საზოგადოება ის შავკანიანი სიძე რომელმაც ქართველი გოგო შეირთო ცოლად პატრიარქის ნათლული და სტიქაროსანი ყოფილა 2018, 24 აპრილი, 7:55
"შეაჩერე კორუფცია“-ს დამფუძნებელი ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„ის შავკანიანი სიძე რომელმაც ქართველი გოგო შეირთო ცოლად პატრიარქის ნათლული და სტიქაროსანი ყოფილა. ეხლა მაინტერესებს ის ენატარტალა გარყვნილები სად არიან . ქართველობას რომ იცავენ და გადავშენდითო რომ წინაწარმეტყველებდნენ. მე რომ მომენათლა რას მიზამდნენ ხომ წარმოგიდგენიათ? ჰეეე გიცდით ეხლა როდის ამოიღებთ ხმას და როდის გალანძღავთ პატრიარქს და იმ მამაოებს ვინც ჯვარი დაწერეს.“ ის, რომ ნამდვილად პატრიარქის ნათლული და სტიქაროსანი ყოფილა, გუშინ ვახო სანაიას გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" გაჟღერდა. შეგახენებთ, ქართველი გოგონას და შავკანიანი მამაკაცის ქორწინება სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, წყვილის საქორწინო ცერემონიალი „კუს ტბაზე“ გაიმართა, ჯვარი კი ეკლესიაში დაიწერეს. საზოგადოების ყველაზე დიდი აღშფოთება კი იმან გამოიწვია, რომ შავკანიანი მამაკაცი ქართულ ჩოხაში იყო გამოწყობილი. 436 8-ს მოსწონს
|