სიახლეები გაიცანით ჩრდილოეთ კორეული ავტომობილი "ნენარა" 2018, 16 აპრილი, 14:03 ამას წინათ ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი საკუთარი წარმოების ახალი ავტომობილის პრეზენტაცია განახორციელა.
მიუხედავად ამ ქვეყნიდან მწირი ინფორმაციისაა გასაგები მიზეზების გამო, ხერხდება მაინც მცირე მონაცემების დადგენა.
ავტოქარხანა " ნენარა" აწარმოებს თითქმის ყველა კატეგორიის ავტომობილს, მათ შორის არის მსუბუქი, მიკროავტობუსი, ავტობუსი და მინი-სატვირთო. მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების საწვავის მოხმარება 42-დან 50 გრ-მდე მერყეობს 1 კილომეტრზე, ხოლო სატვირთოების - 58 გრამი კილომეტრზე. "ნენარას" სხვადასხვა მოდელების მაქსიმალური სიჩქარე, საათში 120-დან 180 კილომეტრია. სხვათა შორის, მანქანები აღჭურვილია კონდიციონერით, servo- ს საჭეთი, ასევე ელექტროამწევი ფანჯრებით და პარკირების რადარითაც კი. ![]() ![]() ![]() შეგახსენებთ, ამა წლის თებერვალში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, მეუღლესთან, ლი სოლ ჩჟუსთან ტროლეიბუსების დამამზადებელი ქარხანა მოინახულა , შემდეგ კი ფხენიანის ქუჩებში ახალი ტროლეიბუსით გაისეირნა
267 4-ს მოსწონს
|