სასარგებლო პროდუქტები გაზაფხულის ნუშის გული - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2018, 26 აპრილი, 11:11 ნუში — ვარდისებრთა ოჯახის, კურკოვანთა გვარის მცენარე. ცნობილია 40-მდე ჯიში, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. კავკასიაში იზრდება 7 ჯიშამდე, საქართველოში კი მხოლოდ 2. მათგან ერთი — ჩვეულებრივი ნუში კულტივირებულია. მისი სიმაღლე 10 მ აღწევს. აქვს თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილი. მეორე სახეობა, ენდემური ქართული ნუში, ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1-1, 5 მ აღწევს. გამოირჩევა კაშკაშა ვარდისფერი ყვავილებით. იზრდება აღმოსავლეთ საქართველოში, ქმნის რაყას, მისი დიდი მასივებია გარეკახეთში, სოფელ კრასნოგორსკთან (წარსულში მალხაზიანი, მახაზოვკა, აზამბური) და ქოჩორას მთის დასავლეთ კალთებზე ხევებში. დასამწიფებელი ნუშის გული გაზაფხულის ერთ-ერთი შეუდარებელი ხილია ჯანმრთელობისთვის. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ნუშის გულის ჯადოსნურ თვისებებს. * ნუშის გული იმდენად ძვირფასია, რომ მისი მირთმევის შანსი წელიწადში მხოლოდ 20 დღით შეგიძლიათ! * 30 გრამში მხოლოდ 160 კალორიას შეიცავს - გამოდის, რომ საკმაოდ დიეტურია! * ეხმარება ნაწლავს კარგ ბაქტერიების გამრავლებაში, ქმნის პრობიოზურ ეფექტს! * ნუშის გული შეიცავს E ვიტამინის და აქედან გამომდინარე არის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტი. გარდა ამისა, იცავს კანს! * შეიცავს უხვი რაოდენობით მაგნიუმს, რომელიც გულს იცავს! * აჩქარებს ორგანიზმში მეტაბოლიზმს! * მარილით მირთმევა საზიანო არ არის, ნებისმიერი დოზით მარილის დაყოლება შეგიძლიათ! * ცუდი ქოლესტერინის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა! * თუ განიცდით C ვიტამინის ნაკლებობას, მაშინ აუცილებლად უნდა მიირთვათ გაზაფხულის ნუშის გული! * შეგიძლიათ დაამზადოთ სალათებიც. შეურიეთ ნუშის გული არაჟანში, დაამატეთ ნიორი და მარილი, შემდეგ მიირთვით! * მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ნუშის გულისგან უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. შვეიცარიაში ნუშის გული ძალიან ძვირი ღირს, აქედან გამომდინარე 5 ვარსკვლავიან რესტორნებში შესანიშნავი კერძები მზადდება, ამზადებენ ბადრიჯანთან და ბარდასთან ერთადაც. * ძალიან უხდება თევზეულსაც, თუ გექნებათ თევზეულის დამზადების შანსი და გამოიყენებთ საუკეთესო რეცეპტებს, აუცილებლად შეურიეთ ნუშის გულიც! * ნუშის გული ცხიმი შეიცავს უხვად მინერალებს, ეფექტურია თმის ცვენის საწინააღმდეგოდ! გემრიელად მიირთვით!სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. "ადამიანები ხართ, მაგრამ ადამიანობა არ გაგაჩნიათ!" - პატარა პალესტინელის ემოციური გამოსვლა 2. ტესტი - აიმაღლეთ ინტელექტი (II ნაწილი) 3. თანამედროვე ხელოვნების 25 გრანდიოზული შედევრი 4. პირველად! კადრები Atyrau UG-157/11(ყაზახეთი)- ის ქალთა კოლონიიდან 5. განსაცვიფრებელი ფაქტების ტოპ 22 - იცით თუ არა რომ... (III ნაწილი) 724 8-ს მოსწონს
|