საზოგადოება „კაბუ“ საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს 2018, 18 აპრილი, 13:42 საფრანგეთში ქართველი მსახიობი და მომღერალი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ დააკავეს. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მათი ინფორმაციით, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს. „კაბუ“ საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რომ როგორც დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში დააკავებულია 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი. აბუაშვილის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, რომ მისი შვილი საფრანგეთში სამკურნალოდაა წასული, თუმცა მისთვის უცნობია, დაკავებულია თუ არა. „მე არ გამიგია მისი დაკავების ამბავი. კახას ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ ვესაუბრე. მას შემდეგ აღარ დაურეკია. მე მარტო ვცხოვრობ და კომპიუტერი არ მაქვს. ამიტომ ხშირად დალაპარაკებას ვერ ვახერხებდი. სამკურნალოდ არის წასული საფრანგეთში და რატომ უნდა დაეკავებინათ? ის კანონიერი ქურდი არასდროს არ ყოფილა, ყველას გვყავს ათასნაირი ახლობლები, ზოგი კანონიერი ქურდია და ზოგი არა, “ – აღნიშნა აბუაშვილის დედამ. 146 1-ს მოსწონს 1-ს არა
|