x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ტალღოვნებს» გავრცელების არეალი, მოვლა და გამრავლება

ტალღოვანი თუთიყუშები ფერადები, მხიარულები და გონიერები არიან. მათ შეუძლიათ როგორც მარტოხელა ადამიანის ცხოვრების გახალისება, ისე დიდი მეგობრული ოჯახის გამხიარულება. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ფრინველების მოყვარულები, სწორედ «ტალღოვანებს» უღებენ საკუთარი სახლის და გულის კარს.


image


ტალღოვანი თუთიყუშების აღწერა


ზრდასრული თუთიყუში 40-50 გრ. იწონის. სხეულის სიგრძე 17-23 სმ. შეიძლება იყოს, რომლის მესამედი კუდზე მოდის.

ველურ ბუნებაში მცხოვრები ფრინველების ძირითადი ფონის დომინანტი ფერი – ზურმუხტისფერი მწვანეა, ხოლო თავი და კისრის ირგვლივ ბუმბული, ღია ყვითელი ფერია. კისრის ორივე მხარეს, ზრდასრულ ფრინველს, სიმეტრიულად აქვს განლაგებული 3-3 შავი წერტილი.


image


თავის უკანა მხარეს, კეფაზე მუქი ფერის ზოლები აქვს, რომლებიც ზურგის მიმართულებით, თანდათანობით მსხვილდება. რაც უფრო ახალგაზრდაა ფრინველი, მით უფრო არამკვათრი, ბუნდოვანია ნახატი.

სელექციონერების მიერ გამოყვანილ «ტალღოვნებს» სხვადასხვა შეფერილობის ბუმბული აქვთ და ზოგიერთ შემთხვევაში, მკვეთრად გამოხატული, ტრადიციული ტალღისებური უზორი არ გააჩნიათ.

ტალღოვან თუთიყუშს ნესტოების (ცვლილოვანას) ქვემოთ, მოკაუჭებული ნისკარტი აქვს, რომელიც რქოვანი ფენით არის დაფარული. რქოვანით არის დაფარული მისი საკმაოდ სქელი ენის წვერიც.

ცვლილოვანას ფერით თუთიყუშის სქესის განსაზღვრა არის შესაძლებელი: მამალ «ტალღოვანას» ცვლილოვანა ლურჯი ფერის არის (ბარტყობისას - იისფერი). ხოლო დედალს – ყავისფერი ან ცისფერი (ბარტყს – ღია ცისფერი).

ვიდრე თუთიყუში პატარაა, მას მუქი ფერის ნისკარტი აქვს, ხოლო ზრდასრული ფრინველის ნისკარტი ღია ყვითელია, მომწვანო ელფერით.

თთიყუშებს ფეხზე 4 გრძელი თითი აქვთ, რომელიც შეიძლება მონაცრისფრო-ლურჯი ან ვარდისფერი იყოს. თითები წყვილ-წყვილად არის წინ და უკან მიმართული და ამის წყალობით, ფრინველებს შეუძლიათ როგორც ხეებზე ცოცვა, ისე ჰორიზონტალურ ზედაპირზე სიარული.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ფრინველებს არ გააჩნიათ ხმის იოგები და ყველანაირ ხმას მხოლოდ პირით გამოსცემენ.

ტალღოვანი თუთიყუშები ყველაზე მოლაყბე ფრინველები არიან დედამიწაზე. ამ ჯიშის ზოგიერთი წარმომადგენელი, თავისი «გრძელი ენის» წყალობით, რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა. მაგ., ამერიკელი კამილ ჯორდანის თუთიყუშმა, პაკმა, გასული საუკუნის ბოლოს, 1700 სიტყვაზე მეტი ისწავლა და თავისი ცოდნის დემონსტრირებაც მოახდინა. როგორც ამბობენ, ის უბრალოდ კი არ ამბობდა ცალკეულ სიტყვებს, გააზრებულად საუბრობდა და ამის გამო, ის ყველაზე ჭკვიან თუთიყუშად აღიარეს და 1995 წლის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს.

ტალღოვანი თუთიყუშები სამყაროს ჩვენსავით ფერაფი ფერებით ხედავენ და ჩვენსავით არიან მემარჯვენეები და ცაციები.

