შოუბიზნესი ჯესიკა სიმფსონი მშობიარობის მერე ფორმას კარგავს 2012, 28 ივნისი, 19:36 აი ამას ქვია უგზო-უკვლოდ გასუქება! როგორც ჩანს, ცნობილი მსახიობი ჯესიკა სიმფსონი, რომელიც თვეზე ცოტა მეტის ხნის წინ გოგონას დედა გახდა, არც აპირებს პოსტ-სამშობიარო ფორმიდან თავის დაღწევაზე ზრუნვას. არადა ამგვარი გაბარიტების პატრონს ნამდვილად მოეთხოვება იზრუნოს ადამიანურ ფორმაში ჩასადგომად. ჯერ კიდევ ორსულობისას, ჯესი ისეთი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა სიგანეში, რომ გასაკვირი არც იყო შედეგი რაც გოგონას დაბადების შემდგომ დადგა. თუმცა ბედნიერება რომელსაც ჯესიკა ორსულობის პერიოდში ჩუქნიდა საკუთარ თავს, ნებისმიერი საკვების განუსაზღვრელი ოდენობით ჭამის სახით, როგორც ჩანს დღემდე "ბედნიერებად" რჩება მისთვის, რაც ასტრონომიულად მომატებული კილოგრამების სახით არის კიდეც სახეზე. 3507 5-ს მოსწონს 1-ს არა
|