრინავი Ан-24 ასრულებდა რეისს ბათუმი კრასნოდარი, ბორტზე იმყოფებოდა 46 მგზავრი.მამა-პრანას ბრაზინსკასი და მისი 13 წლის ვაჟი ალგიდრასი წინა რიგებში ისხდნენ, ორივე გადაჭრილი თოფით იყო შეიარაღებული.მალე ბორტ-გამცილებელს ბრაზინსკას უფროსმა(რომელიც სხვათა შორის ნასამართლევი იყო) კონვერტი გაუწოდა.


კონვერტში ქაღალდზე თვითმფრინავის გატაცების შესახებ ეწერა. ბორტ-გამცილებელი ნადია კურჩენო იმწამსვე ეკიპაჟის კაბინისკენ გავარდა. ამ დროს, წამომხტარმა ახალგაზრდამ იარაღისა და თვითმფრინავის აფეთქების მუქარით ყველას ადგილზე დარჩენა უბრძანა. მამამისი კი კურჩენკოს დაედევნა, რომელიც მისთვის ეკიპაჟის კაბინაში შესასვლელად ხელის შეშლას ცდილობდა. გამტაცებელმა კურჩენკოს ტყვია პირდაპირ გულში ესროლა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. კაბინაში შევარდნილმა უფროსმა ბრაზინსკასმა ეკიპაჟს თურქეთში გაფრენა უბრძანა. მალე Ан-24 ტრაპზონის აეროპორტში დაეშვა.

თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე გამტაცებლები თურქულმა პოლიციამ დააკავა. მგზავრები კი უკან რამოდენიმე დღეში დააბრუნეს.თურქულმა მხარემ უარი განაცხადა დამნაშავეების საბჭოთა მხარისთვის გადაცემაზე. მამა-შვილს სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა. მაგრამ მალევე თურქეთში საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა, რომელიც გამტაცებლებსაც შეეხო.

შემდგომ მამა-შვილი ბრაზინსკასები აშშ-ში გადასახლდნენ.2002 წელს პრანას ბრაზინსკასი საკუთარმა შვილმა მოკლა.

image

4)იაკ 40-ის გატაცება-1973 წლის ორ ნოემბერს, ოთხმა არასრულწლოვანმა ხელში ჩაიგდო თვითმფინავი, რომელიც მოსკოვიდან ბრიანსკში მიფრინავდა.


ახალგაზრდების მოთხოვნით თვითმფრინავი მოსკოვში, ვნუკოვს აეროპორტში დასვეს, მოითხოვეს გამოსასყიდი თანხა თვითმფრინავზე($1, 5 მლნ) და გარანტია შვედეთში გადაყვანაზე.


ამის შემდეგ ხომალდზე განხორციელდა შტურმი, რომელიც პირველი იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში.


ერთ-ერთ გამტაცებელს, ალექსანდრე ნიკოფოროვს ეგონა, რომ ჩემოდანით ფული მოუტანეს(სინამდვილეში გადაცმული მილიციელი იყო) და ხომალდის კარი გააღო, მიხვდა, რა რომ მოატყუეს, ცეცხლი გახსნა, საპასუხოდ ერთბაშად რამდენიმე წერტილიდან ატეხეს სროლა სამართალდამცავებმა, რის შედეგადაც ნიკოფოროვი მძიმედ დაიჭრა(მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა)ამასობაში თვითმფრინავს მიუახლოვდა ჯავშანტრანსპორტიორი, რომელმაც ტყვიამფრქვევიდან გახსნა ცეცხლი, ხოლო სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი შეაგდო სალონში, სროლასთან და ქაოსთან ერთად სალონში გაჩნდა ხანძარი, პანიკაში ჩავარდნილი მგზავრები ხომალდიდან გამორბოდნენ, ერთ-ერთმა გამტაცებლემა, რომანოვმა როცა მიხვდა, რომ ოპერაცია ჩაეშალათ ადგილზე თავი მოიკლა.

სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ორი მგზავრი.

ორ გადარჩენილ გამტაცებელიდან არასრულწლოვან ვლადიმერ ჟალნინს სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მეორე გამტაცებელი პეტრე ბონდარევი სასამართლომ შეურაცხადად გამოაცხადა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა დაუნიშნა, სადაც იგი 6 თვეში გარდაიცვალა.

image

5)Ту-134 გატაცების მცდელობა 1983 წელს-18 ნოემბერს Ту-134А ასრულებდა რეისს თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი.