«ტალღოვნებს» ძალიან უყვართ ძილი და დღე-ღამეში, 10-12 საათს ძილში ატარებენ.



გავრცელების არეალი



image


ავსტრალია – ტალღოვანი თუთიყუშების მხოლოდ სამშობლო კი არა, ველურ ბუნებაში, მათი გავრცელების ძირითადი არეალია.

როგორც აღმოჩნდა, ეს ფრინველები ავსტრალიის კონტინენტზე ჯერ კიდევ 5 მლნ. წლის წინ ცხოვრობდნენ. დღეს ამ ფრინველების 200 სახეობას ითვლიან და ზოგიერთი მათგანი წითელ წიგნში არის შეტანილი.

კონტინენტის ფარგლებში, ძირითადად, სამხ-დას და აღმოსავლეთ სანაპიროებზე ბინადრობენ, ერიდებიან ხშირ, გაუვალი ტყეების ტერიტორიებს. კონტინენტის გარდა, თუთიყუშები მის მიმდებარე კუნძულებზე, მათ შორის კ. ტასმანიაზეც ბინადრობენ.

ტალღოვანი თუთიყუშები სოციალური ფრინველები არიან და ჩვეულებრივ, გუნდებად ცხოვრობენ. თითოეულ გუნდში, შეიძლება, 20 დან-რამდენიმე ასეულამდე ფრინველი იყოს. ისინი გუნდ-გინდად დაფრინავენ, ერთი ადგილიდან მეორეზე, საკვებისა და წყლის ძიებაში.

თუთიყუშებს, დიდი სიჩქარის წყალობით, თავისუფლად შეუძლიათ შორ მანძილზე გადაფრენა, თითქმის ისეე, როგორც მერცხლებს.

ამჟამად, ტალღოვანი თუთიყუშების პოპულაცის ბუნებაში, საგრძნობლად შემცირებულია. ორნიტოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ავსტრალიის ლანდშაფტებში, ადამიანის ჩარევის შედეგია.

გარდა ამისა, გარემოს ცვლილებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას ისიც ემატება, რომ აბორიგენული ტომები, ამ თუთიყუშებს «bedgerigas» ეძახიან, რაც ქართულად «საჭმელად გამოსადეგს» ნიშნავს. imageტალღოვანი თუთიყუშები სახლის პირობებშიimageპირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მსოფლიოში, სახლის პირობებში, უფრო მეტი თუთიყუში ცხოვრობს, ვიდრე ველურ ბუნებაში.

იმისთვის, რომ თუთიყუშმა სახლის პირობებში თავი მყუდროდ იგრძნოს, მისი გალია კარგად განათებულ ადგილზე, თქვენი სახის სიმაღლის დონეზე, უნდა იდგეს. ფრინველებს გრძელი დღე (განათება) ესაჭიროებათ: ზამთარში 10-12 სთ. ხოლო ზაფხულში – 12-14 სთ. როგორც კი შემოდგომაზე დღის ხანგრძლივობა შემცირდება, დამატებითი სინათლის წყარო უნდა ჩაურთათ. და კიდევ, არ დადგათ გალია ფანჯრის რაფაზე ან გაღებული ფანჯრის წინ. თუთიყუშები ძალიან ადვილად ცივდებიან.



გალია


image


გალიის მინიმალური ზომა 1 ფრინველისთვის – 25*40*40 სმ-ია. თუ ფრინველი მარტო არ არის, გალიის ფართობი უფრო მეტი უნდა იყოს. თუ არჩევანის გაკეთება მომრგვალებულ და მართკუთხა გალიებს შორის გიწევთ, ბეტყელთავიანი გალია აირჩიეთ, რადგან მასზე სათამაშოების დამაგრება უფრო ადვილად შეიძლება.

თუთიყუშმა კონფორტულად რომ იგრძნოს თავი, გალიაში უნდა იყოს:

I. მინიმუმ 2 ქანდარა;

II. მინის ან ფაიფურის წყლის ჭურჭელი (ყოველდღიურად უნდა ირეცხებოდეს სოდით და ცხელი წყლით);

III. ორი გეჯა (საკვების ჭურჭელი): ერთი მარცვლეულისთვის, მეორე – რბილი საკვებისთვის.

IV. აბაზანა თბილი წყლით;

V. თუ ფრინველი მარტოა, გალიაში სარკე უნდა იყოს დაკიდული.

VI. გალიაში ბევრ ნივთებს ნუ მოათავსებთ, რადგან მათზე მტვერი და ბუმბულის ნაწილაკები გროვდება და პარაზიტების გაჩენის და გამრავლების შანსი იზრდება.

