კინო თუ მიზანი გაქვთ, საშუალებაც მოიძებნება. ორმის მიბაძეთ და არასდროს დანებდეთ! (+ ვიდეო) 2018, 21 აპრილი, 10:03 მიზნის განსაზღვრა – ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ნებისყოფა არ გვყოფნის და პირველივე წარუმატებლობის შემთხვევაში, უკან ვიხევთ. როგორც ჩერჩილი ამბობდა, წარმატება – ეს ერთი წარუმატებელი მცდელობიდან, მეორე წარუმატებელ მცდელობაზე გადასვლაა, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე. სწორედ ეს უნდა ვისწავლოთ ამ ვარდისფერი გოჭისგან, რომელის მიზანი – გემრიელი ორცხობილებია და ის არც ენთუზიაზმის ნაკლებობას უჩივის. «ორმი» – ძალიან კარგი ნახატი ფილმია (Rob Silvestri-ს ფილმი, კანადა), ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ დასახული მიზნის განსახორციელებლად და არასდროს დავნებდეთ, წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 12 მიზეზი იმისა, რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ თუ პრობლემები გაქვს ცხოვრებაში... 18 რამ, რაც არასოდეს უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ 17 3-ს მოსწონს
|