საზოგადოება სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან შეფერხებაა 2018, 22 აპრილი, 21:32 . უკვე რამდენიმე საათია სომხეთ-საქართველოს საზღვართან მისასვლელ გზაზე მოძრაობაა შეფერხებული.
.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა სოფელ ბაგრატაშენში საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. შედეგად, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება პარალიზებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოს მხრიდან „სადახლოს“ გამშვები პუნქტია.
.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ჟესტით ისინი სოლიდარობას უცხადებენ ერევანში მიმდინარე პროცესებს.
20 შეფასება არ არის
|