ბორტზე იმყოფებოდა 57 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი.მგზავრებს შორის იმყოფებოდა 7 ადამიანი, რომელთა შორის იყო 6 მამაკაცი და 1 ქალი: გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი.(თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა იქორწინეს)


აფრენიდან 30 წუთის შემდეგ ახალგაზრდათაგან ერთ-ერთმა, რომელსაც ხელში
ხელყუმბარა ეჭირა, წამოდგა და გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი შეიცვლიდა
კურსს. მგზავრები კი მშვიდად უნდა მჯდარიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ
სიკვდილი ემუქრებოდათ. ისინი აღჭურვილნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით:
„TT“ ტიპის 2 პისტოლეტით, „ნაგანისა“ და „რევსტერის“ ტიპის 2 რევოლვერით, 2
სასწავლო ტიპის ხელყუმბარით. შეიარაღებულები საბჭოთა წყობაზე
განაწყენებული „დასავლური“ ორიენტაციის მქონე ახალგაზრდები იყვნენ.


კახა ივერიელი, გია ტაბიძე და სოსო წერეთელი თვითმფრინავის კაბინაში
შეცვივდნენ. კახა ივერიელმა პილოტ ახმათგერ გარდაფხაძეს იარაღი თავზე მიადო
და თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ სამხედრო ბაზაზე დასმა უბრძანა. შეიარაღებული ადამიანების დანახვაზე შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა ცეცხლი გახსნა და მოკლა გია ტაბიძე, ხოლო კახა ივერიელი და სოსო წერეთელი დაჭრა.

თავდამსხმელებმა სროლას სროლით უპასუხეს. ეკიპაჟის წევრთაგან დაიღუპა
ბორტმექანიკოსი ანზორ ჭედია, ბორტგამცილებელი ვალენტინა კურტიკოვა, დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა ინსპექტორი გუგა შარბათიანი. ასევე გარდაიცვალნენ მგზავრები სოლომონია, აბოიანი, ჩვიდმეტმა მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანებამიიღო. თავდამსხმელთა ჯგუფის წევრმა დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა.


პილოტმა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა. სადგომისაკენ მიმავალ თვითმფრინავს სპეცდანიშნულების რაზმმა, რომელიც საგანგებოდ იყო მოსკოვიდან ჩამოყვანილი, ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა 1. თვითმფრინავის კორპუსზე დაფიქსირდა 108 ნახვრეტი. ოთხი დამნაშავე: კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გერმანე კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი დააპატიმრეს. მათივე თქმით, მათ თურქეთიდან ამერიკაში უნდოდათ გადასვლა, იქ კი თავისუფლება და უკეთესი ცხოვრება სურდათ.

თვითმფრინავის წარუმატებელი გატაცების შედეგად, დაიღუპა 7 ადამიანი, ორი

პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გია ტაბიძე
ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და
მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც
ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი,
როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა.


თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო.დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიესაჯათ. საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და სამართალში მისცეს. მამა თეოდორესაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს, თუმცაღა მას აღნიშნული დანაშაული არათუ არ ჩაუდენია, თვითმფრინავშიც კი არ ყოფილა.

image

6)ან -24 გატაცება ჩინეთში-ეს გახლავთ ერთადერთი ინციდენტი, რომელიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა.


1985 წლის 19 დეკემბერს პილოტმა შამილ ალიმურადოვმა თვითმფრინავის რეისი იაკუტია-ირკუტსკი 46 მგზავრიანად ჩინეთში გაიტაცა, ჩიტის თავზე როდესაც იმყოფებოდნენ, შტურმანი ტუალეტში გავიდა, მას მიჰყვა ალიმურადოვი, იგი მალევე მობრუნდა უკან და ბორტინჟინერს მოატყუა, რომ სტიუარტს დახმარება სჭირდებოდა, როგორც კი კაბინაში ხომალდის მეთაურთან აბრამიანთან ერთად დარჩა, ამოიღო დანა, ყელზე მიადო მეთაურს და ჩინეთში გაფრენა მოსთხოვა, აბრამიანმა მოასწრო განგაშის სიგნალის გადაცემა, ასე, რომ ცენტრმა იცოდა, რომ ხომალდის გაიტაცეს, საბოლოოდ ან-24-მა ავარიული დაშვება მოახდინა ციციკარის მახლობლად ბრინჯის ველზე.არცერთი მგზავრი არ დაშავებულა, მხოლოდ თვითმფინავი დაზიანდა უმნიშვნელოდ.