შენიშვნა: აბაზანას და გალიის სხვა აქსესუარებს, თუთიყუშთან კონტაქტამდე, სტერილიზაცია გაუკეთეთ: მდუღარე წყალი გადაავლეთ და კარგად გაამშრალეთ.image

მოვლა და ჰიგიენა


image


ახალ ადგილზე გადასვლა ყველა დიდი სტრესია თუთიყუშისთვის. ამიტომ, 2-3 კვირის მანძილზე, ნუ შეაწუხებთ, ეცადეთ რომ არაფერმა გააღიზიანოს: მოარიდეთ ხმაურს, სხვა შინაურ ცხოველებს და პატარა ბავშვებთან ხანგრძლივ კონტაქტს. მშვიდად ესაუბრეთ ფრინველს და ხელში ნუ აიყვანთ, – ის თავისით მოვა თქვენთან, როდესაც მისი ნდობას მოიპოვებთ.

თუთიყუშს მშვიდად რომ ეძინოს, გალიას მუქი ფერის ქსოვილი (სასურველია ბამბის იყოს) უნდა გადააფაროთ. მაგრამ, ვიდრე ამას გააკეთებთ, დარწმუნდით, რომ ფრინველი ქანდარაზე ზის. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადააფაროთ გალიას სამ მხარეს: გვერდებზე სრულად და წინიდან ნაწილობრივ. გალიაში ჰაერმა კარგად რომ იმოძრაოს, კედლის მხარეს ქსოვილს ნუ ჩამოაფარებთ.

imageმზის გავლენით ფრინველის ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავება ხდება. ამიტომ, როგორც კი დათბება, გალია ღია აივანზე გაიტანეთ, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ, – ოდნავ მოუჩრდილეთ, შეგიძლიათ ნახევარ გალიაზე ქსოვილი გადააფაროთ, რომ ფრინველი გამუდმებით მცხუნვარე მზეზე არ იყოს.

მზის აბაზანის გარდა, ფრინველისთვის წყლის აბაზანებიც აუცილებელია. თუთიყუშს დაბანვის საშუალება კვირაში ერთხელ მაინც უნდა მისცეთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ცხელა, უფრო ხშირადაც. ძალით ნუ აბანავებთ. მან თვითონ უნდა მოინდომოს ამის გაკეთება. დაუდგით დასაბანი წყალი და შეეცადეთ დააინტერესოთ (მაგ. მისი სათამაშო ჩააგდეთ).

თუთიყუში რომ არ შეწუხდეს, სპეციალური აბაზანა უნდა შეიძინოთ, რომელიც გალიაზე გარედან მაგრდება. მას შემდეგ, რაც თუთიყუში დაიბანს და გალიაში გადავა, აბაზანა მოხსენით (ჭუჭყიან წყალში II არ უნდა შევიდეს).

imageimageimageწყალი თბილი უნდა იყოს და თუ ფრინველი ძალიან დასველდება, ფენით ნუ გააშრობთ. ის მათთვის ძალიან სახიფათოა, – შეიძლება ფრინველი ასეთი გაშრობის შემდეგ, მოკვდეს კიდეც. და თუ მაინც გახდა საჭირო მისი გაშრობა, გალიის თავზე, ერთ მხარეს მაგიდის ლამპა დადგით, ხოლო მეორეორე მხარეს ქსოვილი გადააფარეთ. როდესაც დასცხება, თვითონ მოშორდება ნათურას და მეორე მხარეს გადავა.

