დიეტოლოგია დაიკელით სწრაფად, დიეტის გარეშე - მონიკა ბელუჩის დიეტა 2018, 17 აპრილი, 13:08 ჭარბი წონა– ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით, ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა "ფიგურას" ყურადღება, ე.წ "ტრენაჟორები" ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.
უმეტეს შემთხვევაში, ჭარბ წონას, ადგილი, არასწორი კვებისა და ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მონიკა ბელუჩის დიეტა- დიეტის გარეშე, რომელიც საოცრად სწრაფად დაგაკლებინებთ არასასურველ კილოგრამებს. იტალიელი სექს-სიმბოლო, მილიონობით მამაკაცის საოცნებო ზმანება, ქალთა უმრავლესობის შურის ობიექტი- მონიკა ბელუჩი, თითქმის 54 წლისაა, თუმცა, ახერხებს, რომ იყოს არაჩვეულებრივ ფორმაში. თუ როგორ არის ასეთ არაჩვეულებრივ ფორმაში ასაკის მიუხედავად, გვიმხელს თავად უმშვენიერესი ქალბატონი. აღნაგობის შენარჩუნების საიდუმლოა, რომ არ ცნობს მკაცრ დიეტებსა და არც ფიტნესს, მისი კრედოა - ბალანსირებული კვება. პირველი დღე: საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი ახალი ხილით. სადილი: მწვანილი, შენელებული ზეითუნის ზეთით (100გ), მოხარშული ძროხის ხორცი (200გ), ერთი ნაჭერი პური და ახალი კენკრა (150გ). ვახშამი: მოხარშული ბრინჯი (50გ) ყველით (10გ) და ხილის ან ბოსტნეულის სალათი(100გ). მეორე დღე: საუზმე: ჯემიანი ტოსტი და რძიანი (2, 5%) ფინჯანი ყავა. სადილი: ორი კვერცხის ერბოკვერცხი, ორთქლზე მომზადებული ყაბაყი(200გ), ერთი ნაჭერი უხეშად დაფქული ხორბლის პური(40გ) და ერთი ცალი ფორთოხალი. ვახშამი: ბოსტნეულის სალათი(100გ), მოხარშული უცხიმო ძროხის ხორცი(120გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური(50გ) და ერთი ცალი ნებისმიერი ხილი. მესამე დღე: საუზმე: ჯემიანი ტოსტი, ლიმონიანი მწვანე ჩაი და ერთი ცალი გრეიპფრუტი. სადილი: ზეითუნის ზეთითა და კამით შეკაზმული მოხარშული კარტოფილი(200გ) და ნაკლებ ცხიმიანი ყველი(100გ). ვახშამი: ზეითუნის ზეთითა და ტომატით შენელებული სპაგეტი(150გ) და ერთი ცალი ნებისმიერი ხილი (ბანანის და ხურმის გარდა). მეოთხე დღე: საუზმე: მაგარი ყველის ნაჭერი(40გ) და ნატურალური იოგურტი თაფლით. სადილი: ზეითუნის ზეთით შენელებული მოხარშული ბრინჯი(50გ), ორთქლზე მომზადებული ყაბაყი(100გ), ხბოს მოხარშული ხორცი (100გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური(40გ) და კენკრა(150გ). ვახშამი: უცხიმო თევზი(200გ), ზეითუნის ზეთით შენელებული ბოსტნეულის სალათი(150გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური(40გ) და ერთი ცალი ვაშლი. მეხუთე დღე: საუზმე: ჯემიანი ტოსტი და 1 ჭიქა ბოსტნეულის წვენი. სადილი: მცენარეული ზეთით შენელებული მწვანილის სალათი(ოხრახუში, პეტრუშკა, სალათის ფურცლები, მწვანე ხახვი და ა.შ სურვილის მიხედვით, 200გ), მაღალი ხარისხის ხორბლის მაკარონი(100გ) და ერთი მტევანი ყურძენი ან ერთი ცალი ფორთოხალი. ვახშამი: მცენარეული ზეთით შენელებული მწვანილი(კამა, ნიახური, ოხრახუში, ქინძი, ასევე სურვილის მიხედვით 50გ), ორთქლზე მომზადებული უცხიმო თევზი(200გ) და ერთი ცალი ნებისმიერი ხილი. არ დაივიწყოთ, რომ ამ დიეტის პერიოდში, უნდა სვათ მხოლოდ სუფთა- გამოხდილი ან დაბეჭდილი წყალი, დღეში 1, 5-2 ლიტრის ოდენობით. იხილეთ აგრეთვე: უნივერსალური დიეტა– ვიკლებთ დღეში ერთ კილოგრამს 1185 13-ს მოსწონს
|