მალე ჩინელი სამხედროებით გაივსო ბრინჯის ველი, მგზავრებს თბილი ტანსაცმელი მოუტანეს, ხოლო ალიმურადოვი ხარბინში გადაიყვანეს დასაკითხად.


როგორც გაირკვა ალიმურადოვის ასეთი ქმედების მიზეზი, სრულიად ბანალური იყო, იგი ხელმძღვანელობაზე იყო გაბრაზებული იმის გამო, რომ არ დააწინაურეს და ეკიპაჟის მეთაურად არ გადაიყვანეს.

ჩიმეთის სასამართლომ ალიმურადოვს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 4 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირს გადასცეს, საბჭოთა სასამართლომ შამილ ალიმურადოვს კიდევ 5 წელი პატიმრობა მიუმატა.

რაც შეეხება მგზავრებს, ისინი ხარბინში გადაიყვანეს და ტუ-134-ით ჩიტაში დააბრუნეს.

image

7) Ту-134 გატაცების მცდელობა უფაში 1986 წელს- სამმა დეზერტირმა ჯარისკაცმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ გაქცევა, თავიდან შეთქმულებაში 7 ჯარისკაცი მონაწილეობდა, თუმცა ბოლო მომენტში ოთხმა მათგანმა გადაიფიქრა.


20 სექტემებერს უმცროსი სერჟანტი, 20 წლის ნიკოლაი მაცნევი, 19 წლის რიგითი სერგეი იარგმუჯი და 19 წლის რიგითი ალექსანდრე კონოვალი გამოიპარნენ სამხედრო ნაწილიდან თან გაიტაცეს ტყვიამფრქვევი და შაშხანა.ჯარისკაცებს ჰქონდათ გავლილი სპეციალური მომზადება თვითმფრინავის გატაცების შემთხვევაში, პროგრამა "Набат"-ის ფარგლებში, ამიტომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ თვითმფრინავს გაიტაცებდნენ.



ჯარისკაცებმა ტაქსი იარაღის მუქარით გააჩერეს და აეროპორტში წაყვანა უბრძანეს.თუმცა გზაში ГАИ-ის პოსტი შეხვდათ და შეჩერდნენ, ერთადერთი ვარიანტი, რომ პოსტი გაეარათ სამხედრო ან მილიციის "უაზის" ხელში ჩაგდება იყო.


ახალგაზრდები გზაზე დადგნენ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდნენ. გამოიარა არასაუწყებო დაცვის "უაზმა", ჯარისკაცებმა უფროსი სერჟანტი ზალფირ ახტიამოვი და სერჟანტი აიტარ გალიევი ადგილზე ჩაცხრილეს.

როდესაც აეროპორტში მივიდნენ ტაქსისტი მიხვდა, რომ მისი მოკვლის ჯერიც დადგა, თუმცა ბოლო მომენტში მაცნევმა ტაქსისტს ჰკითხა:"შვილები გყავს?"დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ტერორისტებმა ტაქსისტი გაუშვეს.


ამასთანავე ალექსანდრე კონოვალოვი ძლიერ შეშინდა და თანამზრახველებს ჩამოშორდა, შემდგომ როგორც გაირკვა მან თავის მოკვლა სცადა მაგრამ უშედეგოდ.

ამასობაში კი მაცნევმა და იარგმუჯმა აეროპორტის ასაფრენ ზოლზე მოხვედრა სანიაღვრე არხის გავლის მეშვეობით მოახერხეს.დაინახეს აეროპორტზე მდგომი Ту-134, რომელსაც კიევი-უფა-ნიჟნევარტოვსკის რეისი უნდა შეესრულებინა.ბორტზე იმყოფებოდა 76 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი.