ზამთარში შეგიძლიათ თუთიყუშს წყლის აბაზანის ალტერნატიული საშუალება შესთავაზოთ, – ნამიანი სალათის ფოთლების სახით. ასეთი აბაზანა ორმაგად სასარგებლოა, რადგან ფრინველები სალათის ფოთლებს ჭამენ კიდეც. და უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივ პირობებში, თუთიყუშები სწორედ ნამიანი ბალახით ბანაობენ.imageimageimageimageწელიწადში 2-ჯერ ფრინველი ბუმბულს იცვლის და ამ პერიოდში აღარ დაფრინავს. შეეცადეთ რომ ის ნაკლებად შეაწუხოთ და ვიტამინებით გამოკვებოთ.

მიუხედავად იმისა, რომ თუთიყუშები ცოტა წყალს სვამენ, წყალი გალიაში მუდმივად უნდა იყოს. ონკანის წყალი არ უნდა აადუღოთ, მაგრამ უნდა გაფილტროთ ან მათთვის წყალი, მაღაზიაში უნდა შეიძინოთ.

ფრინველმა ბრჭყალების მოვლა რომ შეძლოს, სასურველია რომ ქანდარა ხის იყოს: იმ შემთხვევაში, თუ პლასტმასის იქნება, ფრჩხილის გაქლიბვა ბუნებრივად ვერ მოახერხებს.

გალია ყოველდღე უნდა დაასუფთაოთ. ხოლო, თვეში ერთხელ, გენერალური დასუფთავება მოაწყოთ და გალია გვირილის ან ავშანის ნახარშით გაწმინდოთ.

და კიდევ, თუთიყუშს ფრთების ატროფია ან დეპრესია რომ არ დაემართოს, გალიიდან ყოველ დღე თუ არა, კვირაში 3-4-ჯერ მაინც უნდა გამოუშვათ, მინიმუმ 20 წუთით მაინც.


კვება


image


თუთიყუშების საკვები სხვადასხვა სახის მარცვლოვანი კულტურები ნაკრებს წარმოადგენს და მისი შეძენა ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეიძლება. საკვების შერჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ ვარგისიანობის ვადას და თუ გინდათ რომ ფრინველს ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნას, არ შეიძინოთ საკვები ქიმიური საღებავებით და დანამატებით.

თუთიყუშები ბევრად უფრო დღეგრძელები არიან, თუ მათ რაციონში, მარცვლეულის გარდა, სხვა საკვებიც შედის:

ვაშლი, გოგრა, ქლიავი, მსხალი, მანგო, კივი, მარწყვი, ატამი, გახეხილი ჭარხალი და სტაფილო;

სალათის და ბაბუაწვერას ფოთლები, კამა, ისპანახი (ზამთარში საკვებში შეგიძლიათ დაფხვნილი ჭინჭარი დაუმატოთ);

ხილის და ტირიფის ხეების გარეცხილი ტოტები;

გახეხილი ხაჭო და მოხარშული კვერცხი, გახეხილ სტაფილოსთან ან ჭარხლთან ერთად.

თაფლიანი კრეკერები და ჩხირები თუთიყუშებისთვის.

ან პროდუქტებიდან რომელიმე ყოველდღიურად უნდა მისცეთ, მარცვლეულთან ერთად (სხვადასხვა გეჯით). და კიდევ, როდესაც მარცვლოვან საკვებს უყრით, წინა დღეს მორჩენილი მარცვლეული უნდა გადაყაროთ. ვიტამინების დამატება მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც ფრინველი ბუმბულს იცვლის, ავად არის ან ბარტყებს კვებავს.

აკრძალული პროდუქტების სიაში შედის:

კარტოფილი და რევანდი;

შოკოლადი და ალკოჰოლი;

რძე.


ტალღოვანი თუთიყუშებისთვის სახიფათოა ოთახის მცენარეებიც. ამიტომ, თუ სახლში ქოთნის ყვავილები გაქვთ, იმ ოთახში თუთიყუშს ნუ გამოუშვებთ! შეიძლება მოიწამლოს. imageსიცოცხლის ხანგრძლივობა imageველურ ბუნებაში, ტალთოვანმა თუთიყუშმა შეიძლება 8 წელი იცოცხლოს. მაგრამ, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ჩვეულებრივ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-ჯერ ნაკლებია. ფრინველები შიმშილისგან, ბუნებრივი კატაკლიზმებისგან და მტაცებლების გამო იღუპებიან.