დეზერტირებმა მოითხოვეს თვითმფრინავის დაუყონებლივ აფრენა საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყანაში.თუმცა პილოტებმა მოასწრეს კარის ჩაკეტვა და იქიდან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ახალგაზრდებთან.ისინი სხვადასხვა ტექნიკურ ხარვეზს იმიზეზებდნენ და ამით აფრენას აჭიანურებდნენ. ამასობაში კი აეროპორტზე გამოჩნდა სპეცრაზმი А, ხოლო ახალაგაზრდებთან მოლაპარაკებას მათი სამხედრო ნაწილის მეთაური აწარმოებდა.


ამასობაში კი თვითფრინავის სალონში მაცნევს და იარგუჯს ერთ-ერთი მგზავრთან ალექსანდრ ერმოლენკოსთან კამათი მოუვიდათ.ახალგაზრდებმა მგზავრი ადგილზე მოკლეს, ცეცხლი გაუხსნეს კიდევ ერთ მგზავრს იაროსლავ ტიხანსკისს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.მალევე დეზერტირებმა მგზავრების ნაწილი გაანთავისუფლეს.

როდესაც მიხვდნენ ტერორისტები, რომ მათ მოთხოვნებს არავინ ასრულებდა, გადაწყვიტეს თავის მოკვლა, მათ მოითხოვეს ძლიერმოქმედი ნარკოტიკები.


ამასობაში სპეცრაზმი თვითმფრინავში შეიჭრა, გაბრუებული მაცნევი, რომელიც ტყვიამფქვრევით იყო შეიარაღებული ადგილზე მოკლეს, ხოლო უიარაღო იარგუჯი (იარაღი ბორტგამცილებელმა ააცალა) ფეხში დაჭრეს.


საბოლოოდ დააკავეს 6 ადამიანი, მათ შორის კონოვალოვიც.იარგმუჯის სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს, კონოვალოვს 10 წელი თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენ ოთხს, რომლებიც მხოლოდ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ 2-იდან 6-წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.

image

8)Ту-154-ის გატაცება 1988 წელს-1988 წლის 8 მარტს ირკუტსკიდან ლენინგრადისკენ ანხორციელებდა რეისს სამგზავრო ლაინერი Ту-154, ბორტზე იმყოფებოდა 76 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი.


ბორტზე იმყოფებოდა მრავალშვილიანი ოვეჩკინების ოჯახი.თუმცა ბორტზე ასულ სხვა მგზავრებისგან განსხვავებით ნინელი ოვეჩკინს, თითით საჩვენებელ სანიმუშო ოჯახის უფროსს სულ სხვა მიზანი ჰქონდა:თვითმფრინავის გატაცება და გაქცევა საბჭოთა კავშირიდან.


ოვეჩკინები მოკრძალებულად ცხოვრობდნენ.11 შვილს ძირითადად ნინელი
ზრდიდა.მისი ქმარი ლოთი იყო და 1984 წელს გარდაიცვალა.მას შემდეგ ნინელი მრავალშვილიან ოჯახში უალტერნატივო ავტორიტეტი გახდა.

სწორედ დედამ შემაჩნია, რომ მისი შვილები საოცრად მუსიკალურები
იყვნენ...მანვე 1983 წელს ჩამოაყალიბა ჯაზური ანსამბლი "Семь
Симеонов".წარმატება კოლოსალური იყო.მათზე დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს, ხოლო სახელმწიფომ მრავალშვილიან ოჯახს ორი სამოთახიანი ბინა მისცა.

შემდეგ იყო გასტროლები არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ კაპიტალისტურ ქვეყნებშიც.

1987 წელს ოვეჩკინები იაპონიაში გაემგზავრნენ საგასტროლოდ, სადაც დიდი აუდიტორიის წინაშე მოუწიათ გამოსვლამ...

სწორედ ამის შემდეგ დაებადათ იდეა ოვეჩკინების ოჯახს საზღვარგარეთ
გაქცეულიყვნენ და საგანგებოდ გეგმა თითქმის 6 თვით ადრე შეიმუშავეს.


ოფიციალურად ოვეჩკინები მიფრინავდნენ ლენინგრადში საგასტროლოდ..თუმცა მათი დანიშნულების ბოლო პუნქტი სულ სხვა იყო, -ლონდონი.

თავიდან ოვეჩკინებმა ბორტგამცილებელს პოლოტთან გაატანეს წერილი, სადაც
ისინი ითხოვდნენ თვითმფრინავს შეეცვალა მარშრუტი და ლონდონში გაფრენილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდნენ.თავიდან პოლოტებს ეგონათ, რომ მუსიკოსები ხუმრობდნენ, მაგრამ როდესაც ოვეჩკინებმა გადაჭრილი თოფი ამოიღეს და მგზავრების მოკვლით დაიმუქრნენ, საქმემ სერიოზული ხასიათი მიიღო...
თავიდან პოლოტებმა გადაწყვიტეს თვითონ გაეწიათ წინააღმდეგობა
ტერორისტებისთვის(იმ პერიოდში უკვე მფრინავები "მაკაროვის" სისტემის
იარაღით იყვენენ შეიარაღებულები), თუმცა ეს გეგმა სარისკოდ მოეჩვენათ და
მორიგ მითითებებს მიწიდან დაელოდნენ.

ამის შემდეგ გამტაცებლებთან გავიდა ბორტგამცილებელი თამარა ჟარკაია და მათ აცნობა, რომ მალე თვითმფრინავი დაჯდებოდა პატარა ფინურ ქალაქ კოტკაში.

სინამდვილეში კი თვითმფრინავი ლენინგრადის მახლობლად, ვეშევოში,
სამხედრო აეროდრომზე ჯდებოდა. ოპერაციის ხელმძღვანელებს იმედი ჰქონდათ,
რომ მუსიკოსები ვერ მიხვდებოდნენ, რომ ისევ საბჭოთა ტერიტორიაზე
იმყოფებოდნენ... იქ უკვე მობილიზებული იყო სპეცრაზმი.

მაგრამ ტერორისტები მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, 24 წლის დიმიტრი ოვეჩკინმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოკლა თამარა ჟარკაია, ხოლო ნინელიმ თავის შვილებს უბრძანა შტურმით აეღოთ პილოტების კაბინა.


თუმცა ამ გეგმამ ფიასკო განიცადა.ამის შემდეგ ძმები დაიმუქრნენ, რომ
დახოცავდნენ მგზავრებს, ამასთანავე მათ უარი თქვეს ხომალდიდან ბავშვების და
ქალების გამოშვებაზე...

ამასობაში თვითმფრინავს საწვავის მანქანა მიუახლოვდა, ტერორისტებმა
ბორტგამცილებელი გარეთ გაუშვეს, რომ ავზი გაეხსნა.სინამდვილეში ეს
ყველაფერი სპექტაკლი იყო.სპეცრაზმი, ნაწილი თვითმფრინავის კუდიდან, ხოლო მეორე ნაწილი მფრინავების კაბინიდან შტურმისთვის ემზადებოდა.

თვითმფრინავმა საწვავი "შეავსო" და ასაფრენ ბილიკისკენ გაემართა...

ამის შემდეგ დაიწყო სპეცრაზმის უნიჭო და არაპროფესიონალური
ოპერაცია...ოვეჩკინებმა თავიდანვე საპასუხო სროლით რამდენიმე სპეცრაზმელი
დაჭრეს..შედეგად სპეცრაზემელები ისევ პილოტის კაბინაში დაიმალნენ...არც
თვითმფრინავის კუდიდან განხორციელებული შეტევა გახდა ეფექტური...ურთიერთსროლის შედეგად კიდევ 3 მგზავრი დაიღუპა.

ამის შემდეგ ნინელიმ თავის შვილები გარშემო შემოიკრიბა და თვითნაკეთი
ბომბი ააფეთქეს(სუიციდი თავიდანვე იყო ოვეჩკინების გეგმაში, თუ გატაცება
გეგმის მიხედვით არ განხორციელდებოდა), თუმცა აფეთქების შემდეგ მხოლოდ ალექსანდრე დაიღუპა.

ამის შემდეგ ნინელიმ თავის უფროს ვაჟს, ვასილის უბრძანა მისთვის ესროლა, შვილმა უყოყმანოდ შეასრულა დავალება.შემდეგ დადგა დიმიტრის და ოლეგის ჯერიც....17 წლის იგორს არ უნდოდა სიკვდილი და ამიტომ ტუალეტში დაიმალა..თუმცა ძმას მის საძებნად ნამდვილად აღარ ჰქონდა დრო.ოლეგის მოკვლის შემდეგ თავში დაიხალა ტყვია..თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა, დაიწყო პანიკა....როგორც იქნა ერთ-ერთმა მგზავრმა კარი გახსნა.პანიკაში ჩავარდნილი მგზავრები თვითმფრინავს ქაოსურად სტოვებდნენ..