რაც შეეხება სახლლის პირობებში მცხოვრები თუთიყუშების დღეგრძელობას, თავიაანთ ველურ თანამოძმეებთან შედარებით, ისინი ბევრად უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ. ადამიანის ზრუნვის წყალობით, მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10-15 წელია და შეიძლება 20 წლამდეც იცოცხლონ.imageავადმყოფობა და პროფილაქტიკაimage«ტალღოვანების» ყველაზე გავრცელებულ დაავადებებად ითვლება:

გაციება (სიმპტომები – სურდო და ცემინება);

გარეგანი პარაზიტებით (ტკიპები, ტილები) დაავადება (ნიშნები – ქავილი, ბუმბულის დაგლეჯა, ბარტყების დაღუპვა, წყლის ჭურჭელში მწერების ჩაცვენა);

შინაგანი პარაზიტები (ნიშნები – მოწყენილობა, მადის დაკარგვა);

კვერცხის დების შეფერხება (ნიშანი – ფრინველი სულ გალიის ძირში ზის, სუნთქვა უჭირს და კლოაკა აქვს შესიებული).

მსგავსი სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.



გამრავლება


image


ფრინველები გამრავლებისთვის მომწიფებულები 1-1, 5 წ. ასაკში არიან. თუმცა გამრავლებისთვის გარკვეული ხელშეწყობაც არის საჭირო: დღის ხანგრძლივობა 13-14 სთ. უნდა იყოს, ტემპერატურული რეჟიმი, განსაკუთრებული დიეტა და ვიტამინები. გარდა ამისა, საჭიროა მყუდრო ბუდე (ყუთის შიდა ზომები: 15*25*15 სმ.). თუ ბუდე არ ექნებათ, დედალი თუთიყუში კვერცხებს არ დადებს.

ბუდეს თავი უნდა ეხდებოდეს, რომ თვალყურის დევნება შეიძლებოდეს სისუფთავეზე და გამოჩეკილი ბარტყების ჯანმრთელობაზე.

ბუდის შეძენის შემდეგ, აუცილებლად გადაავლეთ მდუღარე წყალი და გალიაში, კარგად რომ გაშრება, შემდეგ ჩადგით. გარდა ამისა, შიგნით უნდა ჩაყაროთ ნახერხი (ზოო მაღაზიაში შეიძინეთ, აუცილებლად). დამატებითი დეზიმფექციისთვის, ნახერხს მშრალი გვირილა შეურიეთ.

კვერცხებიდან ბარტყები 18 დღის შემდეგ იწყებენ გამოჩეკვას და მათი წონა, დაახლოებით 2 გრამია.

ბუდის დასუფთავება, ბოლო ბარტყის გამოჩეკვიდან 2 კვირის შემდეგ შეიძლება.


image


დაახლოებით, 40 დღის შემდეგ, ბარტყებს დამოუკიდებლად შეუძლიათ კვება და აუცილებლად, სხვა გალიაში უნდა გადასხათ. რადგან დედა მათ დაკბენას იწყებს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მას ისევ კვერცხების დადება და ბარტყების ახალი პარტიის გამოჩეკვა უნდა.

შენიშვნა: როგორც უკვე აღნიშნული იყო, თუთიყუშები საშუალოდ 15 წელი ცოცხლობენ. მათი გამრავლების ოპტიმალურ ასაკად 1-6 წელი ითვლება. შემდეგ ფრინველები დაბერებას იწყებენ და მათთვის კვერცხის დადება უკვე სახიფათო ხდება. გარდა ამისა, დედალმა თუთიყუშმა ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოს, გამრავლების საშუალება წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ უნდა მისცეთ. უკვე წამოზრდილ ბარტყებს სხვა გალიაში რომ გადასხავთ, გალიიდან ბუდეც ამოიღეთ.

P. S. თუთიყუშებს დაწყვილების შემდეგ, ერთმანეთს ნუ დააშორებთ. ისინი გედებივით ერთგულები არიან და სიკვდილამდე ერთად ცხოვრობენ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageთუ სახლში ტალღოვანი თუთიყუში გყავთ, ეს უნდა იცოდეთ!
თუთიყუში და მძარცველი – სახალისო ისტორია
უეცარი გარდასახვა – სახალისო ისტორია


0
2613
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2613
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0