საღამოს 8 საათზე ოპერაცია დასრულდა. დაიღუპა 9 ადამიანი, (3 მგზავრი,
ბორტგამცილებელი და 5 ოვეჩკინების ოჯახის წევრი)15-მა მძიმე ტრავმა მიიღო.

image

9)ტუ 154-ის გატაცება პაკისტანში-1990 წლის 19 აგვისტოს ნერიუნგრის ციხის პატიმრებმა მოახერხეს პაკისტანში თვითმფინავის გატაცება.


ქალაქ ნერიუნგრის დროებითი იზოლატორიდან ქალაქ იაკუტსკში ტუ 154-ით უნდა გადაეყვანათ 15 მსჯავრდებული, თვითმფრინავში ჩასხდომიდან 5 წუთის შემდეგ დისპეტჩერმა ხომადლის მეთაურისგან მიიღო განგაშის სიგნალი, ტერორისტთაგან ერთ-ერთმა, ვლადიმერ ევდოკიმოვმა შეძლო ბორტზე გადაჭრილი თოფის ატანა, ზედამხედველის მოქრთამვის მეშვეობით, სარეცხის საპონის ნაჭერს კი პატიმრები ბომბად ასაღებდნენ.ამასთანავე მათ მძველად აიყვანეს სამი თანმხლები ზედამხედველი, წაართვეს იარაღი და ხელბორკილები დაადეს.

19 აგვისტოს შუადღისას თვითმფინავი ჯერ ნერიუნგრში დაეშვა, სადაც ტერორისტებმა ავტომატები, რაცია და პარაშუტები მოითხოვეს, შემდეგ კრასნოიარსკში გაფრინდნენ იმავე საღამოს, 23 საათზე მოსკოვში დაეშვა თვითმფინავი, ხოლო იქიდან ტაშკენტში გადაფრინდა.


იქ ბანდიტებმა "ახალი მეთაური" აირჩიეს, ევდოკიმოვის ნაცვლად თვითმფრინავის გატაცებას სათავეში ჩაუდგა ანდრეი ისაკოვი.ოთხი პატიმარი, რომლებიც მსუბუქი დანაშაულისთვის იჯდა ციხეში ხელისუფლებას ჩაბარდა, 20 აგვისტოს დილით კი ტუ-154 36 მძევლით და 11 ტერორისტით პაკისტანის ქალაქ ყარაჩში დაეშვა, მანამდე ლაინერი საათნახევარი ტრიალებდა ქალაქის თავზე, პაკისტანის ხელისუფლება მისი ჩამოგდებითაც კი იმუქრებოდა, დაჯდომის ნებართა მხოლოდ საწვავის გათავების შემდეგ დართეს.


პაკისტანის ხელისუფლებამ 11 ტერორისტი ცბიერი აზიური"ზარ-ზეიმით" მიიღო, თუმცა იმავე დღეს ყველანი ყარაჩის ციხეში გადაიყვანეს.


1990 წლის სექტემბერში პაკისტანის სასამართლომ 11 ტერორისტს სასჯელი უმაღლესი ზომა ჩამოხრჩობა მიუსაჯა, თუმცა 1991 წელს სამუდამო პატიმრობით შეუცვალა, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, უმეტესობას ერჩია სიკვდილით დაესაჯათ, საბჭოთა "ქურდული გაგება" პაკისტანის ციხეში არ გადიოდა, ერთმა ერთი თვის შემდეგ ჩამოიხრჩო თავი ციხეში, მეორე რამდენიმე თვეში მოკვდა, მესამემაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ხოლო დანარჩენები აპელაციას აპელაციაზე აგზავნდნენ და ითხოვდნენ სამშობლოში-საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, მხოლოდ 1998 წელს, პაკისტანის დამოუკიდებლობის 50 წლისთავთან დაკავშირებით მოახდინეს მათი ამინისტირება.6 ტერორისტი რუსეთში დაბრუნდა, სადაც იაკუტიის სასამართლომ 15 წელი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ორი უკრიანელი პაკისტანში დარჩა, რადგან უკრაინამ არ ისურვა მათი უკან მიღება, ერთ-ერთი მაქსიმ ლევჩენკო მაინც დაბრუნდა სამშობლოში, ხოლო მეორეს ბედი დღემდე გაურკვეველია.




0
301